THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლეილა ბაბადიში

თოვლის ფერიები
თოვლი მოდის,
თოვლი მოდის,
ფრენენ თოვლის ფერიები,
არასოდეს
არ ყოფილა
ეზო ასე მშვენიერი.

ნუშებს თეთრი ყაბალახი,
თეთრი ჩოხა, უჰ, რა შვენით,
ტირიფს თეთრი ნაწნავები,
ნაძვებს თეთრი ულვაშები.

თეთრი ალვა თეთრი კაბით
დგას ქათქათა, ზღაპრულ გედად,
ფანჯარასთან აღტაცებას
ვერა ვფარავთ მე და დედა.

თოვლი მოდის, თოვლი მოდის,
ფრენენ თოვლის ფერიები,
არასოდეს არ ყოფილა
დილა ასე მშვენიერი!