THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბროწეულის გოგონა

ნინო ბეზარაშვილი

იყო ერ­თი ქვრი­ვი დე­და­კა­ცი. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ომ­ში და­ე­კარ­გა და სოფ­ლის საუ­რმე გზის პი­რას პა­ტა­რა ქვით­კი­რის სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და.
დე­და­კა­ცი მთელ დღეს შრო­მა­ში აღა­მებ­და, ხან შინ ფუსფუსებ­და, ხან ეზო­ში. სა­ღა­მო ხან­ზე კი ბრო­წეუ­ლის ქვეშ დაჯ­დე­ბო­და და ომ­ში და­კარგულ ვაჟ­ზე ფიქ­რობ­და.
ერთ სა­ღა­მოს დე­და­კაც­მა შე­ამ­ჩნია, რომ ბრო­წეუ­ლის ერ­თი კო­კო­რი ძალ­ზე დამ­სხვი­ლებ­ული­ყო და მწვა­ნედ მო­ხას­ხა­სე ფოთ­ლე­ბი­დან ნაღ­ვერ­და­ლი­ვით ანა­თებ­და
_ ეს ბრო­წეუ­ლი ჩემ­მა შვილ­მა დარ­გო, _ ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ტი­რა დე­და­კაც­მა, _ აი, კო­კო­რი სა­დაც არის გა­იშ­ლე­ბა, ნა­ყოფ­საც გა­მო­ი­ტანს, მაგ­რამ ის ვერ და­ი­ნა­ხავს. ნე­ტა­ვი შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ინც დამ­რჩე­ნო­და, რომ იმის მა­გივ­რად ევ­ლო ჩემს ეზო-ყურე­ზე.
ამ სიტ­ყვე­ბის დამ­თავ­რე­ბა და ბრო­წეუ­ლის აშ­რი­ა­ლე­ბა ერ­თი იყო. მოხ­უცმა აქეთ-იქით გა­ი­ხე­და, ქა­რი არა ქრის, სხვა ხე­ე­ბი გა­რინ­დებ­ული დგა­ნან, ბრო­წეუ­ლი კი შრი­ა­ლებს და შრი­ა­ლებს. უყურებს მოხ­უცი და რას ხე­დავს! ერთ ტოტ­ზე დამ­სხვი­ლებ­ული კო­კო­რის გვერ­დით პა­წა­წი­ნა შავ­თვა­ლა გო­გო­ნა არ წა­მოს­კუპებ­ულა!
დე­და­კა­ცი წა­მოხ­ტა, ტო­ტი და­ი­წო­და, გო­გო­ნა მა­შინ­ვე ჩა­მოს­ვა, ეკ­ლებ­მა არ და­კაწ­რო­ნო, მე­რე ისევ ბრო­წეუ­ლის ქვეშ დაჯ­და, ბავ­შვი კალ­თა­ში ჩა­იწ­ვი­ნა და ჰკით­ხა:
_ ვი­ნა ხარ, სა­ი­დან მოხ­ვე­დი?
_ მე ბრო­წეუ­ლის გო­გო­ნა ვარ, კო­კორ­ში ვი­ჯე­ქი, შე­ნი ხმა გა­ვი­გო­ნე და გა­მო­ვე­დი. ახ­ლა სულ აქ ვიქ­ნე­ბი.
_ აბა, სად­ღა უნდა წახ­ვი­დე, დარ­ჩი, ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლი იყა­ვი, მე კი შე­ნი ბე­ბია ვიქ­ნე­ბიო.
დე­და­კაც­მა ბავშვს სა­ხე­ლად ბრო­წეუ­ლა და­არ­ქვა, ისე უვლი­და, ცივ ნი­ავს არ აკა­რებ­და, საჭ­მელ-სას­მელს არ აკ­ლებ­და: ტკბი­ლეულს ხში­რად აჭ­მევ­და, ტკბილ ენას გა­მო­ი­ტან­სო. ნო­ყი­ერ საჭ­მე­ლებ­საც უკე­თებ­და, ჯან­მრთე­ლი და გულუხვი იქ­ნე­ბაო. დი­ლის ნა­მით შეც­ვარულ ყვა­ვი­ლებს აყ­ნო­სებ­და, ნა­ზი გული­სა გა­მო­ვაო. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­და ხა­ნი, ბავ­შვი გა­ი­ზარ­და, მშრო­მე­ლი და გამ­რჯე გო­გო­ნა დად­გა: გვი­და, ქათ­მებს სა­კენკს უყრი­და, საჭ­მელს აკე­თებ­და, ხან კი ბე­ბი­ას მუხლის ძი­რას ეჯ­და და უყურებ­და, რო­გორ ქსოვ­და მის­თვის ჭრელ წინ­დებს.
