THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნაძვის ხეს

ზოია ვაშაკიძე


ო, რარიგად იმშვენებ
თოვლს და ფერად წვიმას.
შენს გულ-მკერდზე ათასი
შუქ-ვარსკვლავი ბრწყინავს.


სიყვარულით მიგიღეთ,
გვაქვს ზეიმი ფერთა,
ყველამ უნდა ვიცეკვოთ
ახლა შენთან ერთად.


შენი მწვანე რტოების
კვლავ მოგვესმის ფეთქვა.
ყველამ უნდა ვიმღეროთ
ახლა შენთან ერთად.


სიყვარული ზეიმობს,
გული ხარობს, ღელავს,
ახალი წლის დილას
მოგილოცავთ ყველას!