THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თამრი ფხაკაძე

თოვლის ბაბუს საჩუქარი

თოვლის ბაბუმ იარა,
ტყე-ტყე გამოიარა,
დათოვლილი მინდვრები და
მთები გადმოიარა,
სოფელი თუ ქალაქი,
ყველა ჩამოიარა,
ღამით, შენ რომ გეძინა,
აქაც შემოიარა,
საჩუქარიც გაჩუქა,
არა გაგიგია რა?