THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თინათინ კვირიკაძე

სოფლის დილა
მზე მთებზე ამოიწვერა,
სხივები უხვად მოჰფინა.
აკამკამებულ წყაროსთან
ჩიტების გუნდი მოფრინა.

ქარმა ველს გადაურბინა,
ჭალაში გაინავარდა,
გამოიღვიძა პატარამ
სახე ღიმილით გაბადრა.

გრძელკომბლიანმა ბიჭუნამ
ჩამოიარა კარდაკარ,
ზანტად მიმავალ საქონელს
სახრე ტლაშუნით გადაჰკრა:

დათეფეთებული მამალი
გაძვრა ღობიდან ღობეში,
ასე ლამაზად გათენდა
დილა პატარა სოფელში.