THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვასილ გულეური Vasil Guleuri

ვასილ გულეური


დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი.
სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში – “ახალი ეპოქა”, “გორი”, “ახალი ქართული გაზეთი”, “24 საათი”, “ხალხის გაზეთი”, “ომეგა”.
გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი).
თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში.
საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – “დილა”, “აი ია”, “ბაბილინა”.
2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმა “საბავშვო ბაღი” მიიღო ლიტერატურულ კონკურს “წეროს” მეორე პრემია (ფარმაცევტული კომპანია GPჩ-ს და ინტერნეტ-პორტალი ლიტერატურა.გე-ს ერთობლივი პროექტი).
 არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი: “მელაკუდას მაღაზია” (2007, “დიოგენე”), “ჩიტის მოტანილი ამბები” (2008, “დიოგენე”), “საბავშვო ლექსები” (2009, GPჩ), “ხუთი ამბავი ლექსად” (2009, “სეზანი”).

დოდო ხიმშიაშვილი

ქეთევან ჭილაშვილი

დავიბადე 1921 წლის 26 მარტს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში, 1938 წელს დავამთავრე თბილისის მე-18 შრომის სკოლა და სწავლა გავაგრძელე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1942 წელს დავასრულე.
1951 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი მოთხრობა "და-ძმა" ჟურნალ "დილაში". პირველი წიგნი “პატარა მეგობრებს” გამოიცა 1953 წელს (საბლიტგამი). მას მერე ვეწევი ლიტერატურულ საქმიანობას. ვთანამშრომლობ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული მაქვს ოცზე მეტი საბავშვო მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული. “ნაკადულმა~ გამოსცა: ”მარცვალა და ხარსთვალა”, “დიდი ხუთიანი”, “სკოლის ჭიშკარტან”, “ეკიპაჟი კისკისა”, “გზა მშვიდობისა” და სხვა. ვეწეოდი მტარგმნელობით საქმიანობასაც: ვთარგმნე ვიეტნამური მოთხრობები “სანუს ტყე”, “წინანდლის მფლობელი”, (რუსულიდან), უკრაინულიზღაპრები, აზერბაიჯანელი ავტორების მოტხრობები და სხვა. ჩემი პიესები იდგმებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: “აცა და ბაცა”, “იავნანამ რა ჰქმნა”(ი.გოგებაშვილის მიხედვით).
წლების განმავლობაში ვიყავი მწერალტა კავშირის საბავშვო სექციის თავმჯდომარე, კონსულტანტი.
1945 წელს მოვეკიდე ოჯახს. ჩემი მეუღლე ვახტანგ ჭილაშვილი, პროფესიით ვეტექიმი იყო. შეგვეძინა ორ ქალიშვილი: მარინე და დარეჯანი. მყავს ერთ შვილიშვილი, ვატო ჭილაშვილი.
შეძლებისდაგვარად კვლავ ვცდილობ ვიყო ლიტერატურული ცხოვრების თვალის მიმდევნი და ახალი შემოქმედებითი წარმატების მოსურნე.

თამრი ფხაკაძე Tamry Phakadze

დაიბადა თბილისში. 1957 წელს, 28 ივლისს.

1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი.
1979 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: «დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება».
2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.
არის რამდენიმე სალიტერატურო პრემიის, მათ შორის ლიტერატურული პრემია «საბას” ლაურეატი.
წიგნები:

2003წ. - «სანამ დაგვიძახებენ» - გამომცემლობა «დიოგენე» - (პროზაული კრებული) - მიიღო სალიტერატურო პრემია «საბა».
2005 წ. - «(შ)ორი მე» - «დიოგენე» - (რომანი)
2006 წ. - «ვნებანი» «პალიტრა-L» - (პრზაული კრებული)
2007წ. - «გაფრენა» - გამომცემლობა «აბული» - (პიესა)
2007წ. - «ჩვენ სამნი და ანგელოზი» - «ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა» - (რომანი)
2009წ. - რომანი «ცV» (გამომცემლობა «შემეცნება»)
ამავე დროს, წერს საბავშვო ნაწარმოებებს.
2006 წელს თოჯინების აკადემიურმა თეატრმა დადგა მისი პიესა «ხავსისქუდას ოინები»
2007 წელს გამომცემლობამ «პალიტრა-L» გამოსცა თამრი ფხაკაძის საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული «ხაჭაპური».

გამოუცემელია მისი 4 საბავშვო წიგნი.





გია ქარჩხაძის გამომცემლობა

მისამართი: კოსტავას 46/50
ტელ: 98-78-04


ნატო დავითაშვილი

როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან


სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი წიგნი, გაიგე შერისხულ მგლისთავიანთა ამბავი, ჩასწვდი სველთვალებიანი ნიღბის საიდუმლოს და მონაწილეობა მიიღე არნახულ ომში, სადაც ადამიანები, ცხოველები და ხეები გვერდიგვერდ იბრძვიან. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ის ერთადერთი წამი დადგება, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან.


ფრენკ ბაუმი


ოზის ჯადოქარი



 
პატარა გოგონას, დოროთის, სახლს ციკლონი შორეულ ქვეყანაში გადააფრენს. აქ ცხოველები ადამიანურად ლაპარაკობენ, ადამიანები კი ცოტათი უცნაურები არიან. დოროთისთან ერთად დაუმეგობრდი ჩალით გამოტენილ საფრთხობელას, რკინის ტყეკაფიას, უზარმაზარ ლომს და მათთან ერთად ყვითელი აგურის გზით გაემართე ზურმუხტქალაქის დიდი ჯადოქრისაკენ, რომელსაც ყველა სურვილის ასრულება შეუძლია.




ბერძნული მითები

ბერძნული მითები გასაოცარ ამბავთა კრებულია. აქ შეხვდებით მამაც გმირებს, საშინელ ურჩხულებს, ძლევამოსილ ღმერთებსა და ქალღმერთებს, დიად ბრძოლებსა თუ თავგადასავლებს. ამ წიგნში ყველაფერი ისეა მოთხრობილი, რომ პატარა ბავშვებმაც კი მოისმინონ და გაიგონ, ხოლო შედარებით მოზრდილებმა სიამოვნებით წაიკითხონ. ეს წიგნი, რომელიც ლინდა ედვარსის მშვენიერი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ინტერესისა და სიამოვნების წყაროდ იქცევა მთელი თქვენი ოჯახისათვის.



საბავშვო ბიბლია
 წიგნში მოთხრობილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამბები ძველი და ახალი აღთქმიდან. ტრადიციული ტექსტიდან გადახვევის გარეშე, ეს ამბები ბავშვებისთვის ნათლად და გასაგებადაა მოწოდებული. ეს წიგნი ინტერესისა და სიამოვნების წყაროდ იქცევა თქვენს ოჯახებში, ხოლო პატარა მკითხველებსა და მსმენელებს მეგზურობას გაუწევს ბიბლიური სიბრძნის შეცნობის გზაზე.

ფერიების ზღაპრები

ამ მშვენიერ წიგნს ერთხელ რომ წაიკითხავთ, შემდეგ კვლავ და კვლავ მიუბრუნდებით. აქ თქვენ შეხვდებით ტრადიციულსა თუ თანამედროვე ზღაპრებს, რომლებიც სტივენ კორთრაითის მშვენიერი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ზღაპრები ისეა შერჩეული და მოთხრობილი, რომ ბავშვებმა სიამოვნებით წაიკითხონ და გაიგონ, ხოლო შედარებით პატარებმა ხალისით მოისმინონ.






ძილისპირული ზღაპრები

ამ მშვენიერ წიგნს ერთხელ რომ წაიკითხავთ, შემდეგ კვლავ და კვლავ მიუბრუნდებით. აქ თქვენ შეხვდებით ტრადიციულსა თუ თანამედროვე ზღაპრებს, რომლებიც სტივენ კორთრაითის მშვენიერი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ზღაპრები ისეა შერჩეული და მოთხრობილი, რომ ბავშვებმა სიამოვნებით წაიკითხონ და გაიგონ, ხოლო შედარებით პატარებმა ხალისით მოისმინონ.






 


ეზოპეს იგავები

ორი ათასზე მეტი წლის წინ საბერძნეთში ცხოვრობდა მწერალი ეზოპე, რომელიც განთქმული იყო თავისი მშვენიერი, ბრძნული იგავებით - სიბრძნის მარგალიტებითა და ცხოვრებისეული გაკვეთილებით აღსავსე ამბებით. ეს იგავები დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც ოდესღაც. გსმენიათ, როგორ გადაარჩინა თაგვმა ლომი? როგორ აჯობა კუმ კურდღელს სირბილში? ან როგორ იცეკვა აქლემმა? გადაშალეთ ეს წიგნი და დატკბით ძველ ბერძენი მეიგავის - ეზოპეს - ამ და სხვა, არანაკლებ მშვენიერი ზღაპრებით.



 

ინდური ზღაპრები და ლეგენდები



წიგნში შეკრებილი ტრადიციული ინდური ზღაპრები ათასობით წელს ითვლის, თუმცა ზუსტად არავინ იცის, როდის გაჩნდა პირველად. სიყვარულის, სიმამაცის, ჯადოსნიბის, სიბრძნისა და სირიყვის ეს ამბები ზეპირად გადადიოდა თაობიდან თაობაში და ერთნაირად ხიბლავდა დიდებსა და პატარებს. შეაბიჯე ღმერთების, მაიმუნების, მეომრების, ათთავა ურჩხულებისა და გონიერი ცხოველების სამყაროში და გაიგე, რა საოცარი ამბები გადახდათ თავს ამ წიგნში, რომელიც თვალწარმტაცად მოგვითხრობს ტრადიციულ ინდურ თქმულებებს.





კონკია



ეს წიგნები განკუთვნილია ბავშვებისათვის, რომლებიც იწყებენ კითხვას. სადა, თანამედროვე და დახვეწილი ენა ბავშვს კითხვისათვის განაწყობს, ხოლო შესანიშნავი ილუსტრაციები მას სიტყვების მნიშვნელობისა და სიღრმის ამოცნობაში ეხმარება.











მძინარე მზეთუნახავი

ეს წიგნები განკუთვნილია ბავშვებისათვის, რომლებიც იწყებენ კითხვას. სადა, თანამედროვე და დახვეწილი ენა ბავშვს კითხვისათვის განაწყობს, ხოლო შესანიშნავი ილუსტრაციები მას სიტყვების მნიშვნელობისა და სიღრმის ამოცნობაში ეხმარება.

















                                                                         მართა და სამი დათვი
ეს წიგნები განკუთვნილია ბავშვებისათვის, რომლებიც იწყებენ კითხვას. სადა, თანამედროვე და დახვეწილი ენა ბავშვს კითხვისათვის განაწყობს, ხოლო შესანიშნავი ილუსტრაციები მას სიტყვების მნიშვნელობისა და სიღრმის ამოცნობაში ეხმარება.
















