THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ემზარ კვიტაიშვილი

ქეთინო და თოჯინა
ნაზი, ცისფერთვალება
ქეთოს ჰყავდა თოჯინა,
აღვიძებდა ორთავეს
მამალი ყოყლოჩინა.


ერთობოდნენ, მოწყენა
აწუხებდათ ნაკლებად,
ტყეში ხეტიალობდნენ,
სოკოების საკრეფად...


და ერთ დილით, უეცრად,
ოქროსდეზებიანი,
ავად გახდა მამალი,
დღე ჩამწარდა მზიანი.


ავად გახდა მამალი,
ქეთოს თავს რომ ერჩივნა,
დღედაღამე ფიქრობდა -
როგორ გადაერჩინა.


უტრიალა ავადმყოფს,
ვერაფერი გაიგო,
მამლაყინწამ, საბრალომ,
თქვენი ჭირი წაიღო.

ადრე ვეღარ დგებიან
ქეთინო და თოჯინა,
რადგან აღარ აღვიძებთ
მამალი, ყოყლოჩინა.