ერ­თხელ, რო­ცა ბე­ბია და გო­გო­ნა ბრო­წეუ­ლის ქვეშ ის­ხდნენ, ბე­ბი­ას წყა­ლი მოს­წყურდა; თუნგი შე­ა­ჭან­ჭყა­რა, _ მაგ­რამ წვე­თიც არ იდ­გა.
_ წა­ვალ და ახ­ლა­ვე მო­ვი­ტან წყა­რო­და­ნაო, _ თქვა გო­გო­ნამ, და­ავ­ლო თუნგს ხე­ლი და გა­იქ­ცა.
აირ­ბი­ნა ორ­ღო­ბე, მი­ვი­და ბუჩქებ­თან, მაგ­რამ სად არის წყა­ლი! მხო­ლოდ ამომ­შრა­ლი ნაგ­უბა­რი­ღა დახ­ვდა. ის იყო უნდა გა­მობ­რუნებ­ული­ყო, რომ ში­ში­სა­გან გაყ­ვით­ლებ­ული ბა­ლა­ხე­ბი­დან თვა­ლებ­გად­მო­კარ­კლულმა გომ­ბე­შომ ამო­ყო თა­ვი.
_ ყი, ყი, ყი, ვი­ნა ხარ, რის­თვის მოს­ულხარ?
_ მე ბრო­წეუ­ლის გო­გო­ნა ვარ, ცი­ვი წყა­ლი მინ­და, ყი­ყი­ნავ, ბე­ბი­ას სწყურია, _ უპას­უხა გო­გო­ნამ.
_ ის წყა­რო, აქ რომ ჩა­მო­დი­ო­და, გზა და გზა გვალ­ვამ და­აშ­რო, სა­თა­ვე­ში კი ალ­ბათ ისევ იქ­ნე­ბა.
_ მაშ, კა­ლა­პოტს ავ­ყვე­ბი და სა­თა­ვე­ში ავავ­სე­ბო, _ თქვა გა­ხა­რებ­ულმა ბრო­წეუ­ლამ.
_ ვე­რა, გო­გო­ნავ, კა­ლა­პოტს ვერ აჰ­ყვე­ბი, _ უთხრა გომ­ბე­შომ, _ იცი, კა­ლა­პო­ტი რო­გორ მიხ­ვეულ-მოხ­ვეუ­ლად მო­ე­მარ­თე­ბა? ხან ისეთ გა­ბარდულ ჯა­გებ­ში შე­დის, შენ კი არა, ჭი­ან­ჭვე­ლა­საც გაუ­ძნელ­დე­ბა იქ შეძ­რო­მა. თუ ერთ სურვილს შე­მის­რულებ, მოკ­ლე გზას მე გას­წავ­ლი. დავ­ბერ­დი, კრუნჩხვე­ბი დამ­ჩემ­და და სი­არ­ული აღარ შე­მიძ­ლია, ერ­თი თუნგი წყა­ლი ჩემ­თვი­საც მო­ი­ტა­ნე და ნაგ­უბარ­ში ჩა­მის­ხიო.
_ ოღონდ მას­წავ­ლე, ყი­ყი­ნავ, სად არის სა­თა­ვე და ახ­ლა­ვე მო­გი­ტა­ნო, _ შეჰ­პირ­და ბრო­წეუ­ლის­Hგო­გო­ნა.
ყი­ყი­ნამ უთხრა, სა­დაც იყო სა­თა­ვე.
ბრო­წეუ­ლა წა­ვი­და.
