THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დალილა ბედიანიძე

ალილო


ალილოო, ალილო,
დეკემბრის მოყვანილო!
ქრისტეშობას გილოცავთ
ღვთის მადლო და მარილო!


ალა-ალა-ალათასა,
ბალა-ბალა-ბალათასა,
ხელი ჩავკარ კალათასა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქასა!


ალილოო, ალილო,
თოვლით პირდაბანილო!
კარდაკარ შეგროვილო,
პურ-ღვინოვ და მწვანილო!


ალა-ალა-ალათასა,
ბალა-ბალა-ბალათასა,
ხელი ჩავკარ კალათასა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქასა!


ალილოო, ალილო!
ღმერთმა მოგახმარინოთ
ვისაც რა გაგაჩნიათ,
გული გაგიხარინოთ!


ალა-ალა-ალათასა,
ბალა-ბალა-ბალათასა,
ხელი ჩავკარ კალათასა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქასა!