THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნანა გოგუაძე



ნაღარას ცხენი
მათრახს რომ არ დაიკრავს
ეს ნაღარას ცხენია,
ბიჭს ამ ცხენით ჯირითი
ტოლებში არ რცხვენია.


მოიყვანა ხტუნვა-ხტუნვით,
ნახეთ, რარიგ დახატული,
ფაფარი აქვს სულ დაწნული,
არის უცხოდ დარახტული.


ძირს ჩამოხტა ნაღარა,
ცხენს აღვირი წაჰყარა,
ხელი დაჰკრა გავაზე
და მიუშვა ბალახზე.


ტელევიზორი და კატა ტოტო
ტელევიზორი ვიყიდეთ,
შემოვუსხედით ბალღები,
ფერადი კინო ვიხილეთ,
ფერად-ფერადი ბაღები.


მთელი ოჯახი ვუყურებთ,
ტოტო უცქერის ცერადა,
თან უკვირს, ნეტავ, კინოში
თაგვი ვინ გააფერადა?