THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სიცოცხლის ისტორია


 მანანა წერეთელი


`ფუჭად არ მიგეღოთ ღმერთის მადლი, ვინაიდან ის
 ამბობს: `მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.
 აი, ახლაა მოწყალების ჟამი, აი, ახლაა ხსნის დღე~ (2კორინთ. მიმ. 6,2)

`მე-17 საუკუნის დასაწყისი. ოსმალთა ლაშქარი ქართლს შემოესია. მეფე ლუარ¬სა¬ბი საზა¬ფხულო სადგომს იყო ცხირეთის ციხეში, მტრის მოულოდნელ თავდასხმას არ ელო¬და, ამიტომ მცირე ამალა ახლდა, ქართლისკენ მომავალი გზების სათვა¬¬¬ვა¬ლოდ კი რამდენიმე რაზმი გაეგზავნა.
ქართლის ასაოხრებლად მტრის 60 000-იან ურდოს გამაჰმადიანებული ქართველი ფერად-ფაშა მოუძღოდა~.
- მოღალატე ქართველები რომ არ ყოფილიყვნენ, მტერი ვერასდროს შემოა¬¬წე¬¬და საქართველოს მიწაზე, - გაიფიქრა ლექსომ, - სამაგიეროდ, უფრო მეტი, ბევრად მეტი თავ¬და¬¬¬დე¬¬ბუ¬ლი ადამიანი ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. სწორედ მათმა თავგანწირვამ გადაარჩინა კიდეც ის, - დაასკვნა და `საქართველოს ისტორიის~ კითხვა განაგრძო. 
`ოსმალთა ჯარმა გამოვლო ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მიადგა. მტერს მარ¬¬ჯვე გზით ცხირეთის ციხეზე უეცარი დაცემა, ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდება და შიდა ქართლის დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მანგლისი, ოძისი და კველთა გადაწვეს, მეფის მცირე ჯარი გაჟლიტეს და შე¬ჩე¬¬¬დნენ. ცხირეთის გზა არ იცოდნენ და მეგზურს ეძებდნენ. ისიც მალე იპოვეს - კვე¬¬თელი ახალ¬გა¬¬რდა მღვდელი თევდორე დაიჭირეს და მეგზურობა უბრძანეს...~
- მღვდელი თევდორეს მსგავსმა ადამიანებმა, დიდმა რწმენამ და სიყვარულმა იხ¬¬ნა საქართველო, - შემოესმა წიგნის კითხვით გართულ ლექსოს ცისას ხმა და შეკ¬¬თა. რო¬გორც ყოველთვის, ცის ფერიას გამოჩენით გამოწვეული სიხა¬რუ¬ლი ვერ დაფარა და გაბ¬რწყინებული თვალებით მიესალმა ალუბლისფერი სავარძ¬ლის სა¬ზუ¬¬რგეზე ჩა¬მო¬¬¬დარ ცისას.
ალუბლისფერი კაბითა და ოქროსფერი ნა¬თე¬ლით ¬მო¬სი¬ლი ცის ფერია ისე ღვიოდა, თითქოს ოთახში პატარა მზე შემოსულიყო.
`რამდენჯერ შემოსევია ჩვენს მიწას მტრების ჯარიო!
რამდენჯერ აკვნესებულა ქართველთა დედო-ზარიო!
მტრის კვალზე ბევრჯერ უნახავთ ნასოფლარ-ნასახლარიო,
ქართველებს დიდხანს ეჭირათ ხელთ უქარქაშო ხმალიო,- ~
შეს¬ჩი¬ვლა ლექსომ პატარა მეგობარს და დაამატა, - საქართველოს ისტორიას რომ ვკითხულობ, ყოველთვის დარდი მეძალება!
- მთელი არსებობის მანძილზე ამ პატარა ქვეყანას რამდენიმე წელი ზედიზედ არ ჰქო¬¬¬¬ნია მშვიდობა, სულ მტრის მოლოდინში იყო... ახლა მშვიდობის პერიოდია, მაგრამ სხვა გზით ებრძვის ადამიანს ბოროტი...