                                                                          სამი გოჭი
ეს წიგნები განკუთვნილია ბავშვებისათვის, რომლებიც იწყებენ კითხვას. სადა, თანამედროვე და დახვეწილი ენა ბავშვს კითხვისათვის განაწყობს, ხოლო შესანიშნავი ილუსტრაციები მას სიტყვების მნიშვნელობისა და სიღრმის ამოცნობაში ეხმარება.












რუმპელსტილტსიკინის ამბავი

ეს წიგნები განკუთვნილია ბავშვებისათვის, რომლებიც იწყებენ კითხვას. სადა, თანამედროვე და დახვეწილი ენა ბავშვს კითხვისათვის განაწყობს, ხოლო შესანიშნავი ილუსტრაციები მას სიტყვების მნიშვნელობისა და სიღრმის ამოცნობაში ეხმარება.













ვაჟა ხორნაული

ლუსილუსიდან წიკო-მიკომდე

გიორგი კილაძე



ინტერვიუ მარიამ წიკლაურთან მომზადდა და დაიბეჭდა ,,ებლიტფოს" (ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი) ბეჭდვით გამოცემაში "თაობები", 2007 წელს.


-მარიამ, თქვენთან საუბარს ლიტერატურაზე, საბავშვო ლიტერატურით დავიწყებდი და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ?



- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, ბედისწერით ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ლიტერატურის ამ დარგთან. როგორც ამბობენ ჩემი ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებს ბავშვებზე და მოხუცებზე განსაკუთრებული ზრუნვის მისია აქვთ თურმე დაკისრებული და არ ვიცი ამის გამოა მართლა, თუ სხვა მიზეზით. საბავშვო ლიტერატურაში მუშაობაც გარკვეულწილად ამ ნიშანს ატარებს. ისე კი, ახლა საუბრისას დავფიქრდი,რომ ჩემი ზოდიაქო ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ, საპირისპირო ასპარეზს სთავაზობს ადამიანს და მართლაც, მაქვს სრულიად განსხვავებული პროფესია და საქმიანობის სფერო და ამ სფეროშიც სრულიად განსხვავებული ჟანრობრივი მიმართულება ანუ საბავშვო და სადიდო ლიტერატურა. გვარიც კი ორი მაქვს, სასაცილოა, მაგრამ ფაქტია (თუმცა ამას საპატიო მიზეზი მოეპოვება) ისე კი იმდენად დიდი და საოცარი სიტყვაა ,,ლიტერატურა,, კიდეც მერიდება მკითხველისათვის ამ სფეროში მოღვაწე ადამიანად თავის წარდგენა.



-და მაინც ამ ორიდან ერთ-ერთს აუცილებლად ექნება უფრო მნიშვნელოვანი ადგილი…



- რა გითხრათ, ბავშვობიდან ვწერდი და არასოდეს არაფერი არ მიმიტანია დასაბეჭდად. რატომღაც, ყველაფერს საგულდაგულოდ ვმალავდი (რამდენიმე განდობილი მეგობარი კი მყავდა) და სწორედ ერთ-ერთ მათგანსს უნდა ვუმადლოდე, რომ ყველაფერი შემინახა, და მერე, როცა დიდი გავიზარდე, დედა გავხდი და `საბავშვოს~ წერასაც შევუდექი, ისე მოხდა, რომ პირველი თვითგამოცემა საბავშვო კრებული გავაკეთე. მერე უცებ დავბეჭდე ყველაფერი, გამოვეცი საბავშვო და სადიდო კრებულები, ვიმუშავე გამომცემლობის რედაქტორად, ვმუშაობ რადიოშიც, ვბეჭდავ პუბლიკაციებს, მომიწია საბავშვო ალმანახის რედაქტორობა და ეს ყველაფერი ისე უცებ და ქარიშხალივით დამატყდა თავს, მეშინია, ასევე უცებ არ დამთავრდეს ყველაფერი…
თითქოს ჩემი არსებობა ახლა ამ წელთაღრიცხვით მუშაობს და აღარც კი მახსოვს,რომ იქამდე ვიკლევდი ჰაერის, წყლის და ნიადაგის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვასწავლიდი ქიმიას, ვკერავდი ძალიან მძიმე წლებში, ვქსოვდი, სიამოვნებით ვართობდი კორპუსის ბავშვებს უტრანსპორტობის და უშუქობის დროს საოჯახო წარმოდგენებით, საკვირაო სკოლით… ასე რომ პროფესიონალი ლიტერატორი არ გახლავართ, სამწუხაროდ. მაგრამ ლიტერატურა და სიტყვიერება, იმდენად დემოკრატიულია, იმდენად ჩემთვის გენეტიკურიცაა, რომ სიამოვნებად და წყალობად ვთვლი ნებისმიერ ჟანრში თუ კი მოვახერხებ, რაიმე ღირებულის შექმნას გზადაგზა გამოჩნდება, ჩემი ჩარევის გარეშეც, რომელი იქნება უფრო მნიშვნელოვანი. ალბათ მაინც ის, რომელშიც მეტ სიახლეს და ინდივიდუალურობას შევთავაზებ განებივრებულ მკითხველს და რომელსაც უკეთ შეფუთავს საგამომცემლო ბიზნესი, რომელთანაც ჩემდა სამარცხვინოდ და გასაკვირად, დღემდე ვერ ავაწყვე ურთიერთობა. ამ მხრივ კი შანსები საბავშვოს მეტი აქვს, ვნახოთ…



-და რით განსხვავდება მაინც ლიტერატურის ეს ორი დარგი?



ბავშვებისათვის წერამ ერთ რამეში დამარწმუნა:…მას მართლა სჭირდება ბუნებრივი და განსაკუთრებული უნარის ფლობა, რომელიც ან გაქვს ან არა. და თუ კი გაქვს ეს უნარი, უნდა ჩაეჭიდო მას და არაფერში გაცვალო. დიდებისთვის, მით უფრო დღეს ყველაფრის შეთავაზება შეგიძლია,ბავშვებისათვის კი აბა, გაბედე და ნახე. თანაც ერთი ფანტასტიური რამ აღმოვაჩინე: საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში, სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა. სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო…ანუ ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია და ფსიქოლოგიურადაც,სულიერადაც ფანტასტიურად გრძნობს თავს. საბავშვო ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორც სადიდო. ძველ შუმერებთანაც კი აღმოაჩინეს პერსონაჟი, მაიმუნი ლუსილუსი, ძალიან სასაცილო ვინმე. ცუდი ისაა, რომ ლიტერატურის მნიშვნელობა ან მართლა მცირდება ან ფუფუნებად იქცევა და ჯერ ვერ გამირკვევია,რა ხდება..







-თუ ასეთი შესანიშნავია ეს საბავშვო მწერლობა, რაღატომ დგას ამდენი პრობლემის წინაშე?



- საბავშვოს წინაშე მდგარი პრობლემები აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებისაა. არსებობს საბავშვო მწერლის, საბავშვო გამომცემლის, საბავშვოს მკითხველის და ა. შ. პრობლემები. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მე მწერლის გადასახედიდან გეტყოდით. საბავშვო მწერლობის განსავითარებლად (გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა ეპოქა, დრო, ათასწლეული თუ საუკუნე, მენტალიტეტი, იდეოლოგია, ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და პედაგოგიური მიდგომები), არაფერი ხდება. საბავშვო ლიტერატურა და საბავშვო წიგნი, აღმოჩნდა მხოლოდ საგამომცემლო ბიზნესის შემოსავლის წყარო. დრო რაღაც სასიკეთოს აუცილებლად მოიტანს, მაგრამ თუ დავაჩქარებთ, უკეთესი იქნება. გამომცემლები, მეტ-ნაკლებად, ალთას არიან და მწერლები _ ბალთას. ჯერ ისიც კი ვერ მოხერხდა, ერთი მუშა შეხვედრა ითავოს ვინმე მადლიანმა და ელემენტარულად ეს ხალხი, ანუ თანამედროვე ახალი თუ ძველი მწერლები და გამომცემლები ერთმანეთს შეახვედროს, დაალაპარაკოს, დააფიქროს, დააჯეროს რომ ისინი უერთმანეთოდ შორს ვერ წავლენ. ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ (უტრირებულად ვამბობ). შეიძლება უხერხული იყოს ამის თქმა, მაგრამ წიგნის ბიზნესით (ამბიციებისა და სახსრების ფლობის გამო) ისეთი ადამიანებიც არიან დაკავებულნი, რომელნიც არ იცნობენ ლიტერატურას და მწერლებს, არ აქვთ ამ სფეროს შესახებ წარმოდგენა და არც სურვილი ამის ცოდნისა. სახელმწიფო სტრუქტურები ამ სფეროში არ ერევიან, ვითომ. არადა, ძალიან ცუდად ერევიან, ძალიან ფეხმოკიდებულია ან ასე ჩანს სნობური, ნაცნობური, კლანური და სამწუხაროდ პარტიული ინტერესები და დამოკიდებულებებიც კი. სად არის კონკურსები საბავშვო ლიტერატურაში, სად არის თემატური კონკურსები, რომ მოვთქვამთ, თანამედროვე მოზარდზე არაფერი იწერებაო?სად არის პრემიები, სად არის ჰონორარები? აბა ისე, ხელისშეწყობა დღეს რას ჰქვია, ჩემსავით გამოსაცემი წიგნები რომ უდევთ ჩემს კოლეგებს და გამომცემლები კი აინუნშიც არ გვაგდებენ? თუ უჰონორაროდ და უხელფასოდ რომ მუშაობ და ბეჭდავ, თუ საკუთარი თანხით გამოცემულ წიგნს რომ მაღაზია არ გიდებს დახლზე და რომ დადოს, მაინცადამაინც სააგენტოს მეშვეობით უნდა შეიტანო, რომ ფასი კიდევ გაიზარდოს და იმანაც ისარგებლოს, ვისაც თითი თითზე არ დაუდევს შენი წიგნის გამოცემაში და მაღალი სასტამბო ფასის გარდა კიდევ 40%+ 40%მომატებული ფასი უხდება წიგნს. თუ რეცენზიას ან კრიტიკულ წერილს არავინ დაწერს, რომ საზოგადოებას წარუდგინოს შენი ნამუშევარ, თუ იმ რეცენზენტს მერკანტილური მოსაზრებებით არ დააინტერესებ ან არ გამოუცემ რამეს, ან არ გადაუხდი პირადად? ესაა ნორმალური და ეს მოანდომებს ვინმეს ამ სფეროში მოღვაწეობას? სხვისი დაწერილი ლექსებით სავსე კრებულებს რომ სცემენ სტამბის მესაკუთრეები და მათი ცოლები ან სოლიდური გამომცემლები და სხვის საკუთარს ისაკუთრებენ, ძველ ავტორთა უკვე პოპულარულ გვარებს რომ იყენებენ რეკლამირებისთვის, ახლებმა რა ქნან, სიკვდილს ელოდონ? ერთი კარგი სასამართლო პროცესი საავტორო უფლებების დარღვევისათვის და უმალ დაამუხრუჭებდნენ ეს ადამიანები,…მაგრამ რას იზამ, დღეს იმათი დროა და მაინც მჯერა ნიჭიერება რომ იმარჯვებს და სანთელ-საკმეველი თავის გზას რომ არ კარგავს. უმთავრესი პრობლემა მაინც საზოგადოების სულიერი და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. თორემ, თუ კეთილი ნება იქნება და პოლიტიკას არ გადაგვაყოლეს, მწამს ეს პრობლემები მოგვარდება, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც.
ბოდიში ჩემი ტონისთვის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და მე მხოლოდ ფაქტები მალაპარაკებს.



