THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალექსანდრე დიდებაშვილი

მელას გამოცანებისაფიცარი
დათუნია კუდალას
ანგარიში სძულდა,
დასცინოდა მელა:
- ჭკუას გიქებს ყველა,
ბრძანებულხარ ბრძენი,
დათვო,
ამოხსენი:
იყო შვიდი მსხალი,
თუ შესანსლე სამი,
ერთი მიეც ყანჩას,
რამდენიღა დაგრჩა?
- არ დავტოვებ არცერთს,
ყანჩას თავში ჩავცხებ!
- დამიხედეთ ბრძენსა!
დათვო, შენსა მზესა,
აი, ამ ორ ქათამს
რამდენი აქვს ფრთა და
რამდენი აქვს ფეხი?
- მოდი ახლოს..
დავთვლი,-
ეხვეწება დათვი.
მელა იწევს განზე
და ჩურჩულებს ასე:
- ვინ გაგზარდა, მიკვირს,
მაგოდენა დიდი,
ვინ გაგზარდა, მიკვირს,
მაგოდენა ბრიყვი...

მაჩუნი
მუხიანის ქვემოთ,
თხილიანის ზემოთ,
დიდი ღელის თავში,
აივნიან სახლში,
ცხოვრობს ერთი ბავშვით
ქალბატონი მაჩვი.
დედის ლხენა არის,
შვილი საქებარი, -
გოგონა ჰყავს, მართლაც,
ახდენილი ნატვრა,
კეთილი და გამრჯე,
თან საქმეში მარჯვე.
ოჯახში ტრიალებს,
ეზოში ტრიალებს
და ბინაც კრიალებს,
და ეზოც კრიალებს.
სახელიც მაჩვური
ჰქვია მას: მაჩუნი!
ერთხელ დედამ უთხრა:
-სიცხემ შემაწუხა,
წყაროს წყალი შევსვათ,
წადი, შენსა მზესა,
მომიტანე სურით...
ფოთლების ფაჩუნით
წავიდა მაჩუნი.
ცხელოდა, ცხელოდა...
მაჩვი შვილს ელოდა:
- სად არის ამდენხანს?
სურა თუ გატეხა...
ან მხარი ეცვალა,
მგელს გადაეყარა...
ადგა და საშველად
წყაროსკენ დაეშვა...
თუმც რაა საშველი,
რის მგელი, რა მგელი,
სადარდო რა მოხდა, -
გოგონა გამოჩნდა!..
მოდის, მოიჩქარის,
ნამდვილად ის არის.
ფოთლების ფაჩუნით
მოვიდა მაჩუნი:
- დედავ,
ჩემო დედავ,
შეშფოთებულს გხედავ...
გალოდინე, რა ვქნა,
ჩვენი ღელის გაღმა,
წყაროს განაპირას,
მოხუც მაჩვს აქვს ბინა,
ცხოვრობს თურმე მარტოდ
და ხმის გამცემს ნატრობს.
თანაც, საცოდავი,
დღეს შეუძლოდ არის...
მივუტანე წყალი,
დავულაგე სახლი...
მითხრა:
-ზნეკეთილო,
დედას შერჩი, შვილო!

ჩემი დედულეთი
სამეგრელოა,
ჩემი მამულეთი
მზე კახეთია...
ჩემი საფიცარი
საქართველოა,
მისი მოგურგურე
მაღლა ღმერთია!



ეკლესიაში
საკმევლის მძაფრი
სურნელი მიყვარს.
ხან დედა მიმყავს,
ხან ბებო მიმყავს...



კრძალვით თავს დავხრით,
გადვიწერთ პირჯვარს.
მლოცველნი ჯგუფად
ვადიდებთ უფალს.

კამკამა სანთელს
ჩამოსდის ღვენთი,
შევხარით ნათელს, —
გვფარავდეს ღმერთი!