THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ზუმრუდ გოდერძიშვილი

***ჟღურტულებს და სიცელქეში
ეჯიბრება ნიავს
ღაბუას და ნაირფერადს
ჩიტბატონა ჰქვია.


ფისო
ავად გახდა ფისო
ყელი სტკივა, მგონი, –
რა უშველის ნეტავ? –
რა და, თევზის ქონი.

ციყვი
მოუყვანა მამიკომ
ტყიდან ციყვი პაწია,
გაიხარა მაიკომ
შექნა გაწამაწია,
ჩამოჰკიდა გალიით
არწია და არწია.