THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქვიშის საათში მოქცეული სიცოცხლე

 მანანა წერეთელი

`გამდიდრების მსურველები ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ
განუსჯელ და მავ    ნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და
დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს... ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვია
ვერცხლისმოყვარეობა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტა    ცა, განშორდნენ
რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს~ (I ტიმოთ. მიმ., 6,9-10)

მართალია, ზამთარი კარს იყო მომდგარი, მაგრამ მაინც მშვენიერი მზიანი კვირა გათედა. ცა იყო ლურჯი, ლურჯი, კამკამა, ცისას თვალების ფერი, რომელშიც ლესოს არა მარტო საკუთარი თავის, თავისი შინაგანი განწყობის დანახვაც კი შეეძლო.
ზამთრისთვის უჩვეულოდ ლურჯმა ცამ და მზის სხივების ლიცლიცმა ლექსო მხირულ გან    წყობაზე დააყენა, როგორც ყოველთვის, დილის ლოცვა ჩაიგალობა და მენებე თვალები ცის უსაზღვროებას გაუსწორა. დარწმუნებული იყო, პატარა მეგობარი, დღეს, ახა    ლი სიურპრიზით, აუცილებლად ეწვეოდა.
ალღომ არ უღალატა, მაგრამ ცისფერიამ, ამჯერად, მართლა სიურპრიზი მოუწყო. თავის საწერ მაგიდასთან, ოქრორყდიან საყვარელ წიგნში თავჩარგული ლექსო ძლიერმა ნათებამ შეაკრთო და მოულონელობის    გან წიგნი ხელიდან გააგდებინა. ლექსოს წინ ცეცხლისფრად მოვარაყებული, ცისფრად აელვარებული სარკე გაჩნდა, რომელიც ჭახჭახა ნათელს აფრქვევდა. ლექსო არ დაბნეულა, რადგან ცისასთან ერთად ამდენი სასწაულის ნახვამ მოულოდნელობებს შეაჩვია. გაო    ცებისა და სიხარულისაგან აფართხალებული გული რომ დაიწყნარა, სარ    კეს დააკვირ    და და მის შუაგულში არეკლილი გამოსახულებით მიხვდა, ცისა კიდევ ერ    თი მისი თანატოლის ცხოვრებას აცნობდა:
ჯაბას ოჯახი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ორ სა        თუ    ლზე განთავსებულ თანამედროვე ბინაში ცხოვრობდა. მაღალჭერიანი ოთახები მდირული ავეჯით იყო სავსე, ზედა სართულზე მარმარილოთი მოპირ    კე    თე    ბული ორი ხვე        ლი კი    ბე ადიოდა.
ჯაბა დედამ პატარაობიდანვე მიატოვა და მეორე ქმარს გაჰყვა რუსეთში. წე    ლიწაში მხოლოდ ერთხელ თუ გაიხსენებდა შვილს, ტელეფონით მოიკითხავდა და მოვალების მოხდას ისევ ერთი წლით გადადებდა. აღარც ჯაბას ენატრებოდა დედა. მიმა გუცივობამ, ოჯახის ყველა წევრთან ცივმა, დაძაბულმა ურთიერთობამ, მხო        ლოდ საკუ    თა    რი ინტერესების დაცვამ და სიმდიდრით გატაცებამ ჯაბაც `სულეთია~ ბავვად აქ    ცია. ავადმყოფი ბებიისა და მომვლელი, უცხო ქალის ანაბარა ბიჭი სულ მარტო იყო, თა            ვის გზადაკარგულ, უმეგობრო და დაცარიელებულ სამყაროში. მამას მისთვის თითმის არ ეცალა, შინ გვიან ბრუნდებოდა და კვირიდან კვირამდე შვილს ხში    რად ვერც ნახულობდა. სამა    გიეროდ, მის განათლებაზე თავდაუზოგავად ზრუნავდა - რამდენიმე მაწავლებელი საში მოდიოდა, რის შედეგადაც ჯაბა საკმაოდ კარგად ფლობ    და რუ    სულ და ინგლი    სურ ენებს, ფიზიკასა და მათემატიკას. არც სხვა რამ აკლ    და - ტან    საც    მე    ლი, საჭმელ-სას    მე    ლი, ფული, ძვირფასი მანქანით მო        სა    ხურება. ძალიან იშვი        თად, კვი        რა დღეს, მა-მასახლში რჩებოდა, მაგრამ თავის კაბინეტში იყო საათობით გამო    კე    ტი    ლი და შვილს კარს არ უღებდა. ჯა    ბას მამის უყუ    რადღებობა თავიდან აღი    ზი        ნებ    და, ხში    რად აცრემლებულიც კი მოსცილებია კა    ბი    ნეტის კარს, მაგ    რამ ბოლოს ამა    საც შეეჩვ    ია.
