THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჯანსუღ ჩარკვიანი

ძმა ძმისთვისო
ერთი თხილის გულიც კი
თურმე ცხრა ძმამ გაიყო,
შენ უნამცხვროდ დატოვე
პაწაწინა ძამიკო.
ეს რა სიყვარულია,
ეს რა საკადრისია.
ქვეყანა რომ გაჩუქონ,
ნახევარი ძმისია.


სიმღერა მამულზე
ჰაი, დილილმე, დილილმე,
მთა-ბარი შემოვირბინე...
მთაში წყარონი მღერიან,
ბარში მინდორი ბიბინებს.
წყაროსაც დავეწაფები,
დავკრეფ ვარდებს და
გვირილებს.
რა ლამაზი ხარ, მამულო,
შენი გამჩენის ჭირიმე!