- დავიჯერო, არავინ აპროტესტებს?



-არ ვიცი, მე პირადად არ ვერიდები ამ საკითხებზე ლაპარაკს, რადგან მგონია, რომ საუბრითაც შეიძლება საზოგადოებრივი აზრის გამოფხიზლება და სასიკეთო ზეგავლენა და იმასაც ვხვდები, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. რადიო ,,ივერიაში,, აგერ ერთი წელია, რაც საბავშვო ლიტერატურის წინაშე მდგარ პრობლემებზე ვსაუბრობთ,არ ვფიქრობ, რომ უშედეგოდ.…ჯერ-ჯერობით ტელესივრცე ვერ დავაინტერესეთ, ამ საკითხებზე თოქ-შოუ გაიმართოს და ვნახოთ. კონკრეტულ საქმეებსაც ვაკეთებთ მეგობრებთან ერთად. ჩვენს საზოგადოებაში სნობური დამოკიდებულებები ბევრ რამეს წყვეტს, თანაც ვინც უკვე ტელეფეისია და ვისაც ამაზე ხელი ადვილად მიუწვდება, ის თავად არა არის ამ სფეროთი დაკავებული და დიდად არ აინტერესებს, თორემ უჩვენოდაც მოახერხებდა.



- თქვენ რას იტყოდით თანამედროვე მწერლობაში ქალის როლზე და მნიშვნელობაზე, მათ შორის საბავშვოში?



- ქალის წილი შემოქმედებაში, მცირე არასოდეს ყოფილა და მით უფრო დღეს,მაგრამ მამაკაცთა უპირატესობას სრულიად სხვა ფენომენი განსაზღვრავს, რომელთაგან ბევრი ყოველთვის დარჩება გამნსაზღვრელ ფაქტორად.. ნიჭიერებას არ ვგულისხმობ. საქართველოს მაგალითზე კი ერთი რამ უნდა ვთქვა:: მამაკაცები უფრო ადვილად ახერხებდნენ ერთმანეთის მიმართ თანადგომას და კეთილგანწყობის მოპოვებას თუნდაც ჭიქა ღვინოზე, პურმარილზე და ასეთი მამაკაცური რამეებით, ქალები კი ასეთ რაღაცეებში ყოველთვის ჩამორჩებიან და მათზეც ნაკლებია საუბარი და წერილები და ა. შ. ანუ პირადი ფაქტორი ბევრ რამეს განსაზღვრავს და ამის პოტენცია მამაკაცს მეტი აქვს, თუმცა ქალებსაც არანაკლები…საბავშვოში ჩემთვის ქართველებიდან, ქალთა შორის, იდეალია მაყვალა მრევლიშვილი,მაგრამ მაინც პირველმა მან ვერ მიიღო რუსთაველის პრემია, რადგან ქალი იყო და თანამდებობრივად არაფერს წარმოადგენდა. თანამდებობებსაც მამაკაცები უფრო იკავებდნენ და რომ გადაიკითხავ კრიტიკულ წერილებს თუნდაც საბავშვო ლიტერატურაში, აშკარად ჩანს თანამდებობრივი იერარქიათა ურთიერთმიმართება. დღეს ეს ბალანსი უფრო გაწონასწორებული მეჩვენება. სამაგიეროდ, დღეს აღარ არსებობს შეფასებითი მაღალპროფესიული კრიტერიუმები და ის, რაც არსებობს, არა თანამდებობრივი ფაქტორითაა განსაზღვრული, არამედ უფრო პირადი ნაცნობ-მეგობრობით. არავინაა იმის გამკითხავი ვინ რას წერს, თუნდაც საბავშვოში, რას იმეორებს, რას იპარავს ქართველი თუ უცხოელი ავტორიდან ან ფოლკლორიდან ურცხვად, რა სიახლეს გვთავაზობს… ეს კი ცუდია. საბავშვოსაც სჭირდება შეფასება. ჩვენ პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ბევრ პრობლემას ესეც განაპირობებს.



-მძიმე სურათი დაგვიხატეთ მარიამ და ნუთუ მართლა ასე რთულადაა ყველაფერი?



-იცით, რომ იტყვი და გააშიშვლებ პრობლემას, მწამს მას უფრო ადვილად მოერევი და დაძლევ.ნამდვილად არ მიხარია რომ ასეთ პასუხებს გაძლევთ, მაგრამ აღიარებული დამალულს ყოველთვის ჯაბნის,.მე შეგნებულად არ მოვახდინე პერსონიფიცირება იმათი, ვინც დგას ამის უკან,მაგრამ იქნებ თავიანთი თავი დაინახონ და თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. არც მსაჯულად გამოვდგები, მე უფრო ჩემი და ჩემი კოლეგების გულისტკივილი გაგიზიარეთ.



- თქვენს შემოქმედებაზე კი არაფერი გითქვამთ...



- არაუშავს, მომავლისთვის იყოს. საინტერესო ის უფრო იქნება, შემოქმედებაზე სხვამ ილაპარაკოს. მხოლოდ წიგნებს დავასახელებ: ,,დედის ნამღერი ლექსი”, ,,შეხვედრა”, ,,წიკო-მიკო”, ,,შემომძახიან ლექსები”, ,,ბრანდი-ბრუნდი”, ,,საალილო,, ,,ნისლის ფრთას გავშლი,,. აქედან სამი სადიდოა, ოთხი საბავშვო. მიუხედავად დიდი პრობლემებისა, სიხარულიც დიდი მოუტანიათ ჩემთვის (შეიძლება დაუმსახურებელიც)



-"ებლიტფოს" რას უსურვებთ?



- ბევრ კარგ მკითხველს, ავტორს და ბეჭდურ გამოცემებს. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს,მით უფრო ახალა, როცა ასე ცოტა ჟურნალ-გაზეთი გამოდის. ამკვიდრებს სიახლესაც, რადგან ინტერნეტ სივრცეშიაც კი ლიტერატურულ ცხოვრებას თავისი ფაქიზი დამოკიდებულებები ესაჭიროება და ,,ებლიტფო,, ამასაც ახერხებს, მაგრამ უმთავრესი სხვა რამ არის: ადამიანური ურთიერთობების ხიბლი,რომელიც ვირტუალურ სივრცეშიაც კი უმთავრესია და რომელიც აქ ყოველთვის იგრძნობა.



