THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ერთ შორეულ გალაქტიკაში

 მანანა წერეთელი



`ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ

 და ლანძღვას ლანძღვისა წილ, პირიქით,

აკურთხეთ, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ~ (პეტრე, 3,9)

- ლექსო, იცი, დედამიწის მსგავსი პლანეტა კიდევ არსებობს ერთ შორეულ გა¬ლა¬¬¬ტი¬¬კა¬ში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ მოლაპარაკე ცხოველები და ფრინ¬ვე¬ლე¬ბი სახ¬¬ლო¬¬ბენ, - უთხრა ერთ კვირა დღეს მათემატიკის მწვანე წიგნზე შემომჯდარმა, თვალ¬ება¬¬¬¬¬ციმ¬ცი¬მე¬¬ბულმა, ზურმუხტისფრად აელვარებულმა ცისამ ლექსოს.
ლექსოს ცნობისმოყვარეობისგან თვალები გაუფართოვდა.
- რა საინტერესოა!.. შეიძლება, მაჩვენო?
- რატომაც არა!
ცისამ ხელი ჩასჭიდა პატარა მეგობარს და ზევით გააქროლა.
- ერთი პატარა ვარსკვლავი ბევრ საოცრებას გვანახებს. მას ვარსო ჰქვია და ისე¬¬¬¬ვე ეს¬¬მის ყველაფერი, როგორც ჩვენ, ოღონდ ვერ ლაპარაკობს. ნახავ, რა ლამა¬ზია! - ზარების საამო წკრიალით უხსნიდა მოციმციმე ფერია ლექსოს.
ღრუბლებს რომ ასცდნენ, ლექსოს საო¬ცა¬¬¬მა სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა, მწველ სი¬¬ნა¬თლეს ვერ გაუძლო და თვალ¬დახუ¬ჭუ¬ლი მიჰყვა ცისას. ძალიან მალე ცნობისმო¬¬¬¬¬¬რე¬ობამ სძლია, თვალები ოდ¬ნავ გაახილა და გაო¬ცებისგან სიხარულის შეძახილი ამ¬¬¬¬და. მათ წინ, სულ ახლოს, პატა¬რა მნათობი ეკი¬და ცაში, კაშკაშა და თბილი კომეტა - ხომალდი ვარსო. მას არც კარი ჰქონდა, არც სარკმელი, მაგრამ მე¬გო¬ბრებს არ გასჭირვებიათ მასში შესვლა. ცი¬¬სა ოდნავ შეეხო თუ არა ვარსოს, ისი¬ნი ხო¬მალდში აღმოჩნდნენ. აქ ლექსოს, ცისას დაუხმარებლად, თავი¬სუფლად შე¬¬¬¬ლო ემოძრავა. მან თვალი მოავლო კომეტას, იგი ბრო¬ლის წახნაგებიან ძვირ¬ფას კუბს ჰგა¬ვდა, კედ¬ლე¬ბი გამჭვირვალე ჰქონდა, საიდანაც გარე სამ¬¬ყაროს დანახ¬ვა შეიძ¬ლებოდა.
როგორც კი შეფრინდნენ ხომალდში, იგი საოცარი სიჩქარით დაიძრა და უსას¬რუ¬¬¬ლო¬ბაში შთაინთქა.
ლექსო გულაფართხალებული გასცქეროდა საში¬ნე¬ლი სისწრაფით უკან მოტო¬ვებულ ციურ სხეულებს. ისეთი სიჩქარით მიჰქროდნენ, შეუძლებე¬ლი იყო ცალკეული პლანეტისა თუ ვარსკვლავის დაკვირვება, მაგრამ ლექსოს არც თვალი ეღ¬¬¬ლე¬¬ბოდა და არც მათი თუნდაც უეცარი გაელვების დანახვა სწყინდებოდა.
დედამიწა უკვე პატარა ბურთივით მოჩანდა, როცა ცისამ განათებული პლანეტა დაანახა ლექსოს.