მამა ქალაქში ცნობილი ექიმი იყო. მისი ხელფასი, რა თქმა უნდა, ასეთ კარგ პი    რო    ბებს ვერ შეუქმნიდა ჯაბას. თავიდან მას სულ არ აინტერესებდა, საიდან მო    დი        და ასე    თი უზრუნველყოფა. დრო გადიოდა, ჯაბა იზრდებოდა, უფრო მეტი კითხვა უჩნდე    ბო    და, მაგრამ, რადგან მისი შეკითხვები უპასუხოდ რჩებოდა, თვითონ ცდი    ლო        და მათ ამოხ    სნას, უფროსი ასა    კის მოზარ    დე        თან ურთიერთობდა და ნელ-ნელა ერკ    ვე    ოდა იმ საკითხებში, რის გასა    ღებსაც ადრე ვერ პოულობდა...
ცამეტი წლის რომ გახდა, მამას უფრო დაუახლოვდა, შეიძლება ითქვას, დაუძმაკაცდა კიდეც. მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ერთ დღეს მამამ თავის სამსახურში დაიბარა და ჩანთაში პატარა შეკვრა ჩაუდო, თან გააფრთხილა:
- აბა, შენ იცი! საკუთარი თავივით გაუფრთხილდი, სახლში მიიტანე და ჩემს კაბი    ნეტ    ში, უჯრაში შემინახე. თან ეცადე, აქ არავინ შეგნიშნოს!
ჯაბა გაახარა იმ ფაქტმა, რომ მამას დასჭირდა და ისიც უნდა გამოსდგომოდა, ამი    ტომ მისი უჩვეულო ყურადღებით აფორიაქებულმა ყველაფერი სწორად შეასრულა. ამ და    ვა    ლებას მეორე მოჰყვა, შემდეგ - მესამე, მეოთხე და ბოლოს ისე შეეჩვია, თვითონ სთავა    ზო        და მამას ვარიანტებს, როგორ გამოეტანა შეკვრა საავადმყოფოდან ისე, რომ ვერავინ ვერა    ფერს მიმხვდარიყო. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ უკი        ხავს, რა იყო შეკვ    რაში. ამას ალღოთი გრძნობდა, რომ ეს იქნე    ბო    და ნარკოტიკი - საშუალება, რომელსაც უზრუნველი ცხოვრება მოჰქონდა მისთვის და მათი ოჯა    ხი        თვის, მაგრამ მამას საშინელი დანაშაულის შეცნობის არც ერთ გზას არ უტოვებდა, ისე სწრაფად მიაქანებდა უფსკრულისკენ. ამ უხილავ გან    სა-ცდელს, რა თქმა უნდა, ჯა    ბა ვერ გრძნობდა და არც იყო გასაკვირი, ის ამისთვის ჯერ პატარა იყო.
ციურ სარკეში ჯაბას ცხოვრებამ, ლექსოს თვა            წინ, ძალიან სწრაფად ჩაი        რო    ლა და ბოლოს თითქოს შეჩერდა. ლექსო უფრო გაფაციცდა.
