THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თენგიზ სვანიძე

საქართველოს დედები


დედას ყველგან რომ იფიცებ,
დედა შენ გენაცვალოს...…
საქართველოს სიყვარული
სხვამ ვინ უნდა გასწავლოს?!
დედა - ქვეყნის მზე არი და
მტრისთვის კიდევ - ლახვარი,
დედა არა? - საქართველო
იქნებოდა გამქრალი!
საქართველო ერთია
გრემია თუ არმაზი,
ლურჯი მთა თუ მდელოა,
ყველაფერზე ლამაზი
ჩემი საქართველოა!


მისი მწვანე ფერდობის
გული - ერთი ბელტია...
ჩემი ერთადერთობით
საქართველოც ერთია!