THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შიო მღვიმელი

ზამთარი

ქარი ქრის, ქარი ზუზუნებს,
მწარედ გაისმის ღრიალი,
გატიტვლებულა მინდორი,
ვით ოხერი და ტიალი.

ჰყინავს და სუსხავს ზამთარი,
თოვლით ავსილან ხევები;
უძრავად დგანან მუხები,
როგორც უსულო დევები.

დაყრუებულა სოფელიც,
ყველა შექნილა მწუხარი,
გუგუნებს მხოლოდ თავისთვის
და მხიარულობს ბუხარი.

ხანდიხან სოფლის სიჩუმეს
არღვევს საქონლის ზმუილი,
მინდორ-ველს__ მელის ჩხავილი
და მშიერ მგელთა ყმუილი.