ახალი ავტორები

ქეთი დიდებულიძე

ჟურნალი "წიგნის სამყარო'', 2009წელი

რა შეიძლება უფრო კეთილი, წრფელი და მშვენიერი იყოს ამქვეყნად, ვიდრე ყრმობის წლებია, ფერადოვან ზმანებებად და სევდანარევ ღიმილად რომ თან დაგვყვება რუტინითა და სამყაროს სიშლეგით დაღლილ ადამიანებს. რა შეედრება იმ არაჩვეულებრივ განცდას, ჩვენი ბავშვობისდროინდელი, ზოგჯერ შელახული წიგნები რომ გვჩუქნიან... მავანი აღა გეურქასავით ხელს ჩაიქნევს, “ეჰა, მოგცლიათო”, ვინძლო ბანალურ სენტიმენტალობაშიც ჩამოგვართვან, მაგრამ სენტიმენტალიზმი იქით იყოს და ბავშვებისათვის უშურველად, ენთუზიაზმით მოღვაწეთ სახარბიელო ჟამი ნამდვილად არ უდგათ. მით უფრო, როცა საქმე საბავშვო მწერლებს ეხებათ.
ჰო, ეს წინა ნომერშიც ვთქვით, ახლაც ვიტყვით და მანამდე გამოვიტანთ ქვეყნიერების სააშკარაოზე, ვიდრე მართლა რამე არ გვეშველება და ვიდრე ჰოლივუდის რეჟისორებსა თუ ტოლკიენებს ვანდობთ საკუთარი პირმშოების გემოვნებასა და სულიერებას. ისე, სჯობს კათედრაზე ქადაგად დგომას თავი ვანებო და იმ ადამიანებს დავუბრუნდე, ვისაც ამ საქმისათვის, ხმამაღლა ნათქვამად ნუ მიიღებთ და, თავიც გაუწირავს.
ჟურნალის წინა ნომერში არაჩვეულებრივი ავტორის, მაკა მიქელაძისაგან შევიტყვეთ, რომ მშვენიერი ქალბატონები, მარიამ წიკლაური და ირმა მალაციძე “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ “ლიბოს” უშუალო მესვეურნი არიან და ბევრ კარგ რამესაც “სჩადიან” ყველაზე ცნობისმოწადინე მკითხველისათვის. ჩვენც არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და მარიამ წიკლაურს ვეწვიეთ იმად, რომ არაჩვეულებრივი ქართველი ავტორები უფრო ახლოდან გვეჩვენებინა და გაგვეცნო საზოგადოებისათვის და მათი ჭირ-ვარამიც გაგვენდო მკითხველისათვის.
“რამდენი კიბე უნდა გადააბა ერთმანეთზე, რომ ცას მისწვდე და ვარსკვლავები დაკრიფო? ბევრი, ძალიან ბევრი... ალბათ იმდენი, რამდენი ყვავილიც ხარობს, რამდენი ჩიტიც სტვენს, რამდენი წყაროც მოჩუხჩუხებს და რამდენი ბავშვიც ცხოვრობს ქვეყნად”- ამბობს მარიამ წიკლაური თავის უცნაურსახელწოდებიან ლექსთა წიგნში “ბრანდი-ბრუნდი” და თავის ლექსებს იმ წრფელ ადამიანებს უძღვნის, ვინც ამ უთვალავი კიბის ერთმანეთზე გადაბმა მოიწადინა და მართალია, ცის დასალიერამდე შორი, ჯერ კიდევ ძალიან შორი გზაა, მაგრამ ის მაინც ცდილობს ამ კიბეზე ასვლას, რომ საყვარელ ადამიანებს ზეცის უბიდან მოწყვეტილი ვარსკვლავები ჩამოუტანოს...
“ბრანდი-ბრუნდი” უამრავი პერსონაჟითაა დასახლებული. აქ დევებიც არიან, ოღონდ ეს ჩვენს ზღაპრებში დახატული გულბოროტი, ცხრათავიანი და ბანჯგვლიანი ბაყბაყები კი არ გეგონოთ. ისინი კეთილი და მხიარული დევები არიან. და(ახლა მათ სახელებს არ იკითხავთ? მელანია, მიგრი, ბაჭიჭაური, თადია, ანგელინა... მღერიან, ცეკვავენ, ვიოლინოსა და ჩელოზე უკრავენ, სკოლაშიც დადიან....
აღმოსავლეთ საქართველოს მთის ასულებს, მოგეხსენებათ, კალამიც უჭრით, ენაც და ჭკუაც. ჰოდა, ქალბატონმა მარიამმაც ხევსურეთის არაჩვეულებრივი მითოს-ფოლკლორის ანდრეზული პერსონაჟები თავის შემოქმედებაში მოიხმო, რომ პატარა მკითხველისათვის ყრმობიდანვე ახლობელი ყოფილიყო ყველაფერი მშობლიური. ვის ამბავს არ მოისმენთ ამ ფერადოვან წიგნში, რომელიც მხატვარ დალი მუხაძეს მართლაც ჯადოსნური ფარდაგისათვის დაუმსგავსებია.
მარიამ წიკლაური ყოველდღიურ ყოფას იუმორით უცქერის და მის სახუმარო ლექსებსაც თანამედროევობისათვის დამახასიათებელი ნიშნები აჩნევია:
ახტა-დახტა კალია,
მოცეკვავე ქალია,
რა იცეკვა?
რეპი,
თავს დაესხა რეტი..
მის ლექსებში კუები და კატუნები ჯიპებით და მობილებით დადიან, მხედველობადაქვეითებული ქედანი “ოფთალმიჯის” პაციენტია, დევები ღამით ტყის კლუბში რეპსა და როკ-ენ-როლს ცეკვავენ. ეჰ, რას იზამ, დრო თავის კალაპოტში მიედინება, მოგვიძველდა ტრაქტორები და ოქტომბრელობა, მაგრამ ახალი ავტორების მიღება მაინც უჭირს “წიგნის ბაზარს”. თუმცა მარიამი ამასაც იუმორით უყურებს და ჰყვება, როგორ ჰკითხა ერთხელ ერთმა გამყიდველმა, მის წიგნს რომ დახედა, მთელი სერიოზულობით: “აქედან შენ რომელი ხარო?” არადა, წიგნს ასე ეწრა “მარიამ წიკლაური-ძიძიგური, ბრანდი-ბრუნდი”
ისე, ხუმრობაგაშვებით, ქუდბედი დაჰყოლია ამ ჩვენს საბავშვო ლიტერატურას, ასეთი ავტორები რომ ჰყავს.
ხანგრძლივმა და საინტერესო მასლაათმა თითქმის ორი საათი სრულიად სამართლიანად მიიკუთვნა. პატარა დიქტოფონმაც უამრავი სატკივარი, კრძალული საყვედური და სათხოვარი დაიტია. მარიამი უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს თავის სფეროში, საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიას” ეთერში 3 წელია, რაც ლიტერატურული პროგრამების ფარგლებში გადაცემები მიჰყავს საბავშვო ლიტერატურის შესახებ, სადაც მრავალი საინტერესო სტუმარი და თემა იყო წარმოდგენილი: ავტორები, ლიტერატურათმცოდნეები, გამომცემლები და სხვა. მზად არის ყველა საკიტხზე გესაუბროს პირდაპირ, თამამად, მიკბ-მოკიბვის გარეშე.
მარიამ წიკლაური: ყველა გამომცემლობა, გარდა ზოგიერთი სპეციალიზებული-სა, ძირითადად საბავშვო წიგნებს ეყრდნობა. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში (თუ მსოფილო წიგნის ბიზნესში) ეს არის ძალზე მომგებიანი და აპრობირებული საქმე, რომელიც(რომელიც კი არა რაც) ჩვენმა თანამემამულე გამომცემლებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს და აქტიურად მოჰკიდეს ხელი. ბუნებრივია, დღეს არც ერთი საქმე კომერციის გარეშე არ არსებობს. მაგრამ წიგნი ხომ სულ სხვაა, ეს ხომ ბენზინისა და “კეტჩუპის” ბიზნესი არაა, მეყსეულ ფინანსურ უკუგებაზე რომ იფიქრო?
სამწუხარო ის არის, რომ საბავშვო წიგნსა და საბავშვო ლიტერატურას შორის წყალგამყოფი ხაზი ფაქტობრივად არ არსებობს. არადა, საბავშვო წიგნი სულ სხვა რამაა, რაც საკუთარ თავში აერთიანებს ბევრ ძალიან კარგ შემეცნებით გამოცემას - ენციკლოპედიებს, ლექსიკონებს, უბრალოდ, კარგად დასურათხატებულ თუ სათამაშო წიგნებს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ბავშვთა ასაკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბავშვო წიგნები მრავალგვარია. მე, როგორც ავტორს, და ყველა ჩემს კოლეგას, რომელნიც ცოცხალი ლიტერატურული პროცესის უშუალო ავტორები არიან და ქმნიან ლექსებს, პიესებს, ზღაპრებს, მოთხრობებს და იგავ-არაკებს პატარა მკითხველისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს პრეტენზიებსა და საყვედურს გამოვთქვამდე, მაგრამ გამომცემლები უპირატესად წიგნის ბაზრის დაკვეთაზე მუშაობენ. რასაკვირველია, გასაგებია მათი მდგომარეობა. ნაკლებად ცნობილი ავტორის გამოცემა და “გაპიარება”, ახალი საილუსტრაციო მასალებისა და მხატვრების მოზიდვა, ჰონორარების გაცემა რთულია და ფინანსურ რისკთანაა დაკავშირებული მაშინ, როდესაც ე.წ. “ქოფირაითის” მეშვეობით ისინი უკვე მზამზარეულ წიგნს იძენენ. დიდი ლოდინის და წვალების შემდგომ მოწყალებას ჩვენთვისაც გაიღებენ ხოლმე. რასაკვირველია, მწერალი ცდილობს, მსოფლიოს უამრავი ავტორის კონკურენციას გაუძლოს, ვინაიდან ქართული წიგნის ბაზარი აბსოლუტურად ღიაა უცხოური ლიტერატურისთვის, მეტიც, გაჯერებულია ამ ლიტერატურით. ვისურვებდი, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის, რომლის საგანძურში არაერთმა გენიალურმა საბავშვო ავტორმა შეიტანა თავისი წვლილი, უფრო ხშირად ეწყობოდეს ლიტერატურული კონკურსები და წესდებოდეს პრემიები ამ სფეროს წახალისებისთვის. მოხარულნი ვიქნებოდით, თუკი მოზრდილთათვის განკუთვნილი ლიტერატურული კონკურსების ორგანიზატორები ნომინაციათა გრძელ ნუსხაში საბავშვო წიგნის ერთ ნომინაციას მაინც ჩართავენ, როგორც მაგალითად, “გალამ” შარშან დააწესა საგანგებო ჯილდო საბავშვო ლიტერატურისათვის. პირველად ასეთი კონკურსი 1996 წელს ჩაატარა გამომცემლობა “დიოგენემ” პროზაში, შემდგომ 2004 წელს “დილამ” ჟურნალის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მას “ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში” უწოდა, სულ ახლახან კი გია ქარჩხაძის გამომცემლობამ – სახელწოდებით “ოქროს ბუმბული” (მკითხველს კარგად ახსოვს წინა ნომერში გამოქვეყნებული გია ქარჩხაძის ინტერვიუ, სადაც ამაზეც იყო საუბარი). თუმც ყველა ამ ღონისძიებას ერთჯერადი სახე ჰქონდა და ეს ტრადიციად, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა. ამას გარდა ამ სფეროში არავითარი მსგავსი ღონისძიება აღარ გამართულა, რაც, თავისთავად, პირდაპირ ვიტყვი, უდიდესი სირცხვილია ჩვენი კულტურული ცხოვრებისა. კიდევ ერთი სერიოზული ხინჯია საბავშვო პერიოდიკის არარსებობა, რომელიც სერიოზულად აფერხებს ჩვენი სათქმელის, ჩვენი შემოქმედების მკითხველამდე მიტანას. სამწუხაროდ, აღარ გამოიცემა საყმაწვილო ჟურნალი “დილა”, რომელიც კეთილ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და საგამომცემლო სახლმა მხოლოდ წიგნების გამოცემას მოჰკიდა ხელი. ამჟამად გამოდის თავის დროზე დიდი იაკობ გოგებაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებული ჟურნალი “ჯეჯილი”, ჯურნალი “ნაკადული”, თუმცა ეს საკმარისი როდია. ბაზარზე კი უხვად არის წარმოდგენილი ფერად-ფერადი საბავშვო გამოცემები, მაგრამ არც საბავშვო ლიტერატურასთან და არც კალმოსნობა - სიტყვაკაზმულობასა თუ გემოვნებასთან მათ არავითარი კავშირი არა აქვთ. საბავშვო საქმის კეთება მხოლოდ კომერციის მიზნით, დანაშაულად უნდა აღიქმებოდეს. ფონდმა “ლიბომ” 2006-2007 წ.წ. როგორღაც თავი მოუყარა ცნობილი და ახალი ავტორების შემოქმედებას და ალმანახის სახით გამოსცა. შევეცადეთ ყველა ჟანრისათვის დაგვეთმო ადგილი. სამწუხაროდ, სულ სამიოდ ნომერი გამოიცა და ისიც სახალხო ბანკის დახმარებით.
რეცენზიათა და ობიექტური კრიტიკის, ანუ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, “გულშემატკივრის მიერ კეთილი განზრახვით მოწოდებული სარკის” უქონლობას, ძალიან განიცდის თანამედროვე საბავსვო მწერლობა. თუმცაღა, სადაც პერიოდიკა არ არის, იქ რეცენზიაც ქაჩალის სავარცხელია. სამწუხაროა, რომ ქართველ მშობელს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ორიენტირის ქონის ფუფუნება არ აქვს. არ აქვს საშუალება იცოდეს, რა გამოიცემა კარგი, ვინ არის რიგიანი და მაღალი დონის ავტორი, რა მიაწოდოს ბავშვს, როგორ დაიცვას შვილი მდარე ქმნილებათა მოძალებისაგან და მისთ. სამწუხაროა, რომ მიდიან ძველი თაობის სპეციალისტები და სულ უფრო ნაკლები ადამიანია დაკავებული საბავშვო ლიტერატურის შესწავლით. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ახალგაზრდა ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, რომელიც არ დაგვაზრდა და ჩვენი თხოვნით ენთუზიაზმით შეუდგა საბავშვო ლიტერატურის, მისი სპეციფიკისა და პრობლემების შესწავლას. ახლა მის რეცენზიებს აქვეყნებს ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”და ალბათ მალე ქალბატონი ნინო საზოგადოებას შესთავაზებს საბავშვო მწერლობაზე წიგნსაც, რომელშიაც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესსაც შეეხება. ეს ალბათ ნაწილობრივ მაინც შეავსებს არსებულ დეფიციტს და ოდნავ მაინც ასწორებს იმ არაჯანსაღ ტენდენციებს, როცა ავტორი თავად უხმობს რეცენზენტებს (თუ მწე-მაქებრებს) მის თხზულებაზე აზრის გამოსათქმელად, მაგრამ ეს ხომ ობიექტური შეფასება არ არის? მიუხედავად საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნისა, ჯეროვანი ყურადღება მას არ ექცევა. ევროპის ქვეყნებში არსებობს წიგნისა და კითხვის მიმართ გარკვეული პოლიტიკა, რაც მეტ-ნაკლებად აგვარებს ბავშვისა და წიგნის ურთიერთობებს. წიგნის მიმართ ასეთი მიდგომა იწვევს პატივისცემას და ინტერესს პატარა მკითხველებში. გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში მუდმივად ეწყობა წიგნის ფესტივალები, ლიტერატურული კონკურსები, დაჯილდოებები, ავტორებთან შეხვედრები, მხატვრული კითხვის კვირეულები და არაერთი საინტერესო ღონისძიება რომლებშიც მონაწილეობისთვისაც ავტორებს ჰონორარს უხდიან სკოლები თუ კლუბები და ამ ყველაფერში მწერლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ცნობილი ადამინები: მსახიობები, სპორტსმენები, ბანკირები, პოლიტიკოსები. ჩვენთან კი რა ხდება? ოდესმე გინახავთ ეკრანზე საბავშვო მწერლები? ზოგადად მწერლები? (ერთადერთი გამონაკლისი გასულ წელს საპატრიარქოს ეთერით გასული რამდენიმე გადაცემა “ლიბო” აღმოჩნდა, რომლის ავტორებიც ისევ და ისევ ამ ფონდის დამაარსებლები გახლდნენ). ყველგან შოუბიზნესის წარმომადგენლები ან პოლიტიკოსები ჩანან. ისევ ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, თორემ არც მწერალთა კავშირი, არც კულტურის სამინისტრო და არც გამომცემლები ჩვენთვის დიდად თავს არ იტკიებენ. მეტიც, ჩვენი არსებობაც კი არ იციან, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ჩვენ სახვეწარი და სამტკიცებელი არავისთან არაფერი გვაქვს. დე, ყველა საქმემ გამოაჩინოს”- ამბობს ქალბატონი მარიამი.
გამომცემლების ტრივიალური თავის მართლება “ბიზნესინტერესი” საშინლად აღიზიანებს და ამას არც მალავს. სამარცხვინოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ყველაზე ტიტულოვანი და სახელმოხვეჭილი გამომცემლებიც კი, ბედავენ და ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი არ არის ვთქვათ, პოეზიის გამოცემა და ცდილობენ “სირთულეებს” თავი აარიდონ. არაფრად უღირთ, რომ ქართველ ავტორს დედამიწის ზურგზე სხვა ვერავინ გამოსცემს მათ გარდა და ვითომ ვერც ხვდებიან, რა სამარცხვინოა სინამდვილეში ასეთი უყურადღებობა საკუთარი მწერლების მიმართ. ეს უბრალოდ, პროფესიული ღირსების საქმეაო, დასძენს. ამის თქმასა და აფიშირებას ვერც უნდა ბედავდნენ, წესით, ნორმალურ ქვეყანაში მართლაც ავტორიტეტული გამომცემლებიო.
ასევე აღელვებს შემოქმედთა საავტორო უფლებების უხეში დარღვევა.
საქმეს ისიც ართულებს, რომ საზოგადოებას ახალი ავტორების მიღება-გათავისება ძალიან უჭირს. რატომაა, რომ ამ ბოლო დროს წიგნის გარეკანებზე ავტორის ვინაობას არ წერენ? სრულიად კონკრეტული ინტერესის გამო: ქართველები ახალ სახელებს მაინცდამაინც კეთილგანწყობილად არ ხვდებიან. მე აქ, ალბათ მიმიხვდით, ვიწრო ლიტერატურულ წრეებს კი არა, ფართო მასას ვგულისხმობ.”
პირველი წიგნი 1997 წელს გამოსცა. ნაომარ საქართველოში ბნელი და უკუნი რომ იყო, როცა არც სტამბა მუშაობდა, არც გამომცემლობები, როცა საგამომცემლო საქმე ძლივს ბჟუტავდა. ამ პატარა წიგნს საოცრად თბილი სახელი “დედის ნამღერი ლექსი” ერქვა. მას მერე, 2000 წლიდან ათასნაირი ხერხებით, ხან ოჯახის, ხან ახლობელ-მოკეთეების დახმარებით კიდევ გამოსცა რამდენიმე წიგნი, მისი თქმით “სადიდოცა” და “საბალღოც”. ლირიკული კრებული “შეხვედრა”, შემდეგ “წიკო-მიკო” საბავშვო კრებული, “შემომძახიან ლექსები”, “ბრანდი-ბრუნდი”, “ნისლის ფრთას გავშლი”, ბოლოს კი, სულ ახლახან, დიდებისათვის “მეფარნე”. “ჩემთვითონ გამოვეციო”- ღიმილითა და სიამაყით მითხრა. მხოლოდ წელს, ივლისის ბოლოსთვის გამომცემლობა “პეგასმა” და მარინე ცხადაიამ თავს იდეს მისი ორი წიგნის: საბავშვო კრებულის “ნატვრისთვალო მზისაოს” და “ნანინების” დაბეჭდვა. ორივე კრებულს თან დაერთვება აუდიოვერსიები, სადაც ნანინების ტექსტებს მსახიობი ელდინო საღარაძე წაიკითხავს (მუსიკალური რედაქტორი ზურაბ მჟავია). ამ კრებულებში იქნება ის, რაც ასე დამახასიათებელია მარიამის საბავშვო შემოქმედებისათვის ანუ სასულიერო და რელიგიური თემატიკის მიწოდება პატარებისათვის.
მუშაობს თარგმანებზეც და ჩვენს პატარებს არაჩვეულებრივი სიმსუბიქით გადმოუქართულა იულიან ტიუვიმის, სპაიკ მილიგანის, აგნია ბარტოს, ვლადიმირ პრიხოდკოს ლექსები. გული სწყდება იმაზეც, რომ ქართველი ავტორების სხვა ენებზე თარგმნა არ ხერხდება. ოტია იოსელიანის “დაჩის ზღაპრებმა” იაპონიამდეც კი მიაღწია, ითარგმნა გურამ პეტრიაშვილი და რეზო ინანიშვილიც, სხვებიც, მაგრამ თანამედროვე მწერლების თარგმნა ახლა თითქმის არ ხერხდება, - სინანულით დასძენს ქალბატონი მარიამი.
დიდი ახირებული ხალხი კია ეს საბავშვო მწერლები, ოღონდ კეთილად, ბავშვურად, გულუბრყვილოდ ახირებული. მოიფიქრეს და დაადგინეს, რომ 27 თებერვალი მაყვალა მრევლიშვილის პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად იწოდებოდეს “მრევლობად” და საგანგებოდ ამ დღისთვის დაწესებული ჯილდო, სიმბოლური მედალი “კიკლი-კიკლი” გადაეცეს რომელიმე ავტორს, რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს თუ მეიგავეს, ილუსტრატორს თუ კომპოზიტორს, პედაგოგსა თუ ბიბლიოთეკარს, ერთი სიტყვით ადამიანს, ვინც წლის მანძილზე ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს საბავშვო-სალიტერატურო განძთსაცავში. წელს ეს პრემია წილად ხვდათ მაკა მიქელაძეს, თამრი ფხაკაძეს, მანანა ჯოხარიძეს, ვასილ გულეურს, ნინო ჩხიკვიშვილს, ნანა გველესიანს, ელდინო საღარაძეს, მიხო მოსულიშვილს და ეკა ტალახაძეს. ეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალი თაობის ადამინები ქართული საბავშვო ლიტერატურისათვის გაღებული ღვაწლის გამო გამოარჩიეს.
მანამდე კი, ოთხი წლის წინ, გამოაცხადეს, რომ ყოველი წლის 27 ოქტომბერი (გოგებაშვილის დაბადების თარიღი) “ქართული საბავშვო წიგნის დღედ” უნდა იწოდებოდესო და აღასრულეს კიდეც! ზღაპრის ჯადოქრებივით არიან: აიქნევენ ჯოხს და ისეთ რაღაცას აჩენენ, თვალები შუბლზე აგივა ადამიანს და ამას ხალისით აკეთებენ, რადგან თვლიან რომ არ ღირს, სხვებს უყურო ხელებში, თუკი შენ თავად შეგიძლია სასწაულების კეთება.
მართლაც და რატომ უნდა იყოს მანჭვა-გრეხვის დედოფლის, მადონას, ესთერის თუ რაც ჰქვია “პიბოდის ვაშლები” ან “ინგლისური ვარდები” უფრო პოპულარული, ვიდრე ქართული “სიზმარას“ სიზმარივით ციცნცხალი და ქართული ქმნილებები? ეჰ, მართალი უთქვამს ქართველ კაცს: “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო.” ისიც დაუმატებია იქვე “აღდგომა და ხვალეო.” ხვალის იმედი ნუ მოგიშალოთ...