ჯაბამ თვალი გაახილა თუ არა, პატარა მაღვიძარაზე აფარებული ალუ    -ლი        ფე    რი კონ    ვერტი შენიშნა. მაშინვე დასწვდა და გახსნა: `გუშინდელი შეკვრა ხომ იცი, სა    დაც დევს, აიღე და ამ მისამართზე მიდი. 3 საათისთვის ჩემი მძღოლი მოვა და წა    გი    ყვანს. ან    რი ბიძია იკითხე და მხოლოდ მას გადაეცი. დღეს ჩე            თან აღარ დაგჭირდება მოსვლა... აბა, შენ იცი!~ - წერდა მამა და იქვე მისამართს უთითებდა.
სამ საათამდე დიდი დრო იყო. ჯაბამ გადაწყვიტა, სკოლაში არ წასულიყო, ჩან    თა    ში ორ        ოდე წიგნი ჩააგდო და მამის კაბინეტში შევიდა. კედელში შეუმჩნევლად დატა    ნე    ბული სეიფი მოხერხებულად გახსნა, შეკვრა გამოიღო, ჩანთაში ჩადო და სახ    ლი    დან გავიდა.
ცოტა ხანში, თავის სამ უფროს ძმაკაცს ჩუმად ელაპარაკებოდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ვინმე ნაცნობს არ შეემჩნია. ოთხივემ ერთად რაღაც მო        ლა    პა    რაკა და მალე ერთ ბინაში განმარტოვდნენ. ჯაბამ შეკვრა ამოიღო და მაგი    და    ზე დადო.
- აი, ეს არის, რასაც გეუბნებოდით...
ბიჭებმა დიდი ინტერესით გახსნეს. მასში ვერცხლისფერ ქაღალდში საგულ    და    გუ    ლოდ შეხვეული წამლის ოცი პატარა შეკვრა აღმოჩნდა. ძმაკაცებს შორის ყველაზე უფ    როსმა ერთ-ერთის გახსნა დააპირა, მაგრამ ჯაბა ხელებში ეცა.
- არ გინდა, არ გახსნა... ერთ ადგილზე უნდა მივიტანო. შემდეგ წამოღებაზე აუცი    ლებლად მოგი    ტანთ და მაშინ გავხსნათ...
ბიჭებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. უფროსი დაფიქრდა, თვა    ლები ეშმაკურად მოჭუტა და შეკვრა თავის ადგილზე დააგდო.
- ძალიან კარგი... ვნახავთ, როგორი სიტყვის კაცი ხარ!.. ვისთან მიგაქვს?
- რა ვიცი, მამაჩემმა გამგზავნა... - და ჯაბამ წერილში მითითებული მისამართი დაასახელა.
- ვაა!.. - გაიკვირვეს ბიჭებმა, - ეს ხომ ჩვენი მეზობელი ძია ანრია... აი, თურმე, ვისგან ყიდულობს წამალს!..
- ეგ კიდევ, იცით, რა ფასად ყიდის?! ჩემი ძმა გააკოტრა... - თქვა ისევ მათ შო    რის ყველაზე უფროსმა, - რო გაგაცნო ჩემი ძმა, გაუჩალიჩებ წამალს?
- მე ვერა... მამაჩემი არ მომცემს მაგის ნებას.
- შენც ნუ ეტყვი... მამაშენისთვის სულერთი არ არის, ვინ იყიდის?! შენ პირდა    პირ აქ მოიტან და ფულს ჩვენ მოგცემთ... ეგ არის და ეგ...
- რა ვიცი... ვიფიქრებ, - დაჰპირდა ჯაბა, შეკვრა ისევ გადაახვია და ჩანთაში საგულდაგულოდ შეინახა, - ახლა წავალ, ჩვენს მძღოლს სახლში უნდა დავხვდე.