- ეს ვენერაა, დედამიწაზე გაცილებით თბილი პლანეტა. ის, დედამიწასთან შედა¬რე¬ბით, უფრო ახლოსაა მზესთან, ამიტომ მასზე მეტი სითბო და სინათლეა. მაგრამ ამჯერად ჩვენ სრულიად საპირისპირო მხარეს მივქრივართ...
პატარა მეგობარმა დედამიწის მარცხნივ გაახედა ლექსო. უამრავ ვარსკვლავს შორის რამდენიმე პლანეტა მოჩანდა.
- ამ პლანეტებს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მარსია, მაგრამ ის უფ¬რო შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწა, ამიტომ მასზე გაცილებით ნაკლები სითბო და სინათლეა. მარსის უკან ცივი პლანეტებია - იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი.
- ისინი ძალიან შორს არიან მზისგან, ალბათ, იქ წელიწადის ყველა დრო ზამთარი იქნება, - ისე ჩაილაპარაკა ლექსომ, რომ პლანეტებისთვის თვალი არ მოუცილებია.
- სამაგიეროდ, მზესთან ძალიან ახლოს არის მერკური და იქ წელიწადის ყველა დრო ზაფხულია, - გაუღიმა ცისამ, - მაგრამ მხოლოდ იმ ნახევარში, რომელიც მზისკენ არის მიქცეული. რადგან მეორე ნახევარს მზის სხივები ვეღარ ეფინება, იქ მუდამ წყვდიადია...
- რატომ? ეს პლანეტა, დედამიწის მსგავსად, არ ბრუნავს თავისი ღერძისა და მზის გარშემო?
- ყოჩაღ! - მოუწონა გამჭრიახობა ცისამ, - მერკურის ბრუნვის დრო თავისი ღერ¬ძისა და მზის ირგვლივ ერთი და იგივეა, ამიტომ ის მუდამ ერთი და იმავე ნახევრით არის შებრუ¬ნე¬ბული მზისკენ... უფრო დაწვრილებით სკოლაში ისწავლით...
ლექსო, ეს მზის სისტემაა, ჩვენ კი სულ სხვა სისტემისკენ მივფრინავთ. ასეთი სისტემა ცის უსაზღვროებაში ძა¬ლიან ბევრია.
- მზის სისტემაში უფრო მეტი პლანეტა რომ ყოფილა? დანარჩენები?..
- მე ის ძირითადი პლანეტები დაგანახე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად იცნობენ დედამი¬წე¬¬¬ლები, დანარჩენებსაც ნელ-ნელა გაგაცნობ.
ლექსომ ვერ გაარკვია, რამდენ ხანს მიფრინავდნენ. ბოლოს ერთ პლანეტას მი¬¬ახ¬ლო¬¬დნენ და პატარა დედამიწელმა დაინახა თავისი პლანეტის ორეული - ისე¬თი¬ვე წყლიანი და ხმელეთიანი, მუქღრუბლიანი, უდაბნოებითა და თოვლიან-ყინულიანი ჩრდი¬¬ლოეთ-სამხრეთით. განსხვავება, ერთი შეხედვით, არ შეიმჩნეოდა. მხოლოდ მიახლოების დროს შენიშნა ლექსომ, რომ დედამიწის ორეულზე წყალი მეტი იყო, მიწა - ნაკლები.
- ჩვენ უხილავი ვიქნებით, ლექსო, არაფრის შეგეშინდეს! - გააფრთხილა ცისამ, - და იცოდე, შენ მათ ენას გაიგებ.
რა თქმა უნდა, აქ ქალაქებს ვერ ნახავდით, შესაბამისად - ვერც შენობებსა და სახლებს. იყო ტყე¬¬ები, მინდვრები, მთები, ზღვები და ოკეანეები. იყვნენ ცხოველები და ფრინველები, ქვეწარ¬მავ¬ლე¬ბი, უძველესი ხანის გიგანტური რეპტილიები და თევზები - რა თქმა უნდა, ადამია¬ნების გარეშე.
