THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ეკლისქურქიანი გოჭი


სერგეი კოზლოვი

თარგანი მარიამ წიკლაურისა

ზამთარი იდგა. ისეთმა ყინვებმა დაიჭირეს, ზღარბი ცხვირსაც ვეღარ ყოფდა გარეთ. იჯდა სახლში, ღუმელს ხშირ-ხშირად შეშას უკეთებდა და სარკმლიდან გარეთ იყურებოდა. Yყინვა ფანჯრის მინებს ნაირ-ნაირად ხატავდა. ზღარბიც დროდადრო ფანჯრის რაფაზე აძვრებოდა, დაორთქლავდა მინას და მერე თათით წმენდდა.
_ `ესეც ასეე!” _ როცა კვლავ დაინახავდა სახლის წინ მდებარე პაწია მინდორს, კუნძსა და ნაძვს. Fფანტელები მხიარულად დაფარფატებდნენ, ხან დაბლა ეშვებოდნენ, ხანაც ზევით მიქროდნენ.
ერთხელაც ზღარბმა ცხვირი მიაჭყლიტა მინას. Mმინის მეორე მხრიდან,_ზღარბს, ზედ ცხვირის წვერზე, ერთი ფიფქი დააფრინდა, მერე სუსტ ფეხებზე შედგა და თქვა:
_ ზღარბო, შენ ხარ? რატომ არ გამოდიხარ ჩვენთან სათამაშოდ?
_ გარეთ რომ ცივა, _ უპასუხა ზღარბმა.
_ რას ამბობ, სულაც არ ცივა, შეხე, როგორ დავფრინავ _ თქვა და აფრინდა კიდეც ზღარბის ცხვირიდან.
აფრინდა და დაბზრიალდა.._ხან ფანჯარასთან მოფრინდებოდა, ყვიროდა `შემხედე, შემხედეო”, ხან მინდვრის შუაგულში ფარფატებდა. Aმის შემხედვარე გაოცებულმა ზღარბმა ისე ძლიერ მიაჭყლიტა ცხვირ-პირი მინას, რომ ნესტოები გაუგანიერდა და გოჭს დაემსგავსა._Fფიფქს მოეჩვენა, რომ ზღარბი კი არა, გოჭი იყო, რომელსაც ეკლიანი ქურქი ჩაეცვა და_ფანჯრიდან უყურებდა მოთამაშე ფანტელს.
_ გოჭო, _ დაუყვირა ფიფქმმა, _ გამო გარეთ, ერთად ვისეირნოთ.
”ნეტავ ვის ეძახის?”, გაუკვირდა ზღარბს და უფრო ძლიერ მიაჭყლიტა ცხვირი მინას, როგორმე გარეთმყოფი გოჭი რომ დაენახა. ფიფქი დარწმუნდა, რომ ქოხში, ფანჯრის რაფაზე ნამდვილად გოჭი იჯდა ეკლის ქურქში და ისევ შესძახა
_ გამოდი ჩვენთან სათამაშოდ, Gგოჭო!
_ აჰა, _ იფიქრა ზღარბმა, _ გოჭი ალბათ ჩემი ფანჯრის ქვეშ ზის, თამაში არ სურს. წავალ, სახლში შემოვიპატიჟებ და ჩაით გავუმასპინძლდები.
ჩამოძვრა რაფიდან. ფეხები კაპანოებში ტუცა და კარში გავიდა.
_გოჭო, შემობრძანდი, ჩაი დავლიოთ!
_ ზღარბო, უთხრა ფიფქმა, გოჭი ეს-ესაა გაქრა. Mმოდი შენ ითამაშე ჩემთან
_ არ შემიძლია, მცივა. _ უპასუხა ზღარბმა და შინ შებრუნდა. ზურგსუკან კარი მიიხურა, ზღურბლთანვე წაიძრო კაპანოები და ღუმელში შეშა შეუკეთა. Mმერე ისევ რაფაზე აბობღდა და მინას ცხვირი მიაჭყლიტა.
_ გოჭო, _ ისევ დაიყვირა ფიფქმა _ დაბრუნდი? Gგამო რა გარეთ, მეთამაშე!
_დაბრუნებულა! _ გაიფიქრა ზღარბმა,უკანვე ჩამობობღდა, ჩადგა ფეხები კაპანოებში და გარეთ გავარდა.
_ გოჭო! _ ყვიროდა ზღარბი _ გოჭოოოოოოო!
ქარი ქროდა. ფანტელები კვლავ მხიარულად ფარფატებდნენ. ასე გაგრძელდა საღამომდე. ზღარბი ხან კარში გამორბოდა, და გოჭს ეძახდა, ხან სახლში შებრუნებული რაფაზე აძვრებოდა ცხვირ-პირს ფანჯრის მინას მიაბჯენდა.
ფიფქისათვის სულერთი იყო, ვისთან ითამაშებდა, და განუწყვეტლივ უხმობდა ხან გოჭს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეკლის ქურქი ეცვა, ხან ზღარბს, რომელიც გარეთ გამორბოდა ხშირ-ხშირად. ბოლოს დაღამდა.…
ზღარბს ძილში ჩაჰყვა დარდი იმ გოჭზე, რომელიც გარეთ იყო. ეკლის ქურქი ეცვა, მაგრამ შეიძლებოდა, მაინც გაყინულიყო.