დათქმულ დროს მძღოლი სადარბაზოსთან ელოდა ჯაბას. არც მას დაუგვიანია და სკოლის ჩანთით ხელში უკანა სავარძელზე მოთავსდა.
მითითებულ მისამართზე არავინ დახვდა. ცოტა ხანი შეიცადა და შემდეგ ისევ მანქანაში ჩაჯდა.
- სად წავიდეთ? - ჰკითხა მძღოლმა.
- მამასთან გადავრეკავ და გვეტყვის... - მოკლედ უპასუხა ჯაბამ და მობილური ტელეფონით მამას დაუკავშირდა, მითითებები მიიღო და ის იყო, ტელეფონი შეინახა, რომ მანქანის ფანჯარაზე აჩიმ მიუკაკუნა.
ჯაბამ ჩანთა მანქანაში დატოვა და ბიჭებთან მივიდა. აჩისთან ორი ახალგაზრდა იდგა.
- ვიცოდი, აქ იქნებოდი, - ჩაიცინა აჩიმ და ჯაბას ბიჭები გააცნო, - ჩემი ძმა და მისი მეგობარია... შენთან სალაპარაკო აქვთ, გვერდით გავიდეთ...
ჯაბა მიჰყვა. სახლის ერთ სადარბაზოში შევიდნენ თუ არა, აჩის ძმამ კატე    გო    რიული ტონით პირდაპირ მოსთხოვა წამალი. ჯაბა შეცბა, მაგრამ არ შეიმ    ჩნია, ეშმა    კო    ბას მიმართა და აჩის მიუბრუნდა:
- მე ხომ გითხარი, რომ მეორე მოტანაზე მოგიტანდი... წამალი უკვე მივეცი ანრის.
ბიჭებმა ხმამაღლა დამცინავად გაიცინეს.
- ანრი სახლში არ არის და ნეტავ, ვის მიეცი წამალი?! ვერ მოგვატყუებ, სჯობს, წამალი მოგვცე და მშვიდობით მოვრჩეთ ყველაფერს! - შეუტია აჩის ძმის მე    გობა    რმა და ხელში შავად აელვარებული პატარა იარაღი აათამაშა.
ჯაბას თვალები გაეყინა იარაღზე, მაგრამ არ დაბნეულა, პირიქით, უფრო გაც    ხო    ველებით აუმუშავდა გონება და თავის დაძვრენის გზა მოსინჯა.
- მამას გადავურეკავ და ვკითხავ... ტელეფონი მანქანაში მაქვს...
- მამა არა და, პოლიციასთან ხომ არ დარეკავდი?!.. შენ რა, არიფები გგო        ნი    ვართ?! აბა, ახლავე წამალი დატოვე და აქედან გაქრი!.. - გაბრაზდნენ უფროსები. აჩი ხმას არ იღებდა.
- ჰო, კარგი, კარგი... - დათმობა ამჯობინა ჯაბამ და ისევ აჩის მიუბ    რუნ-და - შენც ხომ იცი, აჩი, წამალი სკოლის ჩანთით დამაქვს, ჩანთა კი მანქანაში დავ    ტოვე... ახლავე მოგიტანთ... - დაფაცურდა უკვე მართლა დამფრთხალი.
ბიჭებმა მას შიში შეამჩნიეს და ნარკოტიკის მიღების იმედი მიეცათ.
- იცოდე, არაფერი მიჰქარო, თორემ!.. - ისევ ყველაზე უფროსმა შეუტია და იარა    ღი ნიკაპქვეშ მიაბჯინა - ერთად მივალთ მანქანასთან, ჩანთას წამლიანად გად    მო            ცემ და მშვიდად ჩაჯდები, ისე, რომ მძღოლმა ვერაფერი შეგატყოს... მამა    შენი თუ რამეს გკითხავს, იცოდე, არაფერს ეტყვი. მოატყუე, დამეკარგა-თქო... ჩვენი სახე    ლი არ ახსენო, თორემ რაც მოგივა, მერე შენს თავს დააბრალე! გაიგე?.. კარგად გაიგე?!.
