THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თორმეტი მტრედი

ნინო ბრეგვაძე


იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ერთ-ერთ სამეფოში ცხოვრობდა ერთი გულუხვი მეფე. ყავდა 12 მტრედი, რომელთა სილამაზესაც ბადალი არ მოეძებნებოდა. მეფეს ჰყავდა ერთი ვეზირი, რომელიც ექიმობით იყო განთქმული. ვეზირს ძალიან შურდა მტრედების ხშირად ლამობდა მათი თავიდან მოშორებას. ერთ დღესაც მეფე ძალიან ცუდად გახდა. ვეზირმა ამით ისარგებლა და განუცხადა:_ ყოვლისშემძლეო მეფევ, თქვენ იმ შემთხვევაში განიკურნებით, თუ შეჭამთ თორმეტი მტრედის გულს, თუ არადა... მეფემ რა ეს გაიგონა, ძლიერ შეწუხდა არ უნდოდა მტრედების მოკვლა, მაგრამ რა ექნა?! დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა: ფარულად მიეყიდა ერთ-ერთი გამყიდველისათვის, ხოლო რაც შეეხება მტრედებს მსახურს დაავალა ტყეში წასულიყო და იქ დაეჭირა. მართლაც, მეფემ მიყიდა თავისი მტრედები ერთ-ერთ გამყიდველს. მსახურმა კი შეასრულა მეფის ბრძანება. შურიან ვეზირს კი უხაროდა, რომ მეფემ მისი რჩევა გაითვალისწინა და ყველაფერი შეასრულა.
გამოხდა ხანი მეფე თავის სამეფოში აღარ მხიარულობდა, ხოლო შურიანი ვეზირი კი ამით ხარობდა. ყველა დაიმორჩილა და ერთხელაც სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება მოიწადინა. ამ დროს გამყიდველი ძალზედ დაღონებულიყო, რადგან ორი კვირა იყო გასული რაც მტრედებს საკენკისათვის პირი არ დაეკარებინათ. ამისათვის მოიწვია მან ჯადოქარი, გამყიდველმა ყველაფერი უამბო მას. ჯადოქარმა ერთ-ერთი მტრედი ბიჭად გადააქცია _ აბა მტრედო! მითხარი ასე რამ დაგაღონა? ჰკითხა ჯადოქარმა. ბიჭმა ყველაფერი უამბო ვეზირის შესახებ. _ მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?_ კეთილო ჯადოქარო! ძალიან გთხოვთ ჩემი ძმებიც ადამიანებად გადააქციო, გარდა ერთისა. ჯადოქარმა შეუსრულა მას თხოვნა და უთხრა:_ კეთილი მაგრამ იცოდეთ! ყველაფერი მზის ჩასვლამდე უნდა მოასწროთ! ჯადოქარმა თერთმეტი მტრედი ბიჭად გადააქცია, გარდა ერთისა. გახარებულმა ბიჭებმა მადლობა გაუხადეს ჯადოქარს და გაუდგნენ გზას. ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ სამეფოს. _ აბა მტრედო! აფრინდი ზევით, ვეზირის ოთახში და ნახე რას აკეთებს ის_ უთხრა ბიჭმა მტრედს. მტრედიც აფრინდა და რას ხედავს?! ვეზირს თურმე საწამლავი მოემზადებინა; თან იძახდა: _ მალე მეფის ტახტი ჩემს ხელში იქნებაო. შეშინებული მტრედი უკან დაბრუნდა და ყველაფერი უამბო რაც კი გაიგონა. _ აბა ბიჭებო! მალე, თორემ ჩვენს მეფეს საფრთხე ემუქრება; და სირბილ-სირბილით შევარდნენ მეფის ოთახში, რა დაინახა მეფემ ისინი შეჰყვირა:_ როგორ ბედავთ ჩემს დაუკითხავად აქ შემოსვლას?! ამ დროს ვეზირი შემოვიდა მეფეო!_ წამოიძახა ბიჭმა ამას ნუ დალევთ! საწამლავია და ხელი გაიშვირა ვეზირისაკენ. ვეზირი შეშფოთდა_ რა? მეფეო ნუთუ ამ მათხოვარს დაუჯერებთ? ამ ნათქვამზე შემოფრინდა მტრედი მეფემ იცნო ის და გახარებულმა გულში ჩაიხუტა._ ეს მე ვარ მეფეო, უთხრა მტრედმა ეს კი შენი მტრედები ჯადოქარმა გადააქცია ადამიანებად. ხოლო ამ ვეზირს კი მართლა უჭირავს ხელში შხამიანი თასი. დარცხვენილი ვეზირი გაპარვას აპირებდა, რომ მეფემ შეაჩერა და უთხრა_ თუ შენ მართალი ხარ, დამიმტკიცე! შენ დალიე! ვეზირმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ თავის მოკვეთას, თავის მოწამვლა არჩია და დალია.
ამ ამბის მერე მეფე და თორმეტი მტრედი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.