ია­რა, ია­რა და ერთ პა­ტა­რა მინ­დორ­ში რომ გა­ვი­და, წყლის ჩუხჩუხი შე­მო­ეს­მა. ხმას მიჰ­ყვა და ბუჩქნარ­ში ცივ წყა­როს წა­ად­გა _ ბუე­რის ფოთ­ლის ღარ­ზე ჩა­მო­წან­წკა­რებ­და მაღ­ლი­დან. გო­გო­ნამ თუნგი შეუ­დგა, აავ­სო, წა­მო­ი­ღო, ყი­ყი­ნას გა­მო­ფიტულ ნაგ­უბარ­ში ჩა­ა­ქივ­ლა და ცა­რი­ე­ლი თუნგით ისევ წყა­რო­ზე გა­იქ­ცა. ამა­სო­ბა­ში მო­სა­ღა­მოვ­და კი­დეც; რო­ცა ბრო­წეუ­ლამ თუნგი აავ­სო და მინ­დორ­ზე გა­მო­ვი­და, უკვე კარ­გად ჩა­მობ­ნელ­და. მინ­დო­რი გა­და­ი­ა­რა, მაგ­რამ სიბ­ნე­ლე­ში ბი­ლი­კი ვერ და­ი­ნა­ხა, სულ სხვა მხა­რეს წა­ვი­და. რა ექ­ნა გო­გო­ნას? და­კივ­ლე­ბაც ვერ გა­ბე­და, მგლე­ბი გა­ი­გო­ნე­ბენ ჩემს ხმას, მოვ­ლენ და შემ­ჭა­მე­ნო. ხან იქით წა­ვი­და, ხან აქეთ, ნაც­ნობ ბი­ლიკს ვერ იქ­ნა და ვე­ღარ მი­აგ­ნო. უცბად გრძელ­მა შუქმა შე­აჭ­ყი­ტა თვა­ლებ­ში, გა­ხა­რებ­ული გო­გო­ნა შუქს მიჰ­ყვა. გა­და­თე­ლა ბუჩქე­ბი, ბა­ლა­ხე­ბი და ქოხს მი­ად­გა. ქოხს ერ­თი ფან­ჯა­რა ჰქონ­და, შუქი იქი­დან გა­მო­დი­ო­და. ბრო­წეუ­ლამ იფიქ­რა, ალ­ბათ ტყის­მცვე­ლი ან მო­ნა­დი­რე ცხოვ­რობს, ღა­მეს გა­მა­თე­ვი­ნებ­სო და მა­შინ­ვე და­ა­კაკ­უნა კარ­ზე.
_ მობ­რძან­დით, კა­რი ღი­ა­აო, _ მო­ის­მა ხმა ქო­ხი­დან.
გო­გო­ნა შე­ვი­და, მაგ­რამ რომ არ შეს­ული­ყო, ის ერ­ჩია: ქოხ­ში სა­მი სა­წო­ლი იდ­გა, ზედ დათ­ვის ბე­ლებს ეძი­ნათ. მა­გი­დას­თან კი დე­და დათ­ვი იჯ­და, წინ ვე­ე­ბა ბაწ­რის გორ­გა­ლი ედო და წინ­დის ჩხი­რე­ბით რა­ღა­ცას ქსოვ­და. დათ­ვმა ქსო­ვას თა­ვი მი­ა­ნე­ბა, მე­რე სტუმარს გა­ხე­და.
_ აა, ეს ვინ ყო­ფი­ლა, მე ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი ბაჯ­ბა­ჯა მე­გო­ნა. აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა, გო­გო­ნავ?- და­ვი­ჯე­რო, არ გა­გი­გო­ნია, რომ პან­ტის, შვინ­დის და თაფ­ლის გარ­და ხორ­ცეუ­ლსაც გე­ახ­ლე­ბით?
გო­გო­ნა ში­ში­სა­გან და­იბ­ნა, კა­რის გა­ღე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, რომ ისევ გა­რეთ გას­ული­ყო. ამა­სო­ბა­ში დათ­ვი მი­ბაჯ­ბაჯ­და და კა­რი გა­და­კე­ტა.
ბრო­წეუ­ლამ ტი­რი­ლი და­იწ­ყო.
_ ნუ გე­ში­ნია, ამა­ღამ მა­ინც არ შეგ­ჭამ, გე­მო­ზე ვარ დანაყრებული.
გო­გო­ნამ ხვეწ­ნა დაუ­წყო:
_ არ შემ­ჭა­მო, გა­მიშ­ვი, ბე­ბი­ას წყურვი­ლი­სა­გან პი­რი უშრე­ბა, ცი­ვი წყა­ლი უნდა მივ­უტა­ნოო.
_ მაგ თუნგს არ­სა­დაც არ გა­გა­ტან, მო­მე­ცი, მეც ძა­ლი­ან მწყურია.
გა­ა­ღო პი­რი დათ­ვმა და ერ­თი თუნგი წყა­ლი სულ ყლურწუნ-ყლურწუნით გა­მო­ცა­ლა. მე­რე ისევ ქსო­ვა გა­ნაგ­რძო.
ქსოვს დათ­ვი, ქსოვს, მაგ­რამ ეტ­ყო­ბა ქსო­ვი­სა არა გა­ე­გე­ბა რა. ნაქ­სოვს ისევ არ­ღვევს და ახ­ლად იწ­ყებს. ბრო­წეუ­ლა ში­ში­სა­გან ცახ­ცა­ხებს, არ იცის, რო­გორ და­აღ­წი­ოს თა­ვი ამ თვა­ლებ­ბრი­ა­ლა დათვს. უყურა დათვს გო­გო­ნამ, უყურა და უთხრა:
_ გეტ­ყო­ბა, ქსო­ვა არ იცი.
_ რო­გორ არ ვი­ცი, მაგ­რამ ვერ იქ­ნა, ეს ოხე­რი ქუსლი ვერ მო­ვად­გიო, _ უპას­უხა დათ­ვმა.
_ მე ვი­ცი ქსო­ვა, ბე­ბი­ამ მას­წავ­ლა, ოღონდ ნუ შემ­ჭამ, შინ გა­მიშ­ვი და
მო­გიქ­სო­ვო.
კარ­გი, მოქ­სო­ვე ექ­ვსი წყვი­ლი წინ­და ჩე­მი სა­მი ბე­ლის­თვის და, სა­ნამ არ და­ამ­თავ­რებ, არ შეგ­ჭა­მო.
მიუ­ტა­ნა გო­გო­ნას დათ­ვმა ბა­წა­რი, წინ­დის ჩხი­რე­ბი, მე­რე ფან­ჯა­რას­თან მი­ბაჯ­ბაჯ­და, რა­ფა­ზე თო­კის ნაწ­ყვე­ტი იყო გა­მობ­მული, ეს ნაწ­ყვე­ტი ჩარ­ჩო­ზე დარ­ჭო­ბილ ვე­ე­ბა ლურსმანს მი­ა­ბა, გო­გო­ნა არ გა­დაძ­ვრე­სო და ჩა­ი­ღი­ღი­ნა:
ჩა­გი­კე­ტე ფან­ჯა­რა,
ჩა­გი­კე­ტე კა­რე­ბი,
და­გამ­წყვდიე, ბე­ბოს­თან
ვე­ღარ გა­მე­პა­რე­ბი!
დი­ლით დათ­ვი ტყე­ში წა­ვი­და.
გო­გო­ნა კი იჯ­და ქო­ხის კუთხე­ში და ქსოვ­და. ცდი­ლობ­და ლა­მა­ზი წინ­დე­ბი მო­ექ­სო­ვა, ეგე­ბა დათვს მო­ე­წო­ნოს და აღარ შემ­ჭა­მო­სო. თან გაქ­ცე­ვა­ზე ფიქ­რობ­და, მაგ­რამ კა­რი გა­რე­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი. ფან­ჯრის იმე­დი ჰქონ­და, გა­ვა­ღებ და გა­დავ­ხტე­ბიო. აბა, რო­გორ გა­დახ­ტე­ბო­და, თო­კი ისე იყო გაკ­ვან­ძული, რომ ეშ­მა­კიც ვერ გა­მოხ­სნი­და.
