THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ახალი წელი ტყეში

შუშანა მგელაძე



დოლზე უკრავს კურდღელი,
დღეს ახალი წელია,
გარს უვლიან ნაძვის ხეს
დათუნა და მელია.


უღრან ტყეში გამართეს
არნახული ნადიმი,
ყველას გაუმასპინძლდნენ
საახალწლო სადილით.


სულ მთლად გააჩანაგეს
ვაშლი, მსხალი, კაკალი,
ვეფხვმა ცხვარი მიირთვა,
მგელმა – ღორის ბარკალი.


ციყვი ხიდან დასცქერის,
მელა როგორ ბარბაცებს,
უკვირს, ვინ ამარაგებს
ტყის ბინადარ ზარმაცებს?