- ვიცი... ურწმუნოებას, სიძულვილს, პატივმოყვარეობას, შუღლს თესავს და შთაა¬გო¬ნებს, - თა¬ვი და¬ხა¬რა დაღონებულმა ლექსომ.
- სწორედ ისეთი ადამიანების სიმრავლე იხსნის ახლაც დედამიწას, როგორიც თევ¬დო¬¬რე მღვდელი იყო... - ცისა შეჩერდა, დაფიქრდა და უცებ წამოფრინდა, - გი¬¬და, ისტო¬რი¬ის ეს მონაკვეთი შენი თვალით იხილო? 
- როგორ?! განა ესეც შესაძლებელია?! - მართლა ძალიან გაუკვირდა ლექსოს.
ცისამ არაფერი უპასუხა, ხელი ჩასჭიდა და ჰაერში აიტაცა.
თბილისს რომ გას¬¬¬ნენ, ლექ¬სომ მცხეთის შუაგულში მოკიაფე შუქი შენიშნა. ეს არც მზის ათინათი იყო და არც ელექ¬¬ტრონათურა. სვეტიცხოვლის ტაძრის მიდა¬მო¬ებში საოცარი ნათება მიწის წია¬¬¬ღიდან ამოდიოდა.
- საკვირველია, ცისა, რამდენჯერ ვყოფილვარ მცხეთაში, მაგრამ ასეთი რამ არასდ¬როს მინახავს!
`ნეტავ საიდან ბრწყინდება
ეს სხივი საოცარიო?!
მზენათელ ქართულ მიწასა,
ღმერთო, დასწერე ჯვარიო! -
ლოცვასავით აღმოხდა ლექსოს.
- მას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაინახავს, ლექსო. ამას ჩემი დახმარებით ხე¬დავ. ეს დიდი ძალაა საქართველოსთვის და მას თვალის ჩინივით მოფრთხილება სჭი¬¬დება.
- მგონი, ვხვდები, ცისა! - შეჰყვირა უცებ ლექსომ, - აქ ხომ უფლის კვართია სი¬¬დო¬ნი¬¬¬თან ერთად დამარხული, ალბათ, სწორედ მისგან მოდის ასეთი ზე¬ბუ¬ნე¬¬რი¬ვი ნათება!
ლექსოს სიხარულით გული აუჩქარდა.
ცისამ გაუღიმა, ხელი ჩასჭიდა და სწორედ იმ მიმართულებით გააქროლა, სა¬¬¬დაც სა¬¬¬კუ¬ნეების წინ ოსმალთა უზარმაზარ ლაშქარს ერთმა ქართველმა გლეხმა თავ¬¬¬ზა აუბ¬ნია, მისმა თავგანწირვამ კი ქართველებს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ ეყა¬რათ ჯავრი მტერზე.
    ქართლის სოფლებს რომ მიუახლოვდნენ, ცისას ზებუნებრივი ძალით, ცისა¬¬ტყე¬ლას მსგავს შარავანდედში მოექცნენ, შემდეგ წამიერად თოვლისფერმა ნისლმა მოი¬¬ვა თვა¬¬¬სა¬¬¬წიერი და უეცრად დანახულმა ლექსო გააოცა - ის ზე¬ვი¬დან დაჰყურე¬¬და ქარ¬თული სო¬¬¬¬¬¬ლე¬¬¬ბის იავარ¬¬¬ნას, გადაწვა-განადგურებას. გა¬¬ავებული მტრის რამ¬დე¬ნი¬მეათასიანი ლა¬¬ქა¬რი კი ქართლის გზებზე ისე მიიკლაკ¬ნე¬ბო¬და, როგორც უზა¬¬მა¬ზა¬რი სისხ¬ლისმ¬სმე-ლი ურჩხული.