რო­ცა დათვი ტყი­დან დაბ­რუნდა, წინ­დე­ბი მოქ­სო­ვი­ლი დახ­ვდა. გა­და­აბ­რუნა, გად­მო­აბ­რუნა, კარ­გად გა­სინ­ჯა, დათსუნა კი­დეც, მე­რე დაუ­ძა­ხა თა­ვის ბე­ლებს და ჩა­აც­ვა. ბე­ლე­ბი ისე გა­ა­ხა­რეს წინ­დებ­მა, რომ გა­რეთ გაც­ვივ­დნენ და სულ ხტუნვა-ხტუნვით შე­მო­ირ­ბი­ნეს მთე­ლი ეზო. დათ­ვი კი ქოხ­ში ბოლ­თას სცემ­და, თან თა­ვის­თვის ღი­ღი­ნებ­და:
ინა­ვარ­დეთ, შვი­ლე­ბო,
მაგ ლა­მა­ზი წინ­დე­ბით,
ზამ­თრის სუსხს და სი­ცი­ვეს
აღარ შეუ­შინ­დე­ბით.
ამ გო­გო­ნას გაქ­ცე­ვა სურს,
ქო­ხის კა­რებს გაჰ­ყურებს,
სად წა­მი­ვა, დღეს არ მშია,
ხვალ კი ჩა­ვაკ­ნატ­უნებ.
გო­გო­ნამ ეს სიტ­ყვე­ბი რომ გა­ი­გო­ნა, შე­ე­შინ­და, მაგ­რამ არ და­იბ­ნა:
_ დათ­უნი, წინ­დე­ბი ბე­ლებს ფე­ხებს გაუ­თბობს, მაგ­რამ ტან­ზე რა ეშ­ვე­ლე­ბათ! ნუ შემ­ჭამ და ისეთ ლა­მაზ ჯუბებს მოვ­უქსოვ, რომ მტრის­თვი­საც კი სა­ამ­ური იყო­სო.
_ კარ­გი, მაშ სა­ნამ ჯუბებს არ მოქ­სოვ, ახ­ლოს არ მო­გე­კა­რე­ბიო.
გო­გო­ნა ქსოვ­და, თან წინ­დის ჩხი­რით ფან­ჯა­რა­ზე გა­მობმულ თოკს ყო­ველ­დღე თი­თო ძაფს გა­მო­აწ­ყვეტ­და ხოლ­მე. გა­მოწ­ყვე­ტილ ძა­ფებს ისე აგ­რეხ­და თოკს, რომ სა­ღა­მო­თი დაბ­რუნებ­ული დათ­ვი ვე­რა­ფერს ამ­ჩნევ­და.
ბრო­წეუ­ლამ ჯუბე­ბი მოქ­სო­ვა. დათვს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჯუბე­ბი.
_ დღეს ერ­თი სკა ჩა­ვიგ­დე ხელ­ში, ამ სა­ღა­მოს სულაც არ მშია. გე­მო­ზე გა­მოვ­ძე­ხი თაფ­ლით. ხვალ დი­ლას კი, საუ­ზმე­ზე მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი გემ­რი­ე­ლად ჩა­გაკ­ნატ­უნებ­თო.
ბრო­წეუ­ლამ კი­დევ რა­ღაც მო­ი­ფიქ­რა:
_ დათ­უნი, ოღონდ ნუ შემ­ჭამ და შენს შვი­ლებს ქუდებ­საც მოვ­უქსოვ.
_ მოქ­სო­ვე, მოქ­სო­ვე, თა­ვი თბი­ლად ექ­ნე­ბათ ჩემს ბე­ლებს. სა­ნამ ქუდებს არ მოქ­სოვ, ხელ­საც არ გახ­ლე­ბო, _ უთხრა დათ­ვმა.
დათ­ვი ტყე­შია თა­ვი­სი შვი­ლე­ბით. ხან საკ­ბი­ლოს ეძე­ბენ, ხან გრი­ლო­ში ბი­ბი­ნა ბა­ლახ­ში კოტ­რი­ა­ლო­ბენ. გო­გო­ნა კი ქსოვს და ქსოვს, სა­დაც არის და­ამ­თავ­რებს ქუდე­ბის ქსო­ვას, მე­რე რა იღო­ნოს, არ იცის.
