THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვაჟა ოთარაშვილი

ცრუპენტელა დათუნია
ტელეფონზე რეკავს დათვი,
ეხვეწება ფუტკრებს გულით:
- გამითავდა უკვე თაფლი,
განვუტევო ლამის სული...

გამოგზავნეთ ოთხი ქილა,
გადგიხდით სექტემბრამდე...
- ცრუპენტელა დათუნიავ,
შარშან ორი ქილა განდეთ,

გროშიც კი არ მიგვიღია,
გადაგვირჩი დაკბენასო,
დათვი გქვია, თორემ ჰგევხარ
ტყუილებით სავსე კასრსო...