THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჯანსუღ ნიქაბაძე

წრუწუნა
-წრუ-წრუ!
წრუ-წრუ! - წრუწუნებს
პაწაწინა წრუწუნა,
თხილს და კაკალს მიაგნო,
ერთიც არ დაიწუნა.
აქ ხომ ჭამა, სოროშიც
ბევრი წააცუნცულა.


ვის რა ამშვენებს?
ცას მზე და მთვარე ამშვენებს
და ვარსკვლავების გუნდი.
ზღვას - გემი,
ქედებს - ცხვრის ფარა,
ვაჟკაცს ნამუსის ქუდი...
შენ კი, პატარა ქართველო,
სუყველაფერში - 5!
***
ეკენია, ბეკენია,
ტყეში კარგი ნეკერია
და დედები ბეკეკოებს
იქით მიერეკებიან...
***
აჰა, ჩემი კბილი,
თაგვო, მომე თხილი!
***
ალათასა, მალათასა,
დავწნავ ოქროს კალათასა,
ტყიდან სოკოს წამოვუღებ
ჩემს ბებია სანათასა.