THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალუბლები ჰყვავიან

 გიორგი კაჭახიძე

თვალკაშკაშა მზე გვიცინის,
ირგვლივ ოქროს ხვავია:
გაზაფხულდა და ბაღებში
ალუბლები ჰყვავიან!

ვნახოთ მათი მორთულობა,
ნიავქართან თამაში;
ვნახოთ, ფუტკრებს რა ყოფა აქვთ
ყვავილების კალთაში.

გავიაროთ ვინახულოთ
იქვე წყარო ანკარა.
მის ტალღებში მზემ სხივები,
ვნახოთ, როგორ ჩაყარა.

მოვისმინოთ, რას შრიალებს
თეთრი ვერხვი ჭაღარა,
ვარდისფერი გათენება
ბაღს რომ ტაშით ახარა.

თვალკაშკაშა მზე გვიცინის,
ირგვლივ ოქროს ხვავია,
მოვირთოთ და გავიაროთ,
ალუბლები ჰყვავიან!