THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ირაკლი აბაშიძე

სკოლისაკენ
დღედაღამ ამას ვნატრობდი, -
ჩქარა გამიღეთ კარები,
მეც მოწაფე ვარ, სკოლისკენ
პირველად მივეჩქარები.


შენ სად მიდიხარ, მურიავ!
როდემდის გტუქსო, როდემდის?
ის დრო წავიდა, გეთაყვა,
ყველგან რომ უკან მომდევდი.


სექტემბრის დილა გათენდა,
ბალღებს უხმობენ სკოლები,
მერხებთან ჩარიგებულნი
მელიან ჩემი ტოლები.


ზოგი რამ ცოდნაც მიმყვება -
ჩემი დედიკო წყალობა:
თვლაც კარგად ვიცი, ანბანიც,
ცოტა ხატვაც და გალობაც.


ხელს არ ვითხუპნი მელნითა,
თავს მირჩევია წიგნები;
სკოლისკენ მიმეჩქარება ....
სულ ხუთოსანი ვიქნები.

მოიარე საქართველო

მოიარე საქართველო,
ჩვენი მთა და ჩვენი ბარი,
ზაფხულობით, როცა ყველგან
იკეტება სკოლის კარი, -
რა სავსეა ჩვნეი მახარე,
რას არ ნახავს კაცლის თვალი;
ყოველ მხრიდან დაბრუნდები
სილამაზით ეშხით მთვრალი.
აქეთ ტევრი უდაბური,
იქეთ ჭალა ატეხილი,
მარად თოვლში, მარად ტყეში
კავკასის მთა გრეხილი
ბუნებაში ყველგან რაღაც
საიდუმლო გვემალება,
მათ ცოდნა დაუფლება
ყოველ ჩვენგანს ევალება.
რაც გვასწავლეს წინაპრებმა,
რაც აგვიხსნეს ჩვენთა ძველთა,
რისი ცოდნაც შეუნახეთ
ქვეყანაზე წარსულ წელთა,
შეისწავლე, დაიხსომე,
ვით საყვარელ ლექსის პწკარი...
მოიარე საქართველოს,
ჩვენი მთა და ჩვენი ბარი.


მიმიხარია სოფლისკენ
მიმიხარია სოფლისკენ,
სადაც ზურმუხტი მთებია,
პირველი შემეგებება:
,,შენ შემოგევლეს ბებია!”
ღობესთან ჩაიკისკისებს
წყარო ცივი და ანკარა,
ხელებზე შემომახტება
ბაბუას ყურშა პატარა.
ვაი თუ აღარ ვახსოვარ,-
მას შემდეგ მთელი წელია,
მთელი წელია მოკითხვა
ერთხელ არ მიმიწერია.
იქნება ნიშაც მემდურის,
იქნებ მემდურის მერცხალაც,
მაგრამ რა მექნა, სკოლაში
მე განა მათთვის მეცალა?!
სწავლის დროს სწავლა გმირული
მოსწავლის შესაფერია.
ახლა ვიქროლოთ ველებში,
მთელი ზაფხელი ჩვენია.
მიმიხარია სოფლისკენ,
სადაც ზურმუხტის მთებია,
სოფლის თავს შემეგებება:,
,,შენ შემოგევლოს ბებია”.
სოფელი გვეძახის
სოფელი გვეძახის -
წავიდეთ ჩქარა,
გვეძახის მინდორი,
გვეძახის შარა.
გვეძახის ყანების
შრიალი მშვიდი,
მდინარის დუდუნი
ახალი ხიდი.
გვეძახის ვენახი,
სიმინდის კვალი,
მსუქანი ხართუთა,
წითელი ბალი.
ეზო და ბოსტანი,
დიდედას კვერი, ხეხილის ბაღები,
ყანაში მწყერი.
კალო და ხორბალი,
ნამჯა და ჩალა...
სოფელი გვეძახის, -
წავიდეთ ჩქარა.
წავიდეთ, აღვივსოთ
ახალი ძალით,
მერე კვლავ ვიხაროთ
ბეჯითი სწავლით.