THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჯეჯილი

 იოსებ დავითაშვილი

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო;
იკურთხოს იმის მარჯვენა,
ვინც გთესა, მოგიყვანაო!

ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,
მზემ შუქი გფინოს ტანაო,
ქარმა გაღელვოს ზღვასავით,
მწყერმა მოგძახოს ნანაო.

ამაღლდი, თავი დაისხი,
ჯეჯილო, ნორჩო ყანაო;
იმისი საზრდო შეიქმენ,
ვინც გთესა, მოგიყვანაო.