- ჰო, გავიგე, გავიგე!.. - შეშინებული ჯაბა თვალებდაელამებული შესცქეროდა ცი    ვად ალაპლაპებულ იარაღს და ყელში მოწოლილ ბურთს ვეღარ ყლაპავდა.
- იცოდე, იარაღი დამიზნებული მექნება. ერთი ნაბიჯი რომ არასწორად გადადგა, მაშინვე გესვრი!.. - კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა ყველაზე უფროსმა და იარა    ღით მანქანისკენ უბიძგა.
ჯაბა ნელა წავიდა მანქანისკენ, თან გახურებულ გონებაში ათასი აზრი უტ    რია    ლებდა. ბოლოს ერთ გადაწყვეტილებაზე შეჩერდა, მანქანის კარი სწრა    ფად გამოაღო, უკან მომავალ ბიჭებს ფარულად გახედა, სწრაფად ჩაჯდა მძღო    ლის გვერდით და ასევე სწრაფად მიაყარა:
- ჩქარა წავედით, თემო ძია, ჩქარა!.. ჩაკეტე კარები და ფანჯრები!..
ამ ხნის მანძილზე მძღოლი ყურადღებით ადევნებდა თვალს ჯაბას. არ მო-    წო    ნა მი    სი მეგობრების დამცინავი, ავისმომასწავებელი გამომეტყველება და მან    ქა    ნი    სკენ მომა            ლი ჯაბას შეშინებული სახე, ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთ    ხვევისთვის მომზადე    ბუ    ლი იყო. ჯაბას სიტყვები არც ჰქონდა დამთავრებული, რომ მანქანა ტყვიასავით მოწ        ვიტა ადგილს და გაავებული ბიჭები მტვერში გაახვია.
ჯაბამ სული მოითქვა და უკან მოიხედა. ბიჭები იქვე მდგარ მანქანასთან სირ    ბილით მივიდნენ, ჩასხდნენ და მათ გამოედევნენ. ეტყობოდათ, შემთხვევის ხელიდან გაშვებას არაფრით აპირებდნენ.
- მოგვდევენ... - საცოდავი გამომეტყველებით გახედა მძღოლს ჯაბამ და თავი ჩაღუნა.
მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა, თან გზისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე ჰკითხა:
- რა უნდათ შენგან? თუ გინდა, პირდაპირ პოლიციაში მივიდეთ!
- არა, პოლიციაში არა! - იყვირა ჯაბამ. მამასთან დარეკვას ვერ ბედავდა, რად    გან სიმართლის გამხელის ეშინოდა. წუთიერი დაფიქრების შემდეგ, მიხვდა, სხვა გა    მო        სა    ვა    ლი არ ჰქონდა, ამიტომ მობილური ამოიღო და მამის ნომერი აკრი    ფა. ტე    ლე    ფო    ნი დრო        ბით გამორთული აღმოჩნდა - მამა, ალბათ, საოპერაციოში იქნებოდა შესული.
ჯაბამ ისევ უკან გაიხედა, მანქანა მათ კვალში ჩასდგომოდა და ცოტა ხანში გვე        დითაც ამოუდგებოდა.
- უნდა დავუსხლტეთ, თემო ძია, გეხვეწები, უფრო ჩქარა, უფრო ჩქარა!.. - აღელ    ვე    ბით შეევედრა ჯაბა.
- აქ მეტი სიჩქარე არ შეიძლება, გაგვაჩერებენ... ბიჭო, აღარ იტყვი, რატომ მოგ    დევენ? - წამიერად გამოხედა მძღოლმა.