კიდევ ერთხელ ქართული საბავშვო წიგნის დღეზე

ხათუნა ალხაზიშვილი

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" - ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები (დამფუძნებელი ირმა მალაციძე) 2006 წელს შეიქმნა. ის ორმა საბავშვო მწერალმა, ქალბატონებმა ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა დაარსეს. ფონდი მიზნად ისახავდა თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის. ამ ფონდის ეგიდით უკვე მეოთხეჯერ აღინიშნა «ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი ». წელს 27-28 ოქტომბერს შვედმა მწერლებმა და ილუსტრატორებმა თბილისში ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს საბავშვო ლიტერატურის ორდღიანი სემინარი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქარტული მხრიდან ფონდი "ლიბო" გახლდათ.


- რამ განაპირობა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის დაარსება?

- ქართველ თანამედროვე საბავშვო მწერლებს საკმაოდ უჭირთ მკითხველამდე მისვლა, გამომცემლობებთან ურთიერთობა: დაბეჭდვა, საავტორო უფლებების დაცვა და სხვა ბევრი რამ. საგამომცემლო საქმის კომერციულობამ, სახელმწიფო პოლიტიკის შეუმუშავებლობამ ქართული წიგნის მიმართ, ბევრი სირთულის წინაშე დააყენა თანამედროვე ავტორი. ამიტომაც გადავწყვიტეთ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის დაარსება და საზოგადოების ყურადღების გააქტიურება ამ მიმართულებით.

- რატომ დაუკავშირეთ « ქართული საბავშვო წიგნის დღე » 27 ოქტომბერს და როგორ აღინიშნება ეს თარიღი?

