THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გაზაფხული

ალექსანდრე გეგაშვილი

გვახარებდა გუნდაობა,გულს გვიტკბობდა თოვლის ხვავი,თოვლი დადნა, დრო დაგვიდგა
უფრო კარგი სანახავი.
ტყეები და ველ-მინდვრები
მწვანე ფარჩით შეიმოსა.გაზაფხულო, გაზაფხულო,გვიხარია შენი მოსვლა.
ვაზი სითბოს ლხენით ხვდება,ყინვისაგან დაზაფრული.დღეს მერცხალმაც გაიქროლა,მოგვახარა გაზაფხული.
ვფიქრობ, უფრო მშვენიერი
სხვა ფრინველი არ იქნება!ქვებს არ ვესვრი, კარგად მახსოვს
ძია შიოს დარიგება.