ჯაბას წამლის ამბავი არ უნდოდა გაემხილა მისთვის, რადგან მამას მკაც-რად ჰყა    ვდა გაფრთხილებული. ახლა ხვდებოდა, რამხელა შეცდომა დაუშვა, ბი    ჭებს რომ ენ    დო, მაგრამ ეგონა, მისი მეგობრები იყვნენ და საიდუმლოს შეუნა    ხავ    დნენ. არადა, რა    დგან სრულიად მარტო იყო, ძალიან უნდოდა, ვინმეს გან    დო    ბო    და და ასეთი საი    დუ        ლოს სიმძიმე ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.
ჩიხში იყო მოქცეული. მამას მისთვის არ ეცალა, გვერდით მხოლოდ მძღო-ლი ჰყავდა, რომელთანაც საკმაოდ შინაურულად გრძნობდა თავს. ფიქრის დროც აღარ იყო, ამიტომ გადაწყვიტა, მისთვის სიმართლე ეთქვა, იქნებ გამოსავალი ერ    თად უფრო ადვილად გამოენახათ.
მანქანებისგან ქუჩის დროებითი განტვირთვით ისარგებლეს მდევრებმა და გვერ    დით ამოუდგნენ. აჩის ძმა ხელით ანიშნებდა, გაეჩერებინათ. ჯაბამ ნერვიულობისგან ფრჩხი    ლე    ბის კვნეტა დაიწყო, თან მძღოლს ემუდარებოდა:
- არ გააჩერო, თემო ძია, გეხვეწები, არ გააჩერო!.. მათ იარაღი აქვთ...
მძღოლი გააკვირვა მისმა სიტყვებმა. ისედაც დაძაბული, უფრო დაიძაბა და პატა    რა ბიჭს განცვიფრებით გამოხედა:
- რატომ? რატომ? რას გერჩიან?... თქვი, რაღას მალავ, შე კაი კაცო!..
- ჩანთაში ნარკოტიკი მაქვს, მამამ გამომატანა, სადაც ვიყავით, იქ უნდა და    მე    ტოვებინა, მაგრამ ის კაცი შინ არ დამხვდა... - მიაყარა ჯაბამ - მე კი ესე    ნი ჩემი მეგობრები მეგონა და ყველაფერი ვუთხარი... მათ წამლის წართმევა უნ    დათ... - ამო                რა და ცრემლები გადმოსცვივდა.
მძღოლი შეშფოთდა.
- მამამ ნარკოტიკი შენ გამოგატანა?!. - და ჯაბას გაკვირვებით გამოხედა. წა    მი            მა უყურადღებობამ დააბნია, გვერდით მქროლავმა მან    ქანამაც შეავიწროვა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურზე შევა    რდა და ჯა    ბას მხრი    დან გადატრიალდა...
ოპერაციიდან გამოსული გელა თავის კაბინეტში ისვენებდა, ექთანმა რომ მიუკა    კუ    ნა კარზე.
- ავარიის შედეგად დაზარალებული მამა-შვილი მოიყვანეს. ბავშვის მდგომა    რეობა მძიმეა... - მოახსენა ექთანმა.
- გაარკვიეთ, ვინ არიან? პატრონი ახლავთ? ფული გადაიხადეს?
- ჯერ არავინ ახლავთ, ვინაობას არკვევენ.
- ჰოდა, როცა ყველაფერი დადგინდება, მერე დამიძახე... მანამდე ცოტას დავისვენებ.
ექთანს შეშფოთება და გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, მაგრამ სიტყვა ვე-ღარ შეჰ    კა        რა და კარი გაიხურა.
გელა რბილი სავარძლის საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა. საერ-თოდ არ ფიქრობდა გაჭირვებაში მყოფ ორ ადამიანზე, რომელთა შორის უმცრო    სის სიცო        ხლის წამები ქვიშის საათში მოქცეულიყო და წვეთ-წვეთად ითვლე    ბოდა.
- ოპერაცია არ უნდა გამეკეთებინა, სანამ ფულს არ მოიტანდნენ, - მხოლოდ ამა    ზე წუხდა, - არა უშავს, ვაიძულებ... თუ არადა, მდგომარეობას გავურთულებ...
