THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სულხან აბდალაძე

მთას გაიცნობს, ბარს გაიცნობს
ანა, ბანა,
ანა, ბანა,
მოუხდება ანას ბანა,
გოგო მალე გაიზრდება,
ივლის ყველგან,
მთა და ბარად.
რა სჯობია ასეთ ყოფას,
სიამეა, ნეტარება.
მთას გაიცნობს,
ბარს გაიცნობს
და სამშობლო ეყვარება.


ჩუქუ-ჩუქუ
ჩუქუ,
ჩუქუ,
მატარებლით
სად მიდიან პატარები?
გაგრაში და ბიჭვინთაში,
კიდევ ჩაქვში,
კიდევ ცემში.
ტანს იბანენ ჩიტუნები
მათი სიხარულის ცრემლში.