THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნათია ჯანაშია

გამოიცნონ პატარებმა!

***
მზის სხივებზე მოცეკვავე
წვიმამ თავი ისახელა,
შვიდი ფერით რომ მოხატა
ცა, რა არის?
***
