THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნინო არსენიშვილი


გაზაფხული
დათბა და კვერცხიდან
იწივლა წიწილამ.
ბალახიც ამოჩნდა მიწიდან.
ზამთარმა წასვლის წინ
იტირა, იწვიმა
და თოვლიც ერია იმ წვიმას...
და მაინც კვერცხიდან
გადმოხტა წიწილა.


პეპელა და ფუტკარი
ერთხელ სამყურას ყვავილზე
პეპელა შეხვდა ფუტკარს,
მინდვრის ყვავილთა ნექტარი
ორივეს ძლიერ უყვარს...


პეპელამ უთხრა: მობრძანდი,
შენ თაფლს უმზადებ ბავშვებს,
ფუტკარმა უთხრა: ყოველმხრივ
რა კარგი ყავხარ გამჩენს!

ბოჩოლა

ბოჩოლამ თქვა: მეო
არ მარგუნეს რძეო.
პატრონს ვთხოვე, ვემუდარე,
ცოტა მაჭამეო,
საღამომ რომ მოატანა,
დაილია დღეო,
დედაჩემმა სავსე ჯიქნით
დაიძახა: მეეეო,
აბა, შვილო, მოგიტანე
ბალახების რძეო,
ყელი ჩავიკოკლოზინე,
ვიბედნიერეო.