საქართველოს გადარჩენისთვის მხურვალედ მლოცველი, უფლის ჯვარცმის წინ ძირს გართხმული თევდორე ტაძარში შემოღწეულმა ცეცხლის კვამლმა, თანასოფლე¬¬¬¬თა მოთ¬¬ქმა-გოდებამ და ცხენების თქარათქურმა გამოაფხიზლა, სასწრაფოდ გა¬მო¬ვა¬¬¬რდა ტა¬¬¬რი¬დან და ეზოში მიგდებულ ცულს წამოავლო ხელი. ამ ერთი ცულით რას გა¬¬¬დე¬ბო¬და სო¬¬ფე¬ლში ჭიანჭველებივით მოდებულ ამდენ ურჯულოსთან, მაგრამ გუ¬ლმა ტაძარში აღარ დააყენა, ანაფორის კალთები აიკეცა და სირბილით დაუყვა ბი¬ლიკს უკვე ნასოფ¬ლა¬¬რისკენ. ნანახით გამწარებულმა და ჯავრით გულგასიებულმა ვერც კი შენიშნა, რო¬გორ აღმოჩნდა ქართველთა სისხლით ჟინდაუმცხრალი ოსმა¬ლე¬ბის ხელში. არ შემ¬¬¬¬¬თა¬ლა, პირჯვარი გადაიწერა და შებრძოლება სცადა. ახალგაზრდა იყო, ძალაც შე¬¬¬¬წე¬¬¬¬და, მა¬¬რამ მტრის რამდენიმე მეომარს არ გას¬ჭი¬¬ვე¬ბია, უამრავი ცინიკუ¬რად ახა¬¬ხარებული ოსმალოს გარემოცვაში მარტოდმარტო მოხ¬ვე¬დრილი, თითქმის უიარაღო მღვდლის გათოკვა.
- სწორედ შენ გვჭირდები, - დამტვრეული ქართულით მიმართა სიბრაზისგან გა¬ლუ¬¬¬¬ჯე¬ბულ თევდორეს ერთმა ოსმალომ, - ცხირეთისკენ უნდა წაგვიძღვე! - უბრ¬ძა¬ნა და მათ¬რა¬ხიც გადაუჭირა.
დიდმა სულიერმა მწუხარებამ ფიზიკური ტკივილი ვერც კი აგრძნობინა, არც დაუ¬¬¬¬¬ნე¬სია, მხოლოდ გაავებული თვალებით გახედა მტერს და არაფერი თქვა. ისევ შემოჰ¬¬რეს მათ¬¬რახი, ახლა ორმაგი სიძლიერით. წაბორძიკდა და მუხლზე დაეცა. არც ახლა და¬¬¬¬ნესია, ცას ახედა და ფიქრში ღმერთს შეევედრა:
- უფალო, შემინდე მე ცოდვილს!.. უფალო, მიჩვენე გზა ხსნისა!.. - საკუთარი თავი არ ადარდებდა, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხსნის გზას ეძებდა.
უეცრად გონება გაუნათდა, მიხვდა - დიდი, უზომოდ დიდი საქმის გაკეთება შეეძ¬ლო სა¬¬¬ქა¬რთველოსთვის, სულიერი სიმშვიდე და სიმტკიცე იგრძნო, ფეხ¬ზე წა¬¬¬¬¬¬¬მო¬¬დგა და მიღებული გადაწყვეტილებით აელვარებული თვალები მოავ¬ლო ურიცხვ მტერს. `ბევრნი ხართ, მაგრამ მაინც გაგჟლეტენ ქართველები~, - გაი¬ფი¬¬რა, ხმამაღლა კი:
- გიჩვენებთ ცხირეთის გზას... წავიდეთ!.. - თქვა და ნელი ნაბიჯით დაიძრა. ურდოც აგორდა და ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალი ხმლების ჩხარაჩხურით მიჰყვა.
