THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი გეგეჭკორი

***
ჭაჭა-ჭუჭი,
ჭაჭა-ჭუჭი,
გაიბზარა კვლავ ნაჭუჭი,
ეს წიწილა იჩეკება,
არც რძე უნდა,
არც ფაჩუჩი,
რომ დაგვიკრას თავი მალე,
დავუძახოთ:
ჯუჯი - ჯუჯი!..


ლომი
ლომი იყო ნამდვილი,
ბუხუნებდა ლომივით:
ყველა მომერიდოსო,
თუ სიბრაზე მომივლის.
თვალებს აბრიალებდა,
აჩაღებდა ნაღვერდალს,
ალაყაფის კარივით
ხახას ფართოდ აღებდა.
ისე დაიღრიალა,
შეგვაშინა ბავშვები,
ავდექი და წავშალე
ჩემი დიდი საშლელით.