THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გაზაფხული

 ირმა მალაციძე
ჯადოსნური ფუნჯით
ვინ მოხატა ეზო?
შეხეთ, ყვავილს კალთა
გაუფერადესო.

ნაზამთრალი ტოტი
შეუმოსეს ბუჩებს,
გაზაფხულის წვიმას
იქნებ გადაურჩეს.

შეუღებეს ზეცას
ლაჟვარდისფრად კიდე,
უხარია ყველას,
ბავშვებსა და დიდებს.