THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნუნუ ძამუკაშვილი

მზეს უცინის ღიღილო
გაზაფხულდა, ველ-მინდვრის
მოჩითულა ხალიჩა,
შორიდან კი ყაყაჩოს
მოხატული ხალი ჩანს.
ცეკვავს ჭია-მაია,
ნაკადული ღიღინებს,
თვალს ახელენ ვარდები,
მზეს უღიმის ღიღილო.

კორდი აივსო იებით

კორდი აივსო იებით,
ღიმილი შვენით ენძელებს,
მოფრინდნენ ჩიტუნიებიც
ნაცნობ ველ-მინდვრებს ეძებენ.

დედას

ჩემო ლამაზო დედიკო,
როგორ მიყვარხარ, როგორ,
შენს დარიგებას გავიგებ
არ დამიღონდე ოღონდ.


ლამაზ გაზაფხულს მოგიყვან
და გაგახარებ ძლიერ,
მოგეფერები, მოგართმევ
ენძელებსა და იებს.

თიბათვე

თიბათვე, თიბათვე,
მთიბავები თიბავენ,
მოითიბა ბალახი,
სურნელია თივის,
ნიავი კი დაღლილს
ცეკვა-ცეკვით მივლის.
პაპამა თქვა: ჩვენ შვინდას
მოვუგროვოთ მარაგი,
ზვინი დავდგით იმდენი,
აღარც არის ალაგი.
როცა ყინვა გვეწვევა
და დაგვსუსხავს აშარი,
შვინდას უხვად ექნება
საუზმეც და ვახშამიც.