 ამ ფიქრში ჩათვლიმა თუ ხილვა ჰქონდა, ვერ გაარჩია: მაღალი, თეთრსამო    სიანი, წელზე თოკშემოჭერილი მამაკაცი მისკენ ზურგშექცევით იდგა, მაგრამ მის გა    სა    გონად ამბობდა:
- `დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმინდური კვლავ უწმი-    დუ    რობ    დეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდანი კვლავ წმიდანობდეს...
აი, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმე        ბის მიხედვით მივუზღა...~
შეშინებული გამოერკვა და ირგვლივ მიმოიხედა. გული გამალებით უცემდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტვინის ერთი, ყველაზე მთავარი უჯრედი აუ    მუ    შა        და, რომე        მაც ცხოვრებაზე სრულიად სხვა თვალით შეახედა, სრულიად სხვა    გვარად დააფიქრა. ამ ხილვამ მასში ერთი ადამიანი მოკლა და მეორე დაბა    და. ფიქრსა და განსჯაში ისევ კარ    ზე კაკუნი შემოესმა.
- ბატონო გელა, პაციენტი ძალიან მძიმედაა, სასწრაფოდ თქვენი ჩარევაა საჭირო... მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ისინი მამა-შვილი არ ყოფილან... ჯერ    ჯე    რობით, არც პატრონი ჩანს ვინმე...
გული შეეკუმშა, აქამდე რატომ გავჩერდიო, მაშინვე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა.
საო    პე    რაციოში შესულმა პაციენტს დახედა და თვალთ დაუბნელდა - საოპერაციო მაგიდაზე მისი შვილი იწვა...
`აი, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეე    ბის მიხედვით მივუზღა...~ - ექოდ წასული ეს სიტყვები ზარივით აგუგუ    ნდ    მამის გონებაში, გულის მწვავე ტკივილმა თვალებში სინათლე დააკარ    გვინა, მთელ სხეულში საშინელი სიცივე იგრძნო და მოცელილივით დავარდა იატაკზე...
ციურმა სარკემ ჯერ ბრწყინვალება დაკარგა, შემდეგ მთლიანად გაქრა. დაძა    ბუ    ლი ლექსო გამოერკვა და გულდაწყვეტილმა მიიხედ-მოიხედა. ცისა არ ჩან    და, მაგრამ ლექ    სო გრძნობდა, რომ ის აქვე იყო, მის გვერდით და მასავით სტკიოდა გული.
`ამ წუთის წუთისოფლისა
ავდარი სჯობნის დარსაო.
ბოლოს სვეგამწარებისა
ფიქრი არა აქვს კაცსაო!
ირჩიოს გზა სიკეთისა -
რადა მტრობს თავის თავსაო?!~ -
ხმამაღლა იკითხა ლექსომ და ცისა თვალებით მოძებნა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯ    და        მა ცის ფერიამ ფარდა გასწია და ლექსოს დაფიქრებით გამოხედა.
- რა მოუვიდა ჯაბას, გადარჩა თუ არა? - მოუთმენლად მივარდა ლექსო პატარა მეგობარს.
- ჯაბა გადარჩა, მამამისი კი გულის შეტევით გარდაიცვალა, - გულდაწყვეტით უთ        რა ფერიამ, ხელი დაუქნია და ცის უსასრულობაში გაუჩინარდა.

 * * *

რატომ იქცა ჯაბა `სულერთია~ ბავშვად?
რა აკლდა და რა არ აკლდა მას?
რა შეცდომა დაუშვა მამამისმა? თვითონ ჯაბამ?
როგორ მოექცნენ მეგობრები ჯაბას?
თქვენი აზრით, რატომ ჩავარდა ის ასეთ განსაცდელში?
როგორ მოიქცეოდით ჯაბას ადგილზე?