THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლალი ჯაფარაშვილი

ზამთარი
თითო-ოროლა ფიფქი რომ
ჩამოფარფატდა ზეციდან,
გიგას პეპლები ეგონა
და უკან გამოეკიდა.


მერე, როდესაც მთა-ბარი
ფაფუკ ფანტელით აივსო,
პაპამ თქვა, - დადგა ზამთარი
უჰ, რა ლამაზად ბარდნისო!


წლის რა დროა?
ხან ყინვაა,
ხან ქარბუქი,
- აბა, ციგა!
- აბა, ქურქი!
ახალი წლის მოლოდინი,
ნამცხვრები და ბლომად ხილი.
გოზინაყიც
მზად არი!
- წლის რა დროა?
- ზამთარი!


ზამთარი
ამაღამ მოთოვს,
მთვლემარე ქედანს,
უთეთრეს სიზმრად
ექცევა ძილი
და საბძლის ნაცვლად,
დილით, დიდედას,
დახვდება თოვლის
ვეება ზვინი
სარკმლის მინაზე
ყინვა და ჭირხლი,
ბუხართან ბაბუს
ტყუილ-მართალი...
ღამით დაიწყებს
და მერე, დიდხანს
გაბმულ სიმღერას
იტყვის ზამთარი.