ბრო­წეუ­ლა კი­დევ მო­ი­გო­ნებ­და რა­მეს, მაგ­რამ ერთ თით­ზე გა­და­სახ­ვე­ვი ძა­ფი­ღა დარ­ჩა, აბა, რით უნდა მო­ექ­სო­ვა? ფან­ჯა­რა­ზე გა­მობ­მული თო­კიც ჯერ კი­დევ მა­გა­რი იყო. რი­ღა­თი გა­და­ერ­ჩი­ნა თა­ვი? ბრო­წეუ­ლა მიჯ­და ქო­ხის კუთხე­ში და ფიქრს მი­ე­ცა.
შუად­ღი­სას დათ­ვი დაბ­რუნდა... დაღ­ლი­ლი ბე­ლე­ბი სა­წო­ლებ­ზე და­აწ­ვი­ნა და წა­ი­ღი­ღი­ნა:
ამ გო­გო­ნას გაქ­ცე­ვა სურს,
ქო­ხის კა­რებს გაჰ­ყურებს,
თავს ვე­რაფ­რით შე­მაბ­რა­ლებს,
მა­ლე ჩა­ვაკ­ნატ­უნებ, _ ხი, ხი, ხი...
მე­რე კუთხე­ში აბუზულ გო­გო­ნას­თან მი­ვი­და, მხარ­ზე ტო­რი და­ა­დო და ლო­ყა­ზე დრუნჩი მოუ­ცაც­უნა. გო­გო­ნას ეგო­ნა, ეს არის შემ­ჭამ­სო, და ტი­რი­ლი მორ­თო.
_ ხა, ხა, ხა, _ გა­და­ი­ხარ­ხა­რა დათ­ვმა. _ ნუ გე­ში­ნია. გა­გეხ­უმრე, პირ­ვე­ლად რომ გხე­დავ­დი, სულ ნერ­წყვი მომ­დი­ო­და, ახ­ლა კი, რომც შე­მეხ­ვე­წო, მა­ინც ვერ შეგ­ჭამ: შე­გეჩ­ვიე, შე­მიყ­ვარ­დი კი­დეც; სულ ჩვენ­თან იც­ხოვ­რე, არა­ფერს არ და­გი­შა­ვე­ბო, არც მე და არც ჩე­მი ბე­ლე­ბი.
ისე­თი ალერ­სით უთხრა დათ­ვმა ეს სიტ­ყვე­ბი, რომ გო­გო­ნამ ტი­რი­ლი შეწ­ყვი­ტა და თქვა:
_ ბე­ბი­ას წყა­ლი რომ უნდა მივ­უტა­ნო?
_ კარს გა­გი­ღებ­დი, გა­გიშ­ვებ­დი, მაგ­რამ რომ წახ­ვი­დე და აღარ დაბ­რუნდე, _ უთხრა დათ­ვმა.
_ დათ­უნი, ბე­ბი­ას გე­ფი­ცე­ბი, ისევ მო­ვალ თქვენ­თა­ნო, _ შეჰ­პირ­და გო­გო­ნა.
დათ­ვმა დაუ­ჯე­რა გო­გო­ნას და კა­რი გაუ­ღო. გა­ხა­რებ­ული გო­გო და­ემ­შვი­დო­ბა დათვს, და­ავ­ლო ხე­ლი თუნგს და წყა­როს­კენ გა­იქ­ცა. დღი­სით ად­ვი­ლად მი­აგ­ნო ბი­ლიკს, აავ­სო თუნგი, სულ ცუხცუხით ჩა­ვი­და სო­ფელ­ში და დარ­დი­ა­ნი ბე­ბია გა­ა­ხა­რა.
გო­გო­ნას არ და­ვიწ­ყე­ბია თა­ვი­სი და­პი­რე­ბა, ახ­ლაც ხში­რად ეს­ტუმრე­ბა ხოლ­მე დათვს. დათ­ვიც სი­ა­მოვ­ნე­ბით უხვდე­ბა სტუმარს და, რაც გა­აჩ­ნია, იმით უმას­პინ­ძლდე­ბა: ხან პან­ტას მი­არ­თმევს, ხან კი თაფ­ლით ჩაუ­ტკბარ­უნებს ხოლ­მე პირს.