- ქართული საბავშვო ლიტერატურა, მისი განვითარება, ფოლკლორიდან სალიტერატურო სივრცეში გადმონერგვა, უცხოენოვანი ლიტერატურითა და ფოლკლორით გამდიდრება, წიგნებად გამოცემა და ამ ყველაფრის ბავშვთა აღზრდისა და განათლების, მათი წიგნიერების სამსახურში ჩაყენების დიდი სახელმწიფოებრივი საქმე ყველაზე მეტად იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება. ამან განაპირობა ჩვენი არჩევანი - 27 ოქტომბერი ხომ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა! ეს დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა საჯარო ბიბლიოთეკაში და მოეწყო ქართული საყმაწვილო წიგნისა და პერიოდიკის მასშტაბური გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ქართულ საყმაწვილო პერიოდიკას უკვე 130 წელი უსრულდება და მდიდარი ტრადიციები გააჩნია. უძველესი გამოცემებიდან თანამედროვე საგამომცემლო პროდუქციის ჩათვლით. მაშინ გამოიფინა უნიკალური საფონდე მასალები: ჩვენი კლასიკოსების პირველი საყმაწვილო წიგნები და უძველესი ჟურნალ-გაზეთები. მათგან უმრავლესობას “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” კუთვნილების აღმნიშვნელი ბეჭედი ჰქონდა. მათ გვერდით იყო გამოფენილი გასული საუკუნის უამრავი საბავშვო წიგნი "საბლიტგამისა" და "ნაკადულის" ლოგოთი და დღეს მომუშავე თითქმის ყველა გამომცელობის პროდუქცია. თუმცა ესეც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ თანამედროვე გამომცემლებს ყველაზე ნაკლებრიცხოვნებით სწორედ საკუთარი ავტორები ჰყავდათ გამოცემული. მომდევნო 2007 წელს - საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), მოეწყო თითქმის მთელი საგამომცემლო სპექტრის მონაწილეობით საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და აქვე შეგროვდა შეწირულობები წიგნების სახით თავად ამავე ცენტრის ბიბლიოთეკისათვის. გამოფენაზე სრულიად განსაკუთრებული იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი უნიკალური ძველი საყმაწვილო წიგნების საგამოფენო სტენდი. 2008 წელს - ფონდის ხელმძღვანელობამ ჟურნალ "ჯეჯილთან" ერთად ეს დღე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის საუკუნოვან სკოლაში აღნიშნა, სადაც ჩვენთან ერთად მიწვეული იყვნენ ცნობილი მწერლები დოდო ხიმშიაშვილი, ოტია იოსელიანი, 118 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილის" ახლანდელი რედაქტორი, ტრისტან ჩიხლაძე და სხვები. წელს, 27-28 ოქტომბერს, შვედმა მწერლებმა და ილუსტრატორებმა საქართველოში გამართეს « საბავშვო ლიტერატურის სემინარი ».

- როგორ აღმოჩნდნენ შვედები ამ დღეს თბილისში ?

- თებერვალში გიოტენბორგიდან აქ ჩამოვიდნენ შვედეთის მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირის წარმომადგენლები. მათ სურდათ, მოემზადებინათ ვორკშოპი ბათუმში. მსგავსი პროექტი მათ გასულ წელს ინდოეთში განახორციელეს : 6-6 მწერალი და ილუსტრატორი ქარტულ-შვედური მხრიდან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გაცვლიდნენ გამოცდილებებსა და შეაგროვებდნენ იდეებს საბავშვო წიგნისათვის. ისინი თბილისში ჩვენი ფონდის საქმიანობასაც გაეცვნენ და ქართული საბავშვო წიგნის ისტორიითა და « ქართული საბავშვო წიგნის დღით » იმდენად დაინტერესდნენ და მნიშვნელოვნად ჩათვალეს (განსხვავებით ქართველებისაგან), რომ ყოველგვარი თხოვნის გარეშე, თავადვე გადაწყვიტეს, ამ დღეს გაემართათ ერთობლივი სემინარი საბავშვო ლიტერატურის საკიტხებზე. “ჩვენი გვერდით დგომითო, იქნებ უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს თქვენმა საქმიანობამო"- აი, ასე თქვეს. ასეც მოხდა: შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით ჩამობრძანდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია და ყველაფერი მშვენივრად წარიმართა.

- რა სახის სემინარი ჩატარდა ?

- პირველ რიგში ჩატარდა ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა შვედური და ქართული საბავშვო წიგნისა. ამ გამოფენას ისიც სძენდა განსაკუთღებულ ელფერს, რომ წელს 300 წელი შესრულდა საქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან. მათ ჩამოიტანეს ყველა ასაკისთვის გამოცემული საბავშვო წიგნი, შეადგინეს პროგრამა, იქირავეს დარბაზი თბილისის თოჯინების მუზეუმში, და საშუალება მოგვცეს, გარკვეული დრო გაგვეტარებინა ერთად და გაგვეცნო ერთმანეთისათვის ჩვენი საბავშვო მწერლობის ისტორიაცა და დღევანდელობაც. ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოდან ასეთი სტუმრების მასპინძლობა ორმაგად სასიამოვნო იყო. ბოლოს შვედეთის საელჩოში მოეწყო გულთბილი მიღება სემინარის ორგანიზატორებისათვის და შემდგომ მუშაობა გაგრძელდა ბათუმში, სადაც ქართული მხრიდან შვედებმა შეარჩიეს : ნანა კაციაშვილი, გვანცა ჯობავა, სანდრო ასათიანი, სოფიო კინწურაშვილი, ბონდო მაცაბერიძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წავიდა და მის ნაცვლად მაკა მიქელაძე გაიგზავნა და თარჯიმანი თამუნა მაისურაძე, რომელიც მთელ სემინარს უძღვებოდა და უზრუნველყოფდა ჩვენ ურთიერთობებს. ეს ჯგუფი გაზაფხულზე შვედეთს ესტუმრება და იქ განაგრძობს მუშაობას.

- როგორია დამოკიდებულება შვედეთში საბავშვო წიგნის მიმართ ?

- შვედეთი ზოგადად მოწესრიგებული, მშვიდობიანი და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა საქართველოსაგან განსხვავებით. 200 წელია თითქმის, ომი არ ყოფილა. საბავშვო წიგნის ისტორია ორივე ქვეყანას თითქმის ერთნაირი გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ლიტერატურის ინსტიტუტში ერთ სექტორსაც ვერსად ნახავ საბავშვო წიგნის კვლევას რომ ემსახურებოდეს, იქ 1965 წელს « საბავშვო წიგნის ინსტიტუტი » დაარსდა განათლების სამინისტროს დაფინანსებით და უზარმაზარი უფასო ბიბლიოთეკით. მარტო მათი საქმიანობა რომ აღვწეროთ ალბათ მთელი საგაზეთო გვერდი არ გვეყოფა. შვედები ატარებენ ძალიან მიზანმიმართულ და სწორ პოლიტიკას საკუთარი 2 მილიონი შვედი ბავშვისთვის. დაბადებისთანავე სახელმწიფოსაგან ბავშვის სახელზე გაიცემა საჩუქარი ბიბლიოთეკიდან: წიგნები !

ყველა კითხულობს, რადგან ეს არის მათი ჩვევა. დიდებიც და ბავშვებიც საოცარ პატივს სცემენ წიგნს. წიგნი დაახლოებით ქართული ფასებით იყიდება, მაგრამ ცხოვრების დონეთა შედარებისას, ხვდები, რომ იქ გაცილებით იაფია წიგნი, ვიდრე აქ. უამრავი ფასიანი და უფასო პრიზით ჯილდოვდება წლის განმავლობაში საბავშვო წიგნი, მწერალი თუ ილუსტრატორი და ყველაზე აქტიური რგოლია საბიბლიოთეკო სექტორი. იქ მწერალი ჰონორარს იღებს წიგნშიაც, სასკოლო შეხვედრებშიაც, რადიოგამოსვლებშიაც და მისი წიგნის ბიბლიოთეკებიდან სარგებლობაშიაც. ანუ თუ წიგნი ბიბლიოთეკიდან გააქვთ და რაც უფრო ხშირად გააქვთ, მით მეტ ჰონორარს იღებს მწერალი ამაში. იქაური მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირები უზრუნველყოფენ შემოქმედთა საავტორო უფლებების დაცვას, იურიდიულ და სოცილაურ პრობლემების მოგვარება

თუ თვალს გადაავლებთ იქაურ საგამომცემლო სპექტრს, ძალიან მცირეა (ჩვენგან განსხვავებით) თარგმნილი და კოპირაიტის წიგნები და ძირითადად წლის განმავლობაში გამოცემული 15-18 ათასი საბავშვო წიგნი ეკუთვნის თავად შვედ ავტორ-ილუსტრატორებს. ყველა ასაკის ბავშვისათვის (18) წლამდე გამოიცემა თანაბრად საინტერესო და მრავალფეროვანი წიგნები. და არცერთი წიგნი არ რჩება რეცენზირებისა და მონიტორინგის გარეშე. მკითხველს უამრავი საორიენტაციო ალმანახი მიეწოდება უფასოდ საბავშვო წიგნების შესახებ.

- "ქართული საბავშვო წიგნის დღის" გარდა, თქვენმა ფონდმა დაარსა სიმბოლური მედალი "კიკლი-კიკლი". მოგვიყევით ამის შესახებაც.

- საქმე ის გახლავთ, რომ ადრე 70-იან წლებში არსებობდა შიო მღვიმელის სახელობის პრემია საბავშვო მწერლობაში გაღებული ღვაწლისათვის. მერე ეს პრემია გაუქმდა. იმის გამო, რომ დღეს არსებული სალიტერატურ კონკურსებში “საბავშვო წიგნის” ნომინაცია თითქმის არსად გვხვდება (კონკურს “გალას” გარდა), ნაკლებად ან თითქმის არ ხმაურდება საინტერესო წიგნების გამოცემები. ეს პრობლემები შეიძლებოდა აღმოფხვრილიყო, რომ ხშირად ტარდებოდეს კონკურსები, მაგრამ ბოლო 19-20 წლის განმავლობაში ასეთი კონკურსი სულ 3-4-ჯერ ჩატარდა: პირველი დამოუკიდებელი კონკურსი იყო 1996 წელ საბავშვო პროზაში ახლადშექმნილი “დიოგენეს” ორგანიზებით, მერე ჟურნალმა “დილამ” ჩაატარა 2004 წელს საკუთარი 100 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად, ერთი ჩატარდა “ჟენევის ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის” გალიტერატურებული ვერსის გამოსავლენად და გასულ წელს გამომცემელ გია ქარჩხაძის და “ბაზისბანკის” ერთობლივ პროექტს, "ოქროს ბუმბულს" თუ არ ჩავთვლით, მეტი არც არაფერი ღირსებიათ ჩვენ საყმაწვილო მწერლებსა და წიგნებს. ჩვენმა ფონდმა სრულიად განსხვავებული რამ შესთავაზა საზოგადოებას: 2009 წლის 27 თებერვალს, ფონდის ინიციატივით, აღინიშნა მაყვალა მრევლიშვილის 100 წლის იუბილე და დავაწესეთ ყოველწლიური დღე - "მრევლობა", რომელზეც სიმბოლური პრემია "კიკლი-კიკლი” გადაეცემათ საბავშვო ლიტერატურაში მოღვაწე მწერლებს, პოეტებს, ილუსტრატორებს, მუსიკოსებს, ბიბლიოთეკარებს, პედაგოგებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს ანუ ყველა იმ ადამიანს, რომლის მოღვაწეობა დაკავშირებულია საბავშვო საქმესთან და რომელთა საქმე წლის განმავლობასი საინტერესოდ იქნება მიიჩნეული. წელს ეს სიმბოლური მედალი ფონდმა გადასცა მწერლებს: თამრი ფხაკაძეს, მანანა ჯოხარიძეს, ვასილ გულეურს, მაკა მიქელაძეს, დრამატურგ მიხო მოსულიშვილს, ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს, მსახიობ ელდინო საღარაძეს, ლიტერატურატმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილს, კომპოზიტორ ნანა გველესიანს. მათ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეს ბავშვებისათვის. ვნახოთ, რა სახეს შეიძენს ჯერჯერობით სიმბოლური მედალი "კიკლი-კიკლი", საბავშვო მწერლებს ძალიან გვიყვარს ოცნება და მჯერა ბევრი ოცნება ახდება კიდეც, თუ მოვინდომებთ. ეს დღე წელიწადში ერთხელ, 27 თებერვალს, მაყვალა მრევლიშვილის დაბადების დღეზე შეკრებს საბავშვო საქმისათვის გულანთებულ ხალხს, უკვდავყოფს დიდი ადამიანის ხსოვნას და საზგადოებას კარგი საქმეებისაკენ უბიძგებს. წელს ამ დღის ჩატარებაში ძალიან დაგვეხმარა პოეტის ქალიშვილი ქალბატონი ალდე კაკაბაძე და მას თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, მაყვალა მრევლიშვილის საიუბილეო პლაკატი სტოკჰოლმში გავატანეთ შვედებს. ხოლო ვასილ გულეურს, რომელიც თებერვალში ვერ ჩამოვიდა « მრევლობაზე » გორიდან, სემინარზე გადავეცით ეს მედალი და შვედების ტაში და მილოცვაც დაიმსახურა.

