THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ტყის პატარა ბინადრების თავგადასავალი

რუსუდან ლაცაბიძე
შორს, ძალიან შორს, მტვერსა და ხმაურს მოშორებული იშლება უზარმაზარი ტყე, სადაც ანათებს მზე, გალობენ ჩიტები, დილაობით მიწაზე ეფინება ნამი.
ამ ტყეში დაფრინავენ პეპლები, ცხოვრობენ ცხოველები. მათ გარეშე ტყე ძალიან მოწყენილი იქნებოდა, ამიტომაც ის ყველაფერს აძლევს მათ, რაც ცხოვრებისათვის აუცილებელია.
ერთ მშვენიერ მინდორში ცხოვრობს სამი მეგობარი; თხუნელა, ზღარბი და კურდღელი. ისინი სულ ერთად არიან. თუ რომელიმეს დილაუთენია შეხვდებით მარტო, აუცილებლადD უნდა იფიქროთ, რომ მის გვერდით მალე ორივე მეგობარი გაჩნდება. როცა ზღარბი, თხუნელა და კურდღელი ერთად არიან, არაფრისაც არ ეშინიათ, სამყარო მათთვის ყველაზე მშვენიერია.
ერთხელ დილით თხუნელა და ზღარბი ტყის მშვენიერ მარწყვს მიირთმევდნენ კურდღლის მოლოდინში, რომელიც ტყის ამოუცნობ ადგილებში დაეხეტებოდა. მოულოდნელად ტყეში საშინელი ხმაური გაისმა, შეშინებული ჩიტები ფოთლებში იმალებოდნენ. მეგობრებს ჯერ ჭექა-ქუხილი ეგონათ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ის ხმა არ იყო.
მიწა ძლიერ მოძრაობდა.
-ნეტავი ეს რას ნიშნავს - თქვა შეშინებულმა ზღარბმა და ყური მიწას დაადო.
-შეხედე, რა საშინელი გუგუნი ისმის - უთხრა თხუნელამ.
-ეს ამბავი სულაც არ მომწონს.
მართლაც მიწის ქვეშეთიდან საშინელი ქუხილი და გუგუნი ისმოდა.
ხმაური მათ უახლოვდებოდა. ჭიანჭველები, ლოკოკინები - ყველანი შეშინებულები გამორბოდნენ დასამალად.
-გაიქეცით, რაც შეიძლება შორს, - ყვიროდა გულგახეთხილი შაშვი.
ჩვენ ვერსად ვერ წავალთ, შეწუხებული იყვნენ თხუნელა და ზღარბი. კურდღელს ველოდებით, ის ხომ ძებნას დაგვიწყებს.
დიდი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა კურდღელი. მეგობრები დაინახა და ერთი ნახტომით ჩაძვრა ხის ფუღუროში, სადაც გაატარა მთელი თავისი ბავშვობა.
-რა მოუვიდა? - იკითხა შეშინებულმა ზღარბმა.
-ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ გვიცნობს.
-წავიდეთ მასთან.
ისინი მიუახლოვდნენ ხეს და დაკაკუნეს.
-კურდღელო, ჩვენ ვართ.
შეშინებული თვალებით გამოიხედა ფუღუროდან კურდღელმა. პირის კანკალით უთხრა: - ახლავე გამოვალ და აგიხსნით ყველაფერს.
-უკვე გვიახლოვდება.
მართლაც სანახაობა საშინელი იყო. ხეები ერთი-მეორის მიყოლებით მიწას ენარცხებოდნენ.თითქოს მათ უზარმაზარი ცელი ჭრიდა.
მანქანები სულ წინ და წინ მიიწევდნენ, ყველაფერს ანადგურებდნენ გარშემო.
ბალახებიდან გულგახეთქილი წრუწუნა გამოძვრა.
-რაღას უყურებთ, გინდათ ჩაგყლაპოთ ამ ურჩხულმა?
მეგობრები შესცქეროდნენ, როგორ ნადგურდებოდა მშვენიერი ტყე და ემსგავსებოდა შიშველ უდაბნოს, როცა ბოლო ხე დაეცა, ხმაურიც თანდათან შეწყდა. გარშემო ყველაფერი ჩაკვდა, მხოლოდ კუნძებს და წაქცეულ ხეებს მოეფინათ იქაურობა.
-ჩვენ სულ მარტო დავრჩით, - თქვა თხუნელამ.
კურდღელმა ჩამოუშვა ყურები და ტირილი დაიწყო.
