THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ავთანდილ მეგრელიშვილი

დედა


დედის ხმაზე უფრო
ტკბილი,
ხმა არც მწამს, არც
მეგულება;
დედის გულზე უფრო
ცხელი,
გული არსად მეგულება;
დედის სულზე უფრო
სუფთა
სული არსად მეგულება;
დედის თვალზე უფრო
სათნო,
თვალი არსად მეგულება.
დედა არის სიყვარული,
იცოცხლე და ერთგულება!...


მშვიდობის მტრედი მოფრინდა


ლამაზი ფრთების ფართქუნით,
მშვიდობის მტრედი მოფრინდა.
ყველას, დიდსა და პატარას
გულს სიხარული მოგვფინა.
დახატული აქვს ნისკარტი,
თავი, ტანი და ფეხები.
ღუღუნი იცის საამო,
როგორც ჩვილს, ისე ვეხები.


მშვიდობის მტრედი შეარქვა
ხალხმა, მშვიდობის მოყვარემ.
მტრედო, მაგ შენი მოფრენით
ყველას მშვიდობა მოჰგვარე.


ფიცი


გულით მუდამ ვიამაყებ,
საქართველოს მთა-ბარით...
გორგასალით, დავითითა,
შოთათი და თამარითა,
საბათი და ილიათი,
ვაჟათი და აკაკითა!..
ვინც ქართული ენა მომცა
და სხვის ყრმობას ამარიდა!..
მზეს და ზეცას, მთელ სამყაროს,
მსურს უმზირო ამ არედან!
უსაყვარლეს მამულს ვფიცავ,
თავის საზღვარ-სამანითა.
მტერს წკირსაც კი არ დაუთმობ,
მამულს როგორ ვათელინებ?!
საქართველო არ უყვარსო,-
არავის არსად ვათქმევინებ!


ყაზბეგის იალაღებზე


თოვლივით გადაათეთრა
მწვანე ფერდობი ფარამა,
ავი ძაღლები თან მახლავს,
ნადირის შიში არა მაქვს.


ცა სარკესავით კრიალებს,
ისეთი კარგი დარია.
ტკბილად ვაკვნესებ სალამურს,
გავცქერი ზვიად დარიალს.


თავი ზღაპარში მგონია,
ნიავი მესალბუნება,
მთრთოლვარე, აფეთქებული,
მატკბობს მამულის ბუნება...

ბეღურების სიხარული

ამ მარტით და ამ ქარით,
ამ მზითა და ამ თვარით
კუდამოძუებული
გაიპარა ზამთარი!

მზემ გაგვათბო მზეწვიამ,
აღარ ვთრთივართ სიცივით,
გაზაფხული გვეწვია,
ყვავილების სიცილით!

შეიყვარე მამული
საქართველოს მთა-ველი
მიწის ყველა მტკაველი,
საფერავი, ჩხავერი,
ხორბლით სავეს თაველი.
რასაც თვალით გასცქერი,
ტბა, ტყე თუ ჩანჩქერი...
პაატა ხარ, გელა ხარ,  
თამარი თუ ლიანა...
ბარიანად, მთიანად,
შენი არის მთლიანად!
მსოფლიოში განთქმული.
ტკბილი და საამური,
შენი ენაქართული,
მიწა-წყალიქართული,
სისხლით, ცრემლით ნამირი, --
შეინახე მამული!

წისქვილი

ხვიმირაში ტომრიდან
გადავცალე ხორბალი.
ღარში წყალი მიუშვი
და აცეკვდა ბორბალი...
სარეკელა ამღერდა,
აღუღუნდა წისქვილი...
მე და მიხოს ცუნცულით
სახში მიგვაქვს ის ფქვილი.

წვიმის შემდეგ

წვიმის შემდეგ მზე გამოჩნდა,
მოკაშკაშე, მოსხივარი.
ისე დაცხა, ნამი გაქრა,
მიწას ასდის ოხშივარი.
მიწის სუნი მეფობს ირგვლივ,
ძალით გვავსებს, გვაიმედებს...
თუ გული გაქვს, საიმქვეყნოდ
ჭიასაც არ გაიმეტებ!...

წვიმის შემდეგ
ჟუჟუნა წვიმამ ბალახი
გაზარდა, ააფოფინა,
შემდეგ მზემ გამოანათა,
მთა-ბარს სხივები მოჰფინა.
ზღვისებრ აღელდა სათიბი,
მთიბავმა ცელი ალესა
და თივის სუნი მოედო
ჩვენს ლამაზ არემარესა.

გაზაფხული
დათბა, ცამ გული გვაჩვენა,
ბარში მზემ თოვლი მოლია.
ყანებს ჯეჯილი ამშვენებს,
მინდვრებსხასხასა მოლია.
ააფოფინა რტოები,--
ქარმა დაქროლა ზენამა,
სმენა და გული დაატკბო
ჩიტების ლაღმა ენამა.

მდინარეს გული აემღვრა,
უფრო და უფრო ზვირთდება. . .
ისედაც კოხტა მამული
პატარძალივით ირთვება.

ხეებძე თითო-ოროლა
ყვავილმა სწრაფად იასა.
ისრად ქცეული ტოროლა
უგალობს მძეს და იასა. . .

ხუთოსანი ტარიელი

ტარიელი პირველ კლაში
დადის უკვე რა ხანია.
კარგად სწავლობს და წიგნებიც
სუფთა აქვს და ახალია.
გაგვახარა, როცა გვითხრა:
-- თინათინის ნახმარია!