ცისა ლექსოს ერთი დიდი კონტინენტისკენ მიაქროლებდა.
ერთი ტყის პირას, დიდი მუხის ქვეშ შეისვენეს. წყნარი, მზიანი დღე იდგა. ცას მხო¬ლოდ აქა-იქ შერჩენოდა ქულა ღრუბელი. მინდორში გაშლილ ყვავილებს ნელი სიო დანანავებდა ფრთაჭრელი პეპელასავით. ლექსო მთლიანად მინებდა ბუნების სიმ¬¬ვი¬დეს და, მუხის ფესვებზე ჩამომჯდარი, ნეტარებით უსმენდა ათასგვარი ფრინველის ჟივ¬ჟივსა და გალობას.
უეცრად ტყეში უცნაური შრიალი გაისმა. ხეები აკვნესდნენ, ფრინველები აწიოკ¬¬ნენ, ქვეწარმავლები გესლიანად ასისინდნენ. `ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად!~ - ისმოდა ყველა მხრიდან. ლექსომ შეშფოთებით მიმოიხედა და ცისას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. ცისა ერთ ადგილს მიშტერებოდა და ლექსოსაც იმ მხარეს მიანიშნებდა. ტყიდან უზარმაზარი ტირანოზავრი გამოვიდა ტოტების ლაწალუწით და მათკენ დაიძრა.
- არ შეგეშინდეს, ის ჩვენ ვერ გვხედავს! - შეახსენა ცისამ ფერდაკარგულ ლექსოს და გაუღიმა.   
უკანა ძლიერ ფეხებზე შემდგარი ტირანოზავრი ნელა მოიწევდა მათკენ, მის ყო¬ველ ნაბიჯზე კი მიწას ზანზარი გაჰქონდა.
- რამხელაა! - განცვიფრდა ლექსო.
- ის ყველაზე საშინელი მტაცებელი ცხოველი იყო დედამიწაზე. თქვენთან ტირა¬ნო¬¬ზა¬¬¬რი თუ სხვა ნებისმიერი გიგანტური რეპტილია დიდი ხანია გადაშენდა. აქ კი, სამ¬ყა¬რო¬ში რაც ცხოველსა და ფრინველს უარსებია, ყველა სახეობაა და ყველა თავის გადარ¬ჩე¬ნი¬¬თვის იბრძვის. მოდი, მივყვეთ ამ ბოროტ მბრძანებელს და ვნახოთ, რო¬გორ ცხოვ¬რობს ის.
ტირანოზავრის თითო ნაბიჯის სიგრძე ოთხი მეტრი იქნებოდა და თუმცა უკანა ფეხებ¬ზე სირბილიც მშვენივრად შეეძლო, მაინც არ ჩქარობდა, მიდამოს სისხლ¬ძა¬¬ღვებით დასერილი ბოროტი თვალებით ზვე¬რავ¬და, ცხადი იყო, საკბილოს ეძებდა. მი¬სი უზარმაზარი ტანი, საშინელ ყბებში ჩალაგე¬ბუ-ლი ბასრი კბილები, რქოვანი ჯავშ¬ნით და¬¬ფარული ტანი და, რაც მთავარია, მტაცებ¬ლუ¬რი, დაუნდობელი გული პლანეტაზე მბრძა¬¬ნებლობის ყველა უფლებას ანიჭებდა... და მბრძა¬ნე¬¬¬ლობდა კიდეც! მისი არათუ დამ¬-მარცხებელი, წინააღმდეგობის გაწევის გამბე¬და¬ვიც კი ვერ მოიძებნებოდა ამ უზა¬¬მა¬ზარ პლანეტაზე.