- რამდენად საინტერესო იყო შვედებისათვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება?

- ბევრი საქმიანი და უშუალო შეხვედრა გვქონდა ჩვენ კოლეგებთან და ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო, ისინი ძალიან მოწესრიგებული, სერიოზული და საქმიანი ხალხია. გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა აქ, საქართველოში ნახეს, რამდენი ადამიანია დაკავშირებული თურმე საბავშვო წიგნთან. რამხელა ისტორია აქვს საბავშვო წიგნსა და ლიტერატურას. ურთიერთობების დეფიციტი ჩვენც გვაქვსო და ძალიანაც უხაროდათ აქ ყოფნა. ( ისეთი მზიანი დღეები დაემთხვა, ამბობდნენ ზაფხულში მოვხვდითო) მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ საქართველოშიც იყოს აქტიური საბავშვო წიგნის კვლევის საქმე. გააქტიურდეს ბიბლიოთეკები. ვნახოთ რას მოიტანს მომავალi

- და მაინც, რის გაკეთებას ისურვებდით დღეს საქართველოში წიგნის, მწერლის და რაც მთავარია, მკითხველის სასარგებლოდ ?

- ბევრი რამის: ყველა გამომცემელს ღირსების საქმედ უნდა მიაჩნდეს საკუთარი ავტორების კარგი წიგნების გამოცემა, მსოფლიო ბაზარზე გატანა, საერთაშორისო კონკურსებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა და რაც უმთავრესია ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ სოფლებსა და იქაურ მოსწავლეებს. როგორღაც ვიზრუნოთ ბიბლიოთეკების გაცოცხლებაზე. ჩვენს მოზარდებსაც და მოზრდილებსაც ჩვევაში უნდა გადავუყვანოთ წიგნთან ურთიერთობის სიამოვნება. 27-28 ოქტომბრის გამოფენამ აჩვენა, რომ საკუთარი ავტორებისადმი ინტერესი ღვივდება და სულ უფრო მეტ ქართველ ავტორთა წიგნებს წარადგენენ ხოლმე გამომცემლები. უმნიშვნელოვანესია კვლევა და რეცენზირება იმისა, რასაც გვთავაზობენ გამომცემლები, ავტორთა პოპულარიზაცია, სკოლებთან აქტიური ურთიერთობები, ბიბლიოთეკებში შეხვედრები. მეტი და მრავალფეროვანი წიგნთან დაკავშირებული გამოკითხვები, კონკურსები, პრემიები, ჯილდოები, მხიარული აქციები და სხვა ათასი რამ.

-თქვენთვის რა არის საბავშვო ლიტერატურა ?

- ადრე ვწერდი და აქაც გავიმეორებ: ერთი ფანტასტიური რამ აღმოვაჩინე - საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა! სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო.… ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია. ფსიქოლოგიურადაც, სულიერადაც ფანტასტიურად გრძნობს თავს. საბავშვო ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორც სადიდო. ძველ შუმერებთანაც კი აღმოაჩინეს პერსონაჟი, მაიმუნი ლუსილუსი, ძალიან სასაცილო ვინმე. ცუდი ისაა, რომ ლიტერატურის ეს დარგი რატომღაც ვერა და ვერ აღმოჩნდა ნამდვილი ყურადღების ცენტრში. ადრე იყო და ის იდეოლოგიას ამსახურეს ხელის ბიჭად, ახლაა და კომერცია იმსახურებს ასევე ხელის ბიჭად. ვინ იცის, ის კი იქადნება გულში, დამაცადეთ ერთი გავიზარდოო...

ჟურნალი ”ნაკადული”

”ქართული საბავშვო წიგნის დღე”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საბავშვო ლიერატურის განვითარების ფონდის, სახალხო ბანკისა და საპატიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) აღინიშნა ”ქართული საბავშვო წიგნის დღე”.
გასულ წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის თაოსნობით 27 ოქტომბერი (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე) ქართული საბავშვო წიგნის დღედ გამოცხადდა.
წელს ეს თარიღი წმ. სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომცემლობები, რომლებიც თავის პროდუქციას სთავაზობდნენ მკითხველს.
გარდა ამისა, გაიმართა `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის~ მესამე ნომრის პრეზენტაცია, რომელიც გამოდის სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭრით.
დამსწრეთ მიესალმა და დალოცა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, საპატრიაროსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე სტეფანე (კალაიჯიშვილი).
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ხელმძვანელი, ირმა მალაციძე:
`ჩვენი ფონდის მთავარ მიზანს სწორედ ქართველი საბავშვო ავტორების წარმოჩინება, მათი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. `ქართული საბავშვო წიგნის დღის დაარსებით~ ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ საზოგადოების ყურადღება საბავშვო წიგნისა და მწერლისაკენ მიგვეპყრო. კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოზარდის აღზრდის საკითხში მხატვრული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი - მშობლიურ ენაზე შექმნილი ლიტერატურის მიწოდებას~.
აქვე გაიმართა `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის~ მესამე ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი გამოსცემს სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
მარიამ წიკლაური, `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის~ მთავარი რედაქტორი: ალმანახი ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. მასში მკითხველს ვთავაზობთ საბავშვო პროზას, პოეზიას, დრამატურგიას, მუსიკას, კომქსს, გამოცანებსა და ენის გასატეხს, ფოლკლორულ ნაწარმოებებს, ინტერვიუებს საბავშვო მწერლებთან და ბავშვისა დაწიგნის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებულ სტატიებს~.
სტუმრებს მიესალმენ და საბავშვო ლიტერატურის პრობლემებზე ისაუბრეს საბავშვო მწერალმა დოდო ხიმშიაშვილმა, გამომცემლობა `დილის~ ხელმძღვანელმა, დოდო წივწივაძემ, გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარემ გიორგი გოგოლაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას აუწყა ჩ ახლად ამოყალიბებული `იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების~ შესახებ და მისი გეგმების შესახებ;
მოეწყო ქართული საბავშვო წიგნების გამოფენა გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გაზეთ მრევლის გამომცემლობა `დედაენა”, გამომცემლობები `ელფი”, `დიოგენე~ `დილა~, “პალიტრა L”, `ანბანი” `ხარება” ჟურნალი `ჯეჯილი”, `ნაკადული~, `ქართული ბიოგრაფიული ცენტრი~, წიგნის სააგენტო “Bოოკინგ”.

ხალხური სიმღერები საერო საგალობლები შეასრულა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა `ნანინა~ (ხელ-ლი თეა კასაბური)
და `ძველი უბანი~ (ხელმძღვანელი ვიქტორია სამსონაძე).

საბავშვო სტუდიამ `მზე შინა~ ბავშვებს შესთავაზა ქართული ხალხური თამაშობები;

სააგენტო GBC

ქართული საბავშვო წიგნის დღეს 27 ოქტომბერს "საბავშვო ლიტერატურის ალმანახის" მესამე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება



თბილისი (GBC) - საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, "სახალხო ბანკი" და საპატიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ქართული საბავშვო წიგნის დღეზე გიწვევთ.
როგორც სააგენტო GBC-ის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდიდან აცნობეს, პრეზენტაცია ხვალ 12:00 საათზე ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება. "საბავშვო ლიტერატურის ალმანახს" საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცემს.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" 2006 წელს შეიქმნა. ის მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის თაოსნობით 27 ოქტომბერი (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე) ქართული საბავშვო წიგნის დღედ გასულ წელს გამოცხადდა.

გაზეთი ”PS"

