THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვლადიმერ ასლამაზიშვილი

დაკარგული ცხვირი
მოგიყვებით ერთ ამბავს,
არის გასაკვირიო:
წუხელ თოვლის ბაბუას
დაჰკარგვია ცხვირიო.

პოლიციამ შეიტყო,
კვალს მიაგნო, მგონია,
თურმე ცხვირი ბაბუას
სტაფილოსი ჰქონია.

ქურდბაცაცას თათები
თოვლზე ახლაც აჩნია.
-ვინ ყოფილა?
-ვინა და
კურდღლის თეთრი ბაჭია!