უცებ ფრთების ძლიერი შრიალისა და გამყინავი წივილის ხმამ გაკვეთა ჰაერი, რამაც ტირანოზავრი მკვეთრად შეაჩერა. მან, მისი უზარმაზარი აღნაგობისთვის შეუფერებელი სისწრაფით ასწია თავი და ფრინველს გახედა. ეს იყო ყველაზე დიდი ფრი¬ნველი, რომელიც კი ლექსოს ენახა.
- ეს უძველესი ხანის ფრინველია, რომელსაც ადამიანები მფრინავი ხვლიკის სა¬ხე¬¬ლით იცნობენ, მეცნიერები კი პტერანოდონს უწოდებენ. დააკვირდი, ლექსო, ხვლი¬კის გარ¬და, კიდევ რომელ ცხოველს მოგაგონებს?
- მგონი, ღამურას ჰგავს... ჰო, ჰო, უზარმაზარი ღამურას მახინჯი ასლია! - მიგ¬ნე¬ბამ გაახარა ლექსო.
ფრინველმა ფრთების ტყლაშუნით კიდევ ერთი წრე შეკრა ტირანოზავრის თავზე და წივილით ჩამოსძახა:
- ძმობილო, აქვე ახლოს ისეთი საკბილოა, შვილებს კარგად გამოვკვებავთ!
- საით? - თვალების ბრიალით ასძახა ტირანოზავრმა.
- გაგიძღვები, თუ ჩემთვისაც გაირჯები.
ტირანოზავრმა კარგად იცოდა, პტერანოდონს მიწაზე ნადირობა უჭირდა, მხო¬ლოდ ჯო¬გი¬დან მოშორებულ ცხოველს თუ მოიხელთებდა, რაც ძალიან იშვიათად ხდე¬¬¬ბოდა. ფრი¬¬¬ველისთვის შეუფერებლად მოუქნელი და მძიმე სხეულის გამო, მას მი¬¬¬წიდან აფ¬რენა უჭი¬რდა. იმ შემთხვევაში, როცა ტირა¬ნო¬-ზავრი მისთვის ირჯებოდა, არც ის რჩე¬¬ბო¬და ვალში, მაგ¬რამ მისი მოპოვებული ნადავლი გაცილებით მცირე ულუ¬¬¬ფა იყო, არც ერთს არ ჰყოფნიდა. ამი¬ტომ სთხოვდა ასე ხშირად დახმარებას ტი¬რა¬ნო¬ზავრს, თუმცა ნადი¬რო¬¬ბაში თავისი წვლი¬ლი მაინც შეჰქონდა. ის ზევიდან დიდ ფა¬¬თობს ზვერავდა და ტირა¬¬¬ნოზავრს წინასწარ აც¬ნო¬ბებდა საკბილოს მოახლოებას, რაც წარმატებული ნადი¬რო¬¬ბის გარანტია იყო. თუმცა ტირა¬¬ნო¬ზავრი ხშირად ეშმა¬კო¬¬და - ნადირობისას თვი¬თონ კა¬¬¬¬¬გად დანაყ¬რდე¬ბო¬და, მას კი ნარჩენებს უტოვებდა.
- თანახმა ვარ! - დაცინვამ გაიჟღერა ტირანოზავრის ხმაში.
მფრინავ ხვლიკს ყურადღება არ მიუქცევია, იქნებ შეჩვეული იყო კიდეც მის მე¬დი¬¬¬დუ¬რო¬ბას და იმ მიმართულებით გაფრინდა, საითაც მარტორქების ჯოგი ეგუ¬ლე¬ბო¬და. უკანა ძლიერ ფეხებზე შემდგარი ტირანოზავრიც სირბილით მიჰყვა.
კლდის იქით, რამდენიმე მარტორქა ნელა მოიზლაზნებოდა ტყისკენ. საფრთხეს ვერ გრძნო¬¬დნენ და არ ჩქარობდნენ. ტირანოზავრი კლდეს ამოეფარა და შეიცადა, სანამ მარ¬¬ტო¬რქები მის სამალავს მოუახლოვდებოდნენ. მფრინავი ხვლიკიც კლდის წვერზე ჩამო¬ჯდა და გაიტრუნა. დარწმუნებული იყო, მისმა ძმობილმა იცოდა თავისი საქ¬მე.
