THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლალი ჯაფარაშვილი

ენძელა
ჯერ გაზაფხულს ცხრა ომი
ჰქონდა გადასატანი,
ვიდრე უკანასკნელად
იტირებდა ზამთარი.
ვიდრე მოირთვებოდა
კორდ ია-იებით,
ვიდრე მოცურდებოდნენ
ვარდისფერი მთიები.
ვიხილავდით მინდორ-ველს
ვიდრე ზურმუხფერადა,
ჯერ სად იყო, ჯერ ისევ
თებერვალი ბერავდა
და მიმცხრალი მზის სხივი
არ ჰყოფნიდა სიცილად,
როცა თოვლქვეშ ეძელამ,
როგორც კვერცხში წიწილამ,
იბორგა და იწვალა,
ნაჟური სვა მუჭითა,
თოვლის სქელი ნაჭუჭის
გამოტეხვა უჭირდა.
მაგრამ ძლიერ იმარჯვა,
უნდა ითქვას მართალი,
და თებერვლის ერთ დილას
გამოტეხა ზამთარი.
 
გაზაფხული
 მზემ აჩუქა
ცხრა სხივი,
ცხრითვე იწყო
ხატვა.
მიწას მწვანე
ჩააცვა,
ვარდისფერი -
ატამს.
მოიყოლა
ფერები
ხასხასა და
ლორთქო,
დედამიწა
ხატულა
ხოხობივით
მორთო.