THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ხუტა ბერულავა

მაიკოს ლქსი
წინათ ვცელქობდი, დედიკო,
მუდამდღე ბუშტებს ვბერავდი,
ახლა ჭკვიანი გოგო ვარ,
წიგნი მიყიდეთ, ფერადი!..

მე და ჩემი “დედაენა”
აი ჩემი კარგი წიგნი,
სულ პირველი, საანბანო,
“დედაენის” დასაწყისი,
დედასავით სათაყვანო!


მან მასწავლა წერაც, კითხვაც,
მომატარა ბევრი მხარე,
სამუდამოდ შევითვისე,
სამუდამოდ შევიყვარე.


იანვრამდე ხელში მეპყრა
მე ეს წიგნი საფიცარი,
მაგრამ ისე მოვლილია,
არ აჩნია ნათითარი.


მალე, როცა დამთავრდება
ციგაობა,
ფრენა,
ლხენა,
სწავლას ერთად გავაგრძელებთ
მე და ჩემი “დედაენა”.


მე ყველაფერს მირჩევნია
აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!