ფონდი ”ლიბო” ქართველი საბავშვო მწერლების ინტერესებს დაიცავს





27 ოქტომბერი - საბავშვო წიგნის დღე საქართველოში



მდგომარეობა, რომელშიც დღეს საბავშვო ლიტერატურა დაუმსახურებლად აღმოჩნდა, გადაუჭარბებლად შეიძლება აბსურდული ეწოდოს. ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა იაკობ გოგებაშვილი, შიო მღვიმელი, არჩილ სულაკაური, მაყვალა მრევლიშვილი, და სხვანი და სხვანი, საბავშვო წიგნი დღეს მხოლოდ კომერციის წყაროდ ქცეულა. სამწუხაროდ ვერც სახელმწიფო, ვერც კერძო გამომცემლობები ვერ უზრუნველყოფენ თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციას და ბევრ მწერალს არ აქვს შესაძლებლობა თავისი ნაწარმოებები უშუალო მკითხველამდე - ბავშვამდე მიიტანოს. წიგნის მაღაზიებში თაროები გადაჭედილია ფერად-ფერადი, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი საბავშვო წიგნებით, მაგრამ მათ შორის კანტი-კუნტად თუ წააწყდებით ქართველი ავტორების წიგნებს. მათგან უმეტესობა ძირითადად ავტორების ხარჯითაა გამოცემული, რაც ხშირად (უმეტეს შემთხვევაში) ავტორისათვის ფინანსურად წამგებიანია. კერძო გამომცემელს კი, წიგნის ბაზრით ნაკარნახევი ინტერესებით უწევს მუშაობა და ვიდრე უცნობ ქართველ ავტორს საზოგადოებას გააცნობს (ეგრეთ წოდებულ “პრომოუშენს” გაუკეთებს), ურჩევნია უკვე ცნობილი სახელები გამოსცეს.
საბავშვო ლიტერატურა არ იწვევს ადექვატურ ინტერესს ლიტერატურულ კრიტიკაში არც პოზიტიური, არც ნეგატიური მიმართულებით და საერთოდ არ გვევლინება არანაირი განსჯისა და შეფასების საგნად. სრულიად დაუცველია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების არა მხოლოდ საავტორო უფლებები, არამედ მათი საქმიანობის მორალური და მატერიალური მხარე.
დღეს ეკრანიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან ხშირად გვესმის - სად არიან საბავშვო მწერლები? ნუთუ ისინი კიდევ არსებობენ. არსებობენ და ძალიანაც არსებობენ. უბრალოდ მათ საკუთარი ნაწარმოებები სახლებში უწყვიათ იმის იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ ყურადღების ღირსად გახდის და გამოსცემს.
ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ სერიოზული მწერლები, რომელთა საბავშვო წიგნებსა და შემოქმედებას გააჩნია პოტენცია, განაცხადი გააკეთოს ნებისმიერ კონკურსში, თუ კი ასეთი რამ საერთოდ ჩატარდება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლიტერატურა პრემიებისათვის არ იქმნება, მაგრამ თავისთავად აღიარება და ფინანსური მხარდაჭერა საჭიროა შემოქმედის შრომისათვის.
სწორედ თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების პოპულარიზაციის და მათი დახმარების მიზნით ახლახანს ჩამოყალიბდა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი “ლიბო” (ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები). ფონდის პირველ ინიციატივას, იაკობ გოგებაშილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი (1840 წლის 15 ღვინობისთვე, ძველი სტილით) დაწესებულიყო ქართული საბავშვო წიგნის დღედ, მხარი დაუჭირა მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ. ეს დღე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნისა და პერიოდიკის გამოფენით აღინიშნა. აქ წარმოდგენილმა ექსპოზიციებმა საზოგადოებას უჩვენა ქართული საბავშვო წიგნის და პერიოდიკის საუკუნენახევრიანი ისტორია. ივანე კერესელიძის - “პირველი საკითხავი დამწყებ ყრმათათვის” (1861 წ.), იაკობ გოგებაშვილის პირველი “ბუნების კარი” (1868 წ.), მისივე “პირველი ანბანი და საკითხავი ყრმათათვის” (1865 წ.), 1875 წელს გამოცემული პირველი დედაენის ფოტოპირი, (დედანი ინახება სანკტ-პეტერბუგში), შიო მღვიმელის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლომოურის, იროდიონ ევდოშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, ანა ხახუტაშვილის, ნინო ნაკაშიძის, პირველი საბავშვო კრებულები, რომელთაგან ბევრს ედო ბეჭდად ნიშნული, რომ ის იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილება. ასევი იყო გამოფენილი “საბლიტგამის” პირველი საბავშვო კრებულები. განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო გამომცემლობა ნაკადულის 60-80-იანი წლების პროდუქცია.
გამოიფინა აგრეთვე საყმაწვილო პერიოდიკა, რომელსაც ასევე საიუბილეო წელი ჰქონდა. პირველი ჟურნალის “ბაღის” გამოცემიდან (გამომცემელი ა. ჯუღელი) 125 წელი გავიდა. ამის შემდეგ სხვადასხვა წლებში გამოიცა საყმაწვილო ჟურნალები “საყმაწვილო ბაღი”, “ნობათი”, “ჯეჯილი”, “ნაკადული” და მათგან ზოგიერთი დღემდე გამომავალი და მომქმედი ჟურნალია: “დილა”, “ჯეჯილი”, “ნაკადული”, “ნერგი”. ძველი ჟურნალების გვერდით წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული საბავშვო პერიოდიკაც “ციცინათელა”, “კოკროჭინა”, “12 მტერდი”, “ანო და ვანო”, და აფხაზეთის საყმაწვილო ჟურნალი “იალქანი”, რომელსაც საზოგადოებამ 10 წლის იუბილე მიულოცა.
თხოვნა, რომლითაც ფონდმა “ლიბომ” მიმართა გამომცემლებს - გამოფენაზე წარმოედგინათ ქართული საბავშვო წიგნი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ძალიან ცნობილ და წარმატებულ გამომცემლებსაც კი მათთვის განკუთვნილი საგამოფენო თაროები ცარიელი დაურჩებოდათ, რადგან მათ მრავალრიცხოვან პროდუქციაში ქართველი ავტორების თითო-ოროლა წიგნი თუ აღმოჩნდა და თაროები მაინც უცხოელი ავტორების კარგად რეკლამირებულმა წიგნებმა შეავსო.
ფონდი დაარსდა ახლგაზრდა მწერლების ირმა მალაციძისა და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.
მარიამ წიკლაური (მწერალი): “ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ ქართველი საბავშვო ავტორების წარმოჩინება, როგორც ძველი, ასევე ახალი თაობიდან და მეორს მხრივ, საზოგადოებისა და მოზარდის ყურადღების მიპყრობა ზოგადად წიგნის, ლიტერატურისა და მწერლისაკენ, რათა ამაღლდეს საზოგადოების მზაობა მათ მისაღებად. ამ დღის დაარსებით ფონდი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ ყველას - მწერალს, გამომცემელს, ილუსტრატორს, ბიბლიოთეკას, სკოლას ექნება
საშუალება თავისი ინიციატივით აღნიშნოს ეს დღე და წარმოაჩინოს წლის განმავლობაში ამ მხრივ წარმართული საკუთარი საქმიანობა.
მსურს ავღნიშნო, რომ ფონდმა ახორციელებს პროგრამას “ბიბა” (“ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის”), რომელიც გულისხმობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში “წიგნის კვირეულის” გამართვას. მის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, ილუსტრატორებთან, გაიმართება ქართველი ავტორების პიესების თოჯინური წარმოდგენები, წიგნის გამოფენები”.
ირმა მალაციძე (მწერალი, ფონდ “ლიბოს” ხელმძღვანელი): “პირველი პროექტი, რომლითაც ჩვენ მუშაობას შევუდგებით, გახლავთ საბავშვო ლიტერატურული ალმანახის “ლიბოს” გამოცემა, რომელიც გააშუქებს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, პრობლემებს, საზოგადოებას გააცნობს ახალ სახელებს საბავშვო მწერლობაში და შესთავაზებს უკვე ცნობილი მწერლების ახალ საბავშვო ნაწარმოებებს. აქ თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ყველა იმ ახალი გამოცემის შესახებ, რომელსაც საქართველოში მოქმედი გამომცემლობები უმზადებენ პატარა მკითხველებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ვაპირებთ კიდეც ამ მიმართულებით მუშაობას, ფონდის ერთ-ერთი ინოვაცია იქნება ყოველწლიური პრემიის დაწესება საბავშვო ლიტერატურაში.
გარდა ამისა, ჩაფიქრებული გვაქვს ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებების აუდიო-ვერსიის გამოშვებას უსინათლო ბავშვებისათვის. ეს პროექტი გასულ წელს უკვე განვახორციელეთ, როდესაც უსინათლო ბავშვებს საჩუქრად გადავეცით ჩემი ათი ზღაპრის აუდიო ჩანაწერები, რომელთა გმირებსაც ქართველი პოლიტიკოსები ახმოვანებდნენ. ეს ჩემი პირადი ინიციატივა გახლდათ, ამჯერად კი ფონდის სახელით განვაგრძობთ ამ პროექტს და აუდიო კასეტებში შევიტანთ თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებებს. ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქართველი ავტორების სახელის პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ბელა წიფურია (მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე): ძალიან სასიხარულოა, რომ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა გადაწყვიტა ამ დღის აღნიშვნა საქართველოში. საბავშვო ლიტერატურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის განვითარებისა და და სწორი სულიერი ფორმირების საქმეში. ამ გამოფენამ ერთის მხრივ თვალნათლივ აჩვენა საზოგადოებას ის ფესვი, რითაც დღემდე მოვიდა საბავშვო მწერლობა, მეორეს მხრივ, კარგია, რომ თანამედროვე გამომცემლებმა წარმოადგინეს ახალი წიგნები, რომლებში გარდა ტრადიციულისა, თანამედროვე წიგნის ესთეტიური სახე გამოჩნდა. მივესალმები, რომ ეს დღე ყოველწლიური იქნება. მხარს ვუჭერთ ფონდის ინიციატივას, რომელიც დღევანდელ ბავშვს წიგნთან დაახლოებს.
დოდო ხიმშიაშვილი (მწერალი): იაკობ გოგებაშვილის სახელი ადამიანს მთელი ცხოვრება თან გდევს და ეს არჩვეულებრივი გამოფენა, ეს ამდენი წიგნი იაკობ გოგებაშვილის შვილიშვილებად შეიძლება მონათლო. ის კი არა და, ზოგჯერ სირცხვილი მიპყრობს, რომ მეც მწერალი მქვია და იაკობ გოგებაშვილსაც ამავე სახელით მოიხსენიებენ. ძალიან ბევრი უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, დიდებმა, რომ საბოლოოდ პატარებმა შეიყვარონ წიგნი, დააფასონ ის. სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ზრუნვა და ყურადღება არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურაზე, არამედ საერთოდ, ლიტერატურისა და წიგნის მიმართ. მარტო ჩვენ, მწერლები ბევრს ვერაფერს შევძლებთ. არადა გასაკეთებელი ძალიან ბევრია. კარგი იქნება, რომ ფონდ “ლიბოს” ინიციატივა წიგნის დღის დაარსებით კი არ შემოიფარგლოს, არამედ წიგნის კვირეულებიც გაიმართოს”.
ემზარ კვიტაიშვილი (პოეტი): “მივესალმები საბავშვო ლიტერატურის ფონდის დაარსებას, მის ინიციატივას წიგნის დღის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. საბავშვო ლიტერატურაში, როგორც ზოგადად ლიტერატურაში ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა დაგროვილი. ეს მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის საფიქრალი როდია. საჭიროა ამ სფეროს პროფესიონალთა ერთობლივი ძალისხმევა, რომ სიტყვიერებას, მწერლობას, საგამომცემლო საქმეს მართლა გაეწიოს პოპულარიზაცია. საბავშვო წიგნი დღეს ერთადერთი სახეობაა წიგნისა, რომელსაც ყიდულობენ, უყვართ, ეძებენ და სჭირდებათ”.
ზაზა აბზიანიძე (კრიტიკოსი): “მივესალმები წიგნის დღის დაარსებას საქართველოში, წარმატებას ვუსურვებ ფონდ “ლიბოს” მომავალ საქმიანობაში. მიხარია, რომ მეც საბავშვო მწერალი მქვია დაუნდა ვაღიარო, რომ ყველა ჩემს რეგალიაზე აღმატებულად საბავშვო მწერლის სახელი მიმაჩნია. მე გავეცანი ფონდის პროგრამას. მენიშნა, რომ ისინი უნარშეზღუდულ ბავშვებზეც ზრუნავენ. კარგია, რომ არ დაავიწყდათ ისინი და ფონდს საჩუქრად გადავცემ ჩემი რადიო გადაცემათა ციკლის აუდიო-ჩანაწერს სახელწოდებით “ლიტერატურული პორტრეტები”, რომლთაგან ერთერთი შიო მღვიმელს ეძღვნება”.
ლიტერატურა სულისმიერი ფენომენია. სულს კი ასაკი არ გააჩნია, ამიტომაც ძალიან პირობითია ზღვრის გავლება საბავშვო და სადიდო მწერლობას შორის. ყოველ შემთხვევაში, საბავშვო ლიტერატურა იმდენს მაინც იმსახურებს, რომ არ დაგვავიწყდეს მისი არსებობა და მნიშვნელობა. განსაკუთრებით კი იმ ხალხს, რომელიც ლიტერატურულ ამინდს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.