THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მარიჯან

აბა, ჩემი რა ბრალია!
- თინა, მითხარ, ეს ჩხირები
შენ დააძრე წინდებს, განა?
- აბა, ჩემი რა ბრალია,
თუ ხელები წაეტანა!
- შენ შეჭამე ეს მურაბა?


მოსვრილი გაქვს პირისახე!
- აბა, ჩემი რა ბრალია,
თუ თვალებმა დაინახეს!
- რას დარბიხარ აქეთ-იქით,


ხტომა ვეღარ გაათავე?
- აბა, ჩემი რა ბრალია,
ფეხებია დამნაშავე!

პირველი თოვლი


მიხარია, რა კარგია!
თეთრი თოვლი ბრწყინავს!
დღეს პირველი თოვლი მოდის
და თან თითქოს ყინავს!

აი, ახლა გაიხედე:
ზამთარს პირი უჩანს,
თოვლით არის მოფენილი
სახლი, ეზო, ქუჩა.

აბა, ჩქარა ვისაუზმოთ,
საქმე მოვათაოთ
და ფაფუკი თეთრი თოვლით
კარგად ვიგუნდაოთ!


სათევზაოდ


- დღეს რა კარგი ამინდია! -
უხარია რამაზს,
სათევზაოდ მეც გავყვები
ჩემს საყვარელ მამას.


დედას ასე დაუბარა:
- ნუ მოხარშავ სადილს,
იმდენ კალმახს ჩამოგიტანთ,
რომ ეყოფა ნადიმს!


დარცხვენილი შინ დაბრუნდნენ
რამაზი და მამაც -
რა ქნან, თუკი ვერ მიაგნეს
იმ გემრიელ კალმახს...


ჭინჭარი


„საძაგელო, რად დამსუსხე? -
უჯავრდება ჭინჭარს რეზო,
- შენით არის მოფენილი
თითქმის მთელი ჩვენი ეზო!“


დასუსხული წკეპლას უშენს,
ჭინჭარზეა ძლიერ მწყრალი.
დაავიწყდა, რომ სადილად
ამ ჭინჭარის ჭამა ფხალი.




საპნის ბუშტები


თინა ბერავს საპნის ბუშტებს,
გარს ეხვევა ბავშვთა კრება,
მაგრამ ვიდრე დაიჭერდნენ,
ეს ბუშტები ხელად ქრება.