-ნუღარ ტირი, ცრემლებით უბედურებას ვეღარ უშველი, - აწყნარებდა თხუნელა.
-სანამ ერთად ვართ, ჩვენ არაფერი დაგვემართება.
მიდიოდნენ მანქანები და მიჰქონდათ მოჭრილი ხეები.
-ახლა სად დავემალოთ წვიმას?
-სად ვითამაშოთ დამალობანა?
-სად ვიპოვოთ ჩრდილი? - ტიროდნენ მეგობრები.
უცებ ციდან ისევ ხმაური მოისმა.
-ისევ ისინი არიან. - დაიყვირა კურდღელმა.
-ამათ ფრენაც უსწავლიათ?
-უნდა დავიმალოთ, -თქვა ზღარბმა და ბურთს დაემსგავსა.
-ჩუმად ვიყოთ, იქნებ ვერც შეგვამჩნიონ
-რისი შეგეშინდათ, ეს ხომ ვერტფრენია, რომელიც ჩვენი ტყის თავზე ხშირად დაფრინავდა. ამასობაში ვერტმფრენიც დაეშვა, კარები გაიღო და მუსიკოსები გამოვიდნენ. სიჩუმეს არღვევდა დოლის და საყვირის ხმა. მათ შემდექ გამოვიდნენ საზეიმოდ ჩაცმული მამაკაცები.
ახლა უკვე მეგობრები დიდი მოწადინებით აკვირდებოდნენ ყველაფერს, რა მოხდებოდა.
ყველანი მუშაობას შეუდგნენ, ისინი ამბობდნენ, რომ აქ იქნება ახალი ქალაქი.
ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია ხის კუნძზე აკანკალებული სამი ცხოველი.
გაკვირვებულმა ადამიანებმა გადახედეს ერთმანეთს.
-აქ საიდან გაჩნდნენ?
-ცხოველებს ხომ აქ აღარაფერი ესაქმებათ?
-მოდი ავუხსნათ, რომ ისინი აქედან უნდა წავიდნენ.
როდესაც ერთერთი მათგანი მიუახლოვდა, გაბუტულმა ცხოველებმა ზურგი შეაქციეს.
-აქ დარჩენა თქვენთვის სახიფათოა - ჩვენთან ერთად უნდა გაფრინდეთ.
ცხოველები არსად წასვლას აპირებდნენ. ერთერთმა მათგანმა ფურცელზე
რაღაც დაწერა, ყველამ ხელი მოაწერა და კურღელს გადასცა.
-თუ გინდათ, რომ აქ იცხოვროთ, ეს ფურცელი არ დაკარგოთ.
გაოცებული ცხოველები ერთმანეთს უყურებდნენ.
ადამიანები რომ წავიდნენ, მერე დაუწყეს ფურცელს თვალიერება. ატრიალებდნენ ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ვერაფერიც ვერ გაეგოთ.
რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ გაისმა მანქანების ხმა. მათ კუნძების აღებაც უნდოდათ. უეცრად კურდღელს გაახსენდა თავისი ფურცელი, დაიწყო კუნძზე შემდგარმა ხელის ქნევა.
მართლაც, მანქანა გაჩერდა, მძღოლი გაადმოვიდა.
-აქ რას აკეთებთ?
-აქ ვინ მოგიყვანათ?
-არავინ, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, - უთხრა თხუნელამ.
-ჩვენ აქ დავიბადეთ.
ფურცლის წაკითხვის შემდეგ მძღოლი მათ დაპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ქალაქის მშენებლობა გრძელდებოდა, მათ კუნძს არავინ ეხებოდა.
ყოველდღე ცხოველები გაკვირვებული უყურებდნენ მათ გარშემო მოძრავ უცხო საგნებს. ნელნელა კუნძის გარშემო უზარმაზარი კედლები აღიმართა.
ირგვლივ საშინელი ხმაური იყო.
-ძილი მინდა, -იძახდა კურდღელი და ეყრდნობოდა ზღარბს.
-ფრთხილად, არ გადამაგდო, - უთხრა ზღარბმა. ჩვენ ამ სიბინძურეში დავასრულებთ სიცოცხლეს.
მოულოდნელად მათ თავზე უშველებელი კბილებიანი მანქანა გამოჩნდა, კუნძი მიწიდან ფესვიანად ამოიღო და ცხოველები ჰაერში აღმოჩნდნენ.
