THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნაზი კილასონია

ხოტორა

ზაფხულია, ცხელა, ცხელა,
ბუღი ასდის ქალაქს
და დეიკომ ჩვენი გელა
წაუყვანა დალაქს.


მაკრატელი აღუღუნდა
კრიჭი, კრიჭი, კრიჭი:
და ხოტორა დაგვიბრუნდა
თმაქოჩორა ბიჭი.



დასცინიან რეზო, გია,
ამშვიდებენ დები:
- შემოდგომით ამოგივა
უკეთესი თმები.