თევდორე დაფიქრებული მიუძღოდა მშობლიურ მიწაზე მტერს და აქამდე განუც¬დე¬¬ლი ჟრჟოლვა-ტკივილით ათვალიერებდა ყოველ კუთხე-კუნჭულს. თითქოს ახლა აეხილა თვალი: რა ლამაზი ყოფილა ყველაფერი, როგორ უხვად მოუცია ღმერთს ცაც და მიწაც, მთაც და ბა¬რიც, მზეც და ნათელიც, რა საამურად გალობენ ჩიტები, როგორ მოხდენი¬ლად დაფარ¬ფა¬ტე¬ბენ პეპლები, აი, მტრისგან ჯერ კიდევ გაუთელავი მინდვრის ყვავილე¬ბი - ყველაფერი სიცოცხლეს შეჰხარის, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი მოაბიჯებს ზან¬¬ზარით, სისხლი¬¬ფერ ოხშივარადენილი.
`არა, მტერი სიჭა¬¬ბით ვერ გვაჯობებს... ჩვენი იარაღი მომაკვდინებელია, ყველა¬¬რის დამმარცხებელი... ჩვე¬ნი იარაღი სიყვარულია - ჩვენ ჩვენს მიწას ვიცავთ, ჩვენს მო¬მა¬ვალს, ჩვენს წილ ნათე¬¬¬სა და მზეს... სხვისი არაფერი გვინდა, რაცა გვაქვს, იმით ვხარობთ...
გვედრებ უფალო! დაიფარე საქართველო ბოროტთაგან!.. დაე, იყოს ნება შენი!... მიიღე სული ჩემი საქართველოსთვის შეწირულ ზვარაკად... არ მეშინია, არ მეშინია, არ მეშინია!..~ - დედო-ზარივით დაიგუგუნა ამ სიტყვებმა თევდორეს გონებაში და მეტი შემა¬¬¬თე¬¬ბა და მხნეობა იგრძნო. იცოდა, სიკვდილს ერთი ნაბიჯიღა აშორებდა, მა¬¬რამ შიშს საე¬¬¬თოდ არ გრძნობდა. ის სავსე იყო სიცოცხლით. თითქოს მრავალი წე¬ლი ეცოცხლა და მისი მისია დაემთავრებინა.
- გმადლობ, უფალო, განსაცდელი რომ მომივლინე და ამ განსაცდელით სული ჩემი იხსენი!.. - ხმამაღლა ფიქრი გამოუვიდა ახალგაზრდა მღვდელს და ორივე მუხ¬¬ზე ჩაიჩოქა. მაშინვე მათრახის მწვავე სისინი შემოესმა და გაუსაძლისი წვა იგრძნო ბე¬ჭე¬¬სა და კისერზე.
- რატომ გაჩერდი?.. კიდევ შორსაა ცხირეთამდე?! - ისევ დამტვრეული ქართუ¬ლით ჩაი¬¬რი¬ალა მის ყურთან ოსმალომ. თევდორემ გზაჯვარედინს გახედა. ცხირეთის გზა მარ¬¬ცხ¬ნივ იჭრებოდა, მან მარჯვნივ გადაუხვია.
- კიდევ დიდხანს გატარებთ... სანამ გონს მოხვალთ, მეფე გაიგებს მტრის შემოს¬ვლას და საკადრისად გაგიმასპინძლდებათ... ოჰ, როგორ მინდა თქვენი ამოძუებული კუ¬დის დანახვა!.. - თევდორეს ბრძო¬ლის ჟინმა თვალებში ცეცხლი დაუნთო, ერთი კი გაიბ¬რძოლა, მაგრამ საგულდაგულოდ იყო გათოკილი და მხოლოდ მუშტებად შეკ¬რუ¬ლი ხელებიღა შერჩა ზურგსუკან.
მიდიოდა და მიჰყავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის გასანადგურებლად მო¬¬¬¬¬სუ¬¬ლი მტერი. არ იცოდა, სა¬¬და¬მდე ივლიდა, როდის მოვიდოდა გონს და როდის მი¬¬¬¬¬დე¬¬¬¬ბოდა სისხლისმსმელი ურჩ¬ხუ¬¬ლი, მოტყუებული რომ იყო. მთავარი, რაც ჩაი¬ფი¬¬რა, თი¬¬¬¬ქმის შეასრულა, ახლა დრო უნდა მოეგო და კიდევ უფრო შორს გაეტყუებინა მტე¬¬რი, რომ ქართველებს მათი განად¬გუ¬რების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მისცე-მო¬დათ.