- ძალიან მეშინია, - ატირდა ზღარბი. კურდღელი კანკალებდა. თხუნელა ფურცელს ებღაუჭებოდა. უეცრად ხის კუნძი მანქანის თავზე აღმოჩნდა. მალე უზარმაზარ შენობასთან გაჩერდა ეს მანქანა. ადამიანებმა კუნძი ცხოველებთან ერთად კიბეებზე აიტანეს. ერთერთ ოთახში მოათავსეს და სადღაც წავიდნენ.
დიდ მოლოდინში იყვნენ მეგობრები - რა მოხდებოდა?
მათთვის ადამიანები ამზადებდნენ სიურპრიზს. სულ მალე ცხოველები საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ.
აქ ყველაფერი იყო: მზე, ბალახი, ხეები, სოკოები, რომელიც ძალიან უყვარდა ზღარბს, ის ძალიან ჰგავდა იმ ტყეს, სადაც ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ.
- ჩემი სახლი, - თქვა თხუნელამ.
- ხედავთ? - ჩაძრომა მოინდომა, მაგრამ უცბად შეხებისთანავე ჰაერში აღმოჩნდა. კურდღელი სოკოს ებღაუჭებოდა, მაგრამ ის ბუშტივით ჩაიფუშა. მან ყვავილების მოკრეფა მოისურვა, ყვავილები რეზინასავით იწელებოდნენ.
- რა სასაცილოა? - ამბობდა ზღარბი.
- მოდი, ვიქანაოთ. ისინი ხეებზე აძვრნენ, დაიწყეს ხიდან ხეზე ხტომა.
- მზესაც ვწვდები, - რა კარგია - ამბობდა კურდღელი.
ლამაზი კი არის, მაგრამ ყველაფერი გაბერილია - მოწყენილი იყო ზღარბი.
- ხომ არ გვეჭამა? - ძალიან მომშივდა.
- მეც მშია.
უცებ კარებზე კაკუნი გაისმა და მათ თვალწინ ხილ-ბოსტნეულით სავსე კალათი გაჩნდა.
- ასე გემრიელად არასოდეს მიჭამია? - ამბობდა ზღარბი.
-თუ ასე იქნება ყოველდღე, აღარაფერს ვინატრებდი - სტაფილოთი გატენილი პირით ამბობდა კურდღელი.
მეგობრებს თამაში მოუნდათ. ხან ციდან მზე ჩაამოაგდეს, ხეები იღუნებოდნენ, სოროები სკდებოდნენ. გარშემო ყუელაფერი ჩაიფუშა.
-ახლა რა ვქნათ?
- მოდი, გავიპაროთ.
გამოცვივდნენ სადარბაზოში და იქიდან აღმოჩნდნენ ქუჩაში. იქ საშინელი ხმაური,ბევრი მანქანა და მტვერი იყო. შეშინებული დარბოდნენ, უნდოდათ ეპოვნათ მშვიდი თავშესაფარი.
- შეხედე, აქ ღია კარია, - თქვა კურდღელმა.
სამივე კარებში შეცვივდნენ. აუყვნენ კიბეებს და სახლის სახურავზე აღმოჩნდნენ.
- აქ ვერავინ გვიპოვის. გახარებულები ეხვეოდნენ ერთმანეთს. უცაბედად ზღარბმა ცაში აიხედა.
- ნახეთ, ისინი მოფრინავენ., - ისევ მანქანა იქნება, - ამბობდა თხუნელა.
-არა, არა, გედები არიან.
- მოფრინდით ჩვენთან, გესმით ჩვენი?
გედებმა ისინი შეამჩნიეს და დაფრინდნენ მათ სახურავზე. ცხოველები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ.
- აქ ჩვენი ტყე იყო.
- აქ ვცხოვრობდით.
- ქალაქი ადამიანებმა ააშენეს.
- ჰაერიც მოწამლეს.
გედები უსმენდნენ. მათ უთხრეს, რომ მოდით მხრებზე შეგვაჯექით.
გახარებულმა თხუნელამ ფურცელი სახურავიდან მოისროლა და ისინი ცაში აფრინდნენ.
მიფრინავდნენ და ოცნებობდნენ მშვენიერ მხარეზე, სადაც არ იქნებოდა ქალაქის მტვერი, საშინელი მანქანები, უზარმაზარი სახლები. და იქნებოდა

ნათელი ტყე, ჩიტების გალობა, დილის ნამი, იგრძნობდნენ მზის ჩასვლას და ამოსვლას.
მთელ დღეს გაატარებდნენ ერთმანეთთან თამაშში და იცხოვრებდნენ ბედნიერად..