THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მორის ფოცხიშვილი

ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, -
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
სადღა აღარ წამიყვანა.
მთაში ჩანჩქერები ვნახე,
ბარში ია-ვარდის ყანა-
ეს პატარა საქართველო
რა ყოფილა ამისთანა!

ცხელი რძე
სულ არ უნდა
ცხელ რძეს ქება,
დალიე და შეგერგება!
ვინც ბოლომდე
შეჭამს ხაჭოს,
გაუ... გაუ...
გაუმარჯოს.


როდის იწყებს გული ფრენას
გული მაშინ იწყებს ფრენას,
როცა ვსწავლობ დედაენას!


მზარეულის ლექსი
შიგნით - ოქრო,
გარეთ - ვერცხლი, -
ტაფაზეა
ერბო-კვერცხი!


დივლი-დივლი
საქართველოს
დივლი-დივლი,
სულ სიმღერით
შემოვივილი.
არ დავტოვებ
უალერსოდ
არც ქუთაისს
და არც თბილისს.
იქ თელავი,
აქ ბათუმი,
ახატული, ჩახატული, -
ზაფხული და
შემოდგომა,
ზამთარი და
გაზაფხული!
აქ ჩაი და
იქ ვენახი,
თბილი მზე და
ტკბილი ხილი.
საქართველოს
დივლი-დივლი
სულ სიმღერით
შემოვივლი!