დიდხანს იარეს. ბრძოლით, სიცხითა და შეუსვენებელი სიარულით დაღლილი ოს¬მა¬¬¬ლები ნელ-ნელა გონს მოდიოდნენ და რაღაცას  ეჭვობდნენ.
- სად არის ცხირეთი?.. არა მგონია, ასე შორს იყოს... - თოკის მოქაჩვით შეაჩერა და შემო¬აბრუნა თევდორე ისევ იმ ოსმალომ, თვალებმოწკურულმა მათრახის ტარის ნიკაპ¬ზე მიბჯენით თავი ააწევინა და - სად არის ცხირეთი?!. - დაიღრიალა.
- იქ, სადაც უნდა იყოს!.. - გამარჯვებული იერითა და უკვე სულიერი სიმშვიდით ჩაი¬¬ღიმილა მღვდელმა და მშობლიურ ველ-მინდვრებს, ალბათ, უკანასკნელად გახედა. იქვე, სულ ახლოს, მოგოგმანე მწყერს მოდარაჯე ქორი დააცხრა მოულოდნელად, კლა¬¬¬¬¬ჭებში მოიქცია და გაიტაცა. თევდორეს იმ ბინდისფერი მწყერივით შეუფ¬რთ¬ხია¬¬¬და გუ¬ლი და თვალები დახუჭა. არ უნდოდა დაენახა გააფთრებული მტრის სახე და მის თა¬ვზე აღმართული, მზეზე ალაპლაპებული მახვილი.
- უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!.. - მოასწრო თევ¬დო¬¬რემ ჩაჩურჩულება და ძლიერად მოქნეული ბასრპირიანი ხმალიც დაეშვა მისი თავისკენ.
`სანამ თევდორე მტრის ლაშქარს სხვა გზით მიუძღოდა, მეფე ლუარსაბმა არა მა¬¬¬¬ტო მტრის შემოსვლა შეიტყო, ციხეში გამაგრება და ჯარის შეკრებაც მოასწრო: მე¬¬ზო¬¬¬ბე¬ლი სოფლებიდან ოთხასამდე მეომარი შეგროვდა, მეფის ჯარს რამდენიმე თა¬ვა¬¬დიც შეუ¬ერ¬¬¬და, ერთობლივი ძალით კი ქართველებმა მოულოდნელად შეუ¬ტიეს გზააბ¬ნეუ¬¬სა და დაქანცულ მტერს...~
- და კუდით ქვა ასროლინეს... - სიცილ-წკრიალით დაამ¬თა¬¬რა ცისამ, ლექსომ კი იმედიანად ჩაიღიღინა:
`არასდროს შეშინებულა ქართველთა ჯიში-გვარიო,
ნანგრევზე კვლავ აღუმართავთ სახლ-კარი და ტაძარიო,
სიმღერით კვლავ დაუწურავთ მტევანი საოცარიო,
ქართველებს მუდამ ფარავდათ ქრისტეს მადლი და ჯვარიო!~
მეგობრები ისევ ოთახში ისხდნენ და ისევ `საქართველოს ისტორიას~ ჩაჰკირ¬კი¬ტე¬¬¬¬დნენ. ისტორია კი გრძელდებოდა, იწერებოდა და იკითხებოდა ბევრი ტკივილით, ცო¬¬ტა სიხა¬რუ¬ლით, მაგრამ სიცოცხლით - სიყვარულის ძალით გამარჯვებული სიცოცხლით.
                      
                            *  *  *

იცნობთ სიდონიასა და უფლის კვართის ისტორიას?
საქართველოს ისტორიიდან, თევდორე მღვდლის გარდა, კიდევ რომელ სახე¬ლოვან ადამიანს იცნობთ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქართველი იყო და არა მეფე?
რა გრძნობამ დააძლევინა თევდორეს სიკვდილის შიში?
რა მოხდებოდა, თევდორეს მტრის ჯარისთვის კვალი რომ არ აებნია?