THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თამაზ ჭილაძე

“დედაენა”

ირმის რძეში გაგაბანა,
დაგასწავლა ანა-ბანა,
სახრე მოგცა, ქალამანი,
მზესთან სიტყვა დაგაბარა,
გაგატანა დედის ცრემლი,
ლოცვა - საგზლად გამოკრული,
აგაშორა ავი თვალი
მოღალატის და ორგულის.
შეგაძულა მტრობა-შური,
სიყვარული წამიერი,
წახვედი და გაიზარდე,
როგორც მრავალჟამიერი.
***
ჰე, რამდენი ფიფქია,
დაუთვლელი, ულევი
თოვლში სწრაფად მიჰქრიან
ჩვენი თხილამურები.
გავქანდით და გავკარით,
გავასწარით მურიას.
რა კარგია ზამთარი,
მართლაც საამურია!