ჩიტი ვარ, ჭიკჭიკელაო!
ყველაზე ადრე ვიღვიძებ,
ჩიტი ვარ, ჭიკჭიკელაო.
კვირტმაც კი გამოიღვიძა, --
შენ რატომ გძინავს, გელაო?
საამო დილა გათენდა,
უკვე ამდგარა ყველაო;
ნინო გაკვეთილს ამზადებს,
კისკისა ბროლისყელაო.
მარჯვე სულ ადრე იღვიძებს,
უყვარს სწავლა და შრომაო!
ადექი, ბიჭო, გელაო,
თორემ დაგცინებს ყველაო.
ასე ტკბილად რომ გიგალობ
ჩიტი ვარ, ჭიკჭიკელაო!

ნაკადული ვარ პატარა

ნაკადული ვარ პატარა,
ვრწყავ ნერგებსა და ჩითილებს,
არავინ დამიზიანოთ,
თორემ საბრალოდ ვიტირებ!

მოვდივარ ჩუმი დუდუნით,
ხრიოკებს ვაქცევ ბაღადა.
ნერგებს ვზრდი დიდრონ ხეებად,
რომ იშრიალონ ლაღადა;

რომ გაუმკლავდნენ გრიგალებს,
იმღერონ ხმით საამურით,
დაიცვან ჩვენი მთა-ბარი, --
ჩვენი კეკლუცი მამული.

ხან ლაღად გამაქვს რაკრაკი,
ხან ჩუმი სევდით მოვდივარ...
რა ვქნა, ეს მეპატიება.
დიდი მდინარე როდი ვარ!

სანამ ვარ, ნერგებს ვეკუთვნი,
მათი გაზრდით მსურს ვიხილო.
ისედაც კოხტა მიდამო,
მოვდივარ მთლად გულანკარა,
დაუოკებულ სურვილით,
პატარა, თოთო მცენარეთ
მინდა მოუკლა წყურვილი
ნაკადული ვარ პატარა,
ვრწყავ ნერგებსა და ჩითილებს,
არავინ დამიზიანოთ,
თორემ საბრალოდ ვიტირებ!

თამარ ბებიას ეზო

ამ ეზოს თამარ ბებია,
მუდამ შვილივით უვლიდა.
სახლ-კარს, ვარდებს და ყვავილებს,
თავს დაჰხალოდა გულითა.
მრავალნაირი ყვავილი,
თვითონ დარგო და ახარა.
სულ შრომაში და ზრუნვაში,
გაუჩნდა თმაში ჭაღარა.
რასაც შეეხო, ყველაფერს
საამო შუქი მოჰფინა.
წავიდა... მის ნაკვალევზე,
სულ ია ამოფიფინდა.

მევენახე გიგო

მევენახე გიგო
გივის ხოტბას ასხავს:
-- ასე კარგად ვენახს
აგრონომიც არ სხლავს!..
სიხარულით ამბობს,
გივი პაპახვთისო:
-- ეგ სულაც არ მიკვირს, --
კვიცი გვარზე ხტისო!


ჩვენი პაპა

პაპანება სიცხეა,
წვიმაა თუ თოვლიაა,
სულ ზვარში რომ მიშაობს, --
ჩვენი პაპა თომაა.

ხან თოხნის და ხან ბარავს;
ხან ფურჩნის და ხან წამლავს...
ლამის ვეღარ ვიცინიტყ,
მზეზე ისე დამწვარა.

სულ ღიღინით მიმოდის,
ვაზს შვილივით დაჰხარის,
განა ცხენით, ან ხარით?!
თმები გათეთრებია,

უსპეტაკეს თოვლივით,
ბაღ-ვენახი მუდამ აქვს,
სანიმუშოდ მოვლილი.

გუგულს

გუ-გუ, გუ-გუ, გუგულო!
რად ხარ ასე უგულო?
კვერცხები რომ ჩააწყე
ჩუმად შაშვის ბუდეში,
შენს მაგიერ შენს შვილებს
ვინ უნდა სცეს ნუგეში?

შვილებს ტოვებ უდედოდ,
არ გრცხვენია, გუგულო?
შენ გუგული კი არა,
უნდა გერქვას უგულო!

პაპუნა
ცა ღრუბელმა დაფარა,
წამოვიდა შხაპუნა.
სკოლიდან მომავალი,
დაასველა პაპუნა...
სახლში შეშა დაჩეხა,
ღუმელი გაახეურა.
სუფრა თვითონ გაშალა,
დაჯდა მამაპაპურად;
ტანსაცმელიც გააშრო,
ყვავილთ წყალი აპკურა;
ჭაზე კოკა აავსო,
მოხატული, ცალყურა;
კრუხ-წიწილასხორბალი,
ძროხასთივა არგუნა.
გაახარა მშობლები
წიგნებში თავჩარგულმა...
მაისა
მაისში გაჩდა ბოჩოლა,
მამამ დააქვა ‘’მაისა’’.
ორ დღეში იწყო კუნტრუში,
სუყველა გაგვახალისა.
ბებიამ მითხრა: -- გაისად,
ტანი ექნება ხარისა!...
მე მინდა, ასე პატარა
ოყოს წელსაც და გაისად!..
ბელები
ერთმანეთს დასჭიდებიან
სუნსულა, დრუნჩა ბელები.
მთლიანად გაუთელიათ
მწვანე, მცვრიანი ველები.
შინ გვიან დაბრუნებულან,
დასვრილი, ქურქებსველები.
ორთავე დაციებულა,
ტყე აუკლიათ ხველებით,
ახლა ლოგინში წვანან და
თვალთაგან დასდით ცრემლები.