THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ეთერ სამხარაძე

საახალწლო
ჩვენი კოპწია ნაძვის ხე
დღეს ათასფერად ბრჭყვიალებს,
შენ ჩვენო თოვლის ბაბუა,
მოსვლას ნუ დაგვიგვიანებ.
მოდი, გვაცეკვე, გვამღერე,
ისმინე ჩვენი ძახილი,
ჩვენს ბაღში შემოაგელვე
ეჟვნებიანი მარხილი.
ახალი წელი მოვიდა,
შენთვის გოზინაყს ვაკეთებთ,
ვიცით, ხურჯინით მოგვიტან
საჩუქრებსა და კანფეტებს.
- სიმღერით გადმომილახავს

გზა შორი, ძნელად სავალი.
ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი,
ცუგრუმელებო, სალამი!