მართ¬ლაც, კლდის სამალავიდან უეცრად გამოვარდნილი ტირანოზავრი ეცა ერთ მარ¬ტო¬რქას და თავის უზარმაზარ ყბებში მოიქცია, ერთბაშად უნდოდა მისი გადასანსვლა, მაგრამ იმის შიშით, დანარჩენები ტყეში შემასწრებენო, გამოფატრული ნადავლი იქვე დააგდო და დამფრთხალ ნადირს გამოედევნა.
- მე არ დაგავიწყდე, ძმობილო! - შეახსენა მფრინავმა ხვლიკმა და მის რბოლას მიჰ¬ყვა. მარ¬ტორქები გარბოდნენ, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ლო¬-დებს აწყ¬დე¬ბოდნენ, იქცეოდნენ, დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ. სიხარბემ ტირანო¬ზა¬¬რი დააბ¬რმა¬ვა, კლდის ქიმს შეეჯახა და ჩამოცვენილმა ლოდებმა წუთიერად შეატორტმანა, უზარ¬მაზარი სხე¬¬ლის წონას¬წო¬¬რობის აღდგენა გაუჭირდა და როცა გაიმართა, მარ¬ტო¬¬¬ქები უკვე აღარ ჩან¬დნენ, ტყისთვის შეეფარებინათ თავი. რადგან ტყეში სირბილი კი არა, სიარუ¬ლიც უჭი¬¬¬¬და, მიხვდა, გამოდევნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ მობ¬რუნ¬და და თა¬ვის ნა¬დავლს მია¬შუ¬რა. მაგრამ აქაც მოტყუვდა. მარტორქის ლეში მფრინავ ხვლიკს დაეთ¬რია და თავისი ბუდი¬სკენ მიაქროლებდა.
- ჰმ!.. `მე არ დაგავიწყდე, ძმობილო!~ - ბოროტად გამოაჯავრა მფრინავ ხვლიკს ტი¬რა¬¬¬¬ნო¬¬ზავრმა და კბილების ღრჭიალით დაუმატა, - არ დამავიწყდები `ძმობილო!~ მოგაგნებ და!...
გულაღრენილი ტირანოზავრი იმ მხარეს გაემართა, საითაც ფრინველი გაფ¬რინ¬და მი¬სი მოპოვებული ნადავლით. დიდხანს იარა, დიდხანს ირბინა, ისე მოინდომა, რო¬გორც არა¬¬¬¬დროს, სიმაღლეებსაც კი არ შეუშინდა და მაინც მიაგნო მფრინავი ხვლი¬კის საბუ¬დარს.
უზა¬¬¬მაზარ ბუდეში ერთი კვერცხი იდო და ერთი მართვე იჯდა, იქვე კი მარტო¬¬ქის და¬კო¬¬¬¬¬ტნილი ძვლები ეყარა. კარგად დანაყრებულ მართვეს ნის-კა¬რტი ფრთის ქვეშ ამო¬¬ედო და ტკბილად ეძინა. ტირანოზავრის ნაბიჯებისგან გამო¬¬ვე¬ულმა ზანზარმა დააფრთხო, მაგ¬¬¬¬¬რამ სხეულს ვერ მოერია, ტანი ვერ აითრია, ერთი კი შეფართხალდა და რომ მიხვდა, ვერ¬¬¬სად გაიქცეოდა, აცახცახებულმა თავი ისევ ფრთის ქვეშ შერგო.
ტირანოზავრმა ყუ¬რა¬¬¬¬ღებით დაზვერა იქაურობა. პტერანოდონი არ¬სად ჩანდა, ეტყო¬ბოდა, თვითონ კარგად ვერ დანაყრდა და ისევ საკბილოს მოსა-პო¬ვე¬¬ლად იყო წასული.
- ძალიან კარგი!... - ჩაიფრუტუნა ტირანოზავრმა, წინა ფეხით კვერცხი ჯერ ჩატეხა, შე¬¬დეგ მთიდან ხრამში გადააგდო, მოფართხალე მართვეს პირი დაავლო და დაგო¬რე¬ბულ ლოდებზე ხტომით თავქვე დაეშვა.
მის პატარასაც ხომ არაფერი ეჭამა მთელი დღე და ვინ იცის, როგორი იმედით ელოდა მშობელს.
მზე ჩადიოდა, ტირანოზავრმა მთის ძირს რომ მიაღწია. შიმშილისაგან აწრია¬ლე¬ბულ¬ მის ნაშიერს შორს წასვლა ვერ გაებედა, იქვე დაძრწოდა ღმუილით. ტირანო¬ზავრმა მას პირდაპირ დაღებულ, განიერ ყბებში ჩაუგდო მკვდარი მართვე და თვითონაც იქვე ჩა¬¬¬¬ჩოქა. დღეს მშიერი დარჩა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა სანადიროდ გასვლას, რადგან უკ¬ვე ღამ¬დე¬ბოდა, თან ალღო კარნახობდა, რომ მისი ვერაგობა უპასუხოდ არ დარჩებოდა.
მართლაც, მალე ფრთების ძლიერი ტყლაშუნი შემოესმა და ფე¬ხე¬¬¬ზე წამოი¬მართა, საბრძოლველად მოემზადა, თან პატარა ტირანოზავრს მოფარებული ადგილისკენ ცხვი¬¬რით უბი¬ძგა.
- ეს რა ჰქენი, ტირანო, ეს იყო ჩვენი მეგობრობა?! - გაავებით ჩამოსძახა ფრინველმა.
- შენ რომ ნანადირევი მომპარე და მშიერი დამტოვე! - დაუღრინა ტირანოზავრმა, - არც შენ გცოდნია მეგობრობა!
- მთელი დღე არაფერი გვეჭამა მე და ჩემს მართვეს. ვიფიქრე, შენ კიდევ მოინა¬დი¬¬რე¬¬¬დი და ის პირველი ნანადირევი იმიტომ წავიღე... მე ვერ შემწვდი და მართვეზე იყა¬რე ჯავრი?! მახინჯი ურჩხული ყოფილხარ და არ ვიცოდი!..
მფრინავმა ხვლიკმა გაავებული წივილით ისე ახლოს ჩაუქროლა ტირანოზავრს, რომ კინაღამ მის დაღებულ ხახაში მოხვდა. აშკარა იყო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძო¬ლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ტირანოზავრმა კბილის გაკვრა მოასწრო და ცალი ფრთა დაუზიანა.
ტკივილმა ფრინველი უფრო გაამწარა, ძალ-ღონე მოიკრიბა, ხერხი იხ¬მა¬რა და ტირა¬ნოზავრის შემოსაბრუნებლად საპირისპირო მხარეს გაფრინდა. ტირა-ნო¬ზა¬ვრი მოტ¬ყუვ¬და, შვილს რამდენიმე ნაბიჯით დასცილდა და ფრინველისკენ შებ¬რუნდა. მფრი¬ნავმა ხვლი¬¬¬მა წრე შეკრა, უეცრად საშინელი წივილით მობრუნდა, პა¬ტა¬რა რეპ¬ტი¬ლი¬ისკენ ისა¬რი¬¬ვით დაეშვა, კლანჭებში მოიქცია და ჰაერში აიტაცა.
ეს მისგან იმ¬დე¬ნად მოულოდნელი იყო, ტირანოზავრი წამიერად გაოცდა, მაგრამ მალე მოეგო გონს და გაავებულ ფრინველს, თვითონაც გაავებული, უზარმაზარი ნახტო¬მე¬ბით გამოედევნა.
- დაჭრილი ხარ, შორს ვერ წახვალ, მოგიხელთებ და გაგსრეს! ¬- გაბო-რო¬ტე¬ბუ¬ლი ცხო¬ვე¬¬ლი მუქარით ღრიალებდა და ქოშინით მისდევდა მფრინავ ხვლიკს, დრო¬და¬¬რო ჰაე¬რში აღ¬მუვ¬ლებულ ნაშიერს გახედავდა და თავს იმით ინუგეშებდა, რომ დაჭ¬რი¬ლი ფრი¬ნველი ნელ-ნელა სისხლისგან დაიცლებოდა, ძალა გამოელეოდა და სადმე ჩამოვარდებოდა.
უკვე კარგად შებინდდა. სავსე მთვარემ დღესავით გაანათა ხმელეთი და ტალღებაქოჩრილი ოკეანე. სწორედ აზვირთებული ოკეანისკენ მიფრი¬ნა¬¬¬და ფრი¬¬¬ვე¬¬ლი, თუმცა უკვე ეტყობოდა დაღლა, ნელ-ნელა დაბლა იწევდა. ტირა-ნო¬ზა¬¬ვრი რამ¬დე¬¬¬ჯე¬¬¬მე ახტა, შეეცადა კბილებში მოეგდო მტერი, მაგრამ ვერ შესწვდა. ფრი¬¬ნველს მაღალი მთებისკენ მიჰყავდა აღმუვლებული პატარა და მათ გამოდევ¬ნე¬ბუ¬ლი გონდა¬კარ¬გუ¬ლი ცხოველი. ტირანოზავრს სიმაღლეზე ასვლა უჭირდა, ამიტომ სირ¬ბილი ვეღარ შეძ¬ლო და ჩამორჩა, თუმცა თვალი არ მოუშორებია და დაინახა, როგორ შეისვენა მთის წვერზე ბასრ კლანჭებში ნადავლმოქცეულმა ფრინველმა. პატარა ტირანოზავრს ისე ძლი-ერად ჰქონდა შემოჭერილი მტრის კლანჭები, რომ სუნთქვა უჭირდა და ნელ-ნელა სულს ღაფავდა.
ტირანოზავრი თავს არ ზოგავდა, ნელა, მაგრამ თავგანწირვით მიიწევდა მაღლა. მისი მძიმე ნაბიჯების ქვეშ მიწა იშლებოდა და ლოდები ცვიოდა. ფრინველი თითქოს უცდიდა, აფრენას არ ჩქარობდა და პატარა ტირანოზავრს უფრო და უფრო უჭერდა კლანჭებს. ახლა მისი ღმუილი კი არა, ხრიალიღა ისმოდა.
ტირანოზავრმა, როგორც იქნა, მიაღწია მთის წვერს. მფრინავი ხვლიკი იმ ლოდ¬ზე იჯდა, რომლის ქვეშ ციცაბო კლდე ჩაშლილიყო, კლდის ძირს კი ოკეანის ტალ¬ღები ეხეთ¬ქე¬ბოდა. ტირანოზავრი შეჩერდა, მიხვდა, ზღვაში გადაგდებას უპირებდა მის ნაშიერს მტე¬რი. ფეხის გადადგმას ვეღარ ბედავდა, რადგან, მართალია, დასუ¬¬ტე¬ბულ, მაგრამ კარგად დასვენებულ ფრინველს ერთი ფრთის შემოკვრით მაინც შეე¬¬ლო აფრენა და განზრა¬ხუ¬ლის სისრულეში მოყვანა.
- დაანებე თავი, გაუშვი კლანჭები, ხომ ხედავ, ვეღარ სუნთქავს! - თვალები ბოროტად დააკვესა ტირანოზავრმა და ფრინველს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- მეც ეგ მინდა, რომ აღარ ისუნთქოს, ჩემი მართვე ამას არ შეაჭამე? - ტირანო¬ზავრის მოახლოება არ გამოპარვია მფრინავ ხვლიკს და თავდასხმისთვის მოემზადა, ფრთე¬¬ბი შემართა.
- გაჩერდი!.. - დაუღრიალა გაავებულმა ცხოველმა, მაგრამ რომ მიხვდა, გაბ¬რა¬ზე¬¬ბით ვერას გახდებოდა, დათმობა ამჯობინა.
- რა გინდა, რას მთხოვ იმის სანაცვლოდ, რომ ჩემს პატარას თავი დაანებო?
- ჩემს მართვეს და ჩემს კვერცხს, რომლიდანაც სულ მალე მეორე უნდა დაბადე¬ბუ¬ლი¬¬ყო... დამიბრუნებ?
- ეგ შენც იცი, რომ აღარ შემიძლია, - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტირანოზავ¬¬მა. ახლა ერთი ნახტომიღა დარჩენოდა და ფრინველს კბილებში მოიქცევდა... ემზა¬დე¬ბოდა კიდეც ნახტომისთვის.
არც მფრინავი ხვლიკი იყო უყურადღებოდ. ის სწორედ ამ ნახტომს ელოდა, ამიტომ ფრთები გაშალა და გასაფრენად შეიმართა.
- ჰოდა, სწორედ ამიტომ შენი ნაშიერიც მოკვდება!
ფრინველის აფრენა და ტირანოზავრის ნახტომი ერთდროულად მოხდა. გაავე¬ბუ¬ლი ცხოველი კბილებით მისწვდა ფრინველის ფრთას, მაგრამ ისეთი დიდი ნახტომი გამოუ¬ვი¬და, რომ მიწაზე ფეხი ვეღარ მოიკიდა, აფართხალებული ფრინველი კი დაითრია, მაგრამ მის კლანჭებში უკვე მოგუდული პატარა ვერ დააგდებინა და მისმა სიმძიმემ სამივე ოკეა¬ნის¬კენ ტყვიასავით დააქანა.
მთის მწვერვალიდან გადმოცვენილები და ერთმანეთს ჩაფრენილები რამდენიმე წუთში ოკეანემ შთანთქა.
ცისამ ლექსოს გახედა და პატარა დედამიწელის დიდ, შავ თვალებში კრიალა სევ¬და და სინანული ამოიკითხა. წამიერად მის თვალებშიც გაიელვა ლექსოს განწ¬ყო¬ბამ, მაგ¬რამ მხოლოდ წამიერად, შემდეგ როგორც სჩვეოდა, თვალებმოჭუტვითა და კუ¬ლუ¬ლე¬ბის წკრიალით გარშემო შემოუფრინა:
- გინდა, უფრო პატარა არსებების ცხოვრებაც ვნახოთ?
- არა! - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ლექსომ, - ნამდვილად არ მინდა, რადგან ვიცი, მათთანაც ასეთი დაუნდობელი ბრძოლა იქნება არსებობისთვის...
`როცა ასეთი ლამაზი არის მთა, ტყე და ველიო,
ცხოველს მზე უყვარს, ჩიტს - ზეცა, ფუტკარს - ყვავილის წვენიო...
ნეტავ, რად არის ქვეყანა მაინც სასტიკი, ბნელიო?!
რად ებრძვის ერთი მეორეს, რად არის მისი მტერიო?!~ -
სევდიანი თვალები მიაპყრო ლექსომ ცისას და თავი ჩაღუნა.



აქ წარმოდგენილი უძველესი ხანის ცხოველების გარდა, კიდევ რომელს იცნობთ?
დამნაშავე იყო თუ არა პტერანოდონი?
როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ტირანოზავრი, რომ ასეთ განსაცდელში არ ჩავარდნილიყო?
როგორ ფიქრობთ, რამ გააბოროტა ასე ტირანოზავრი?
თქვენი ფანტაზიით, როგორ აარიდებდით მათ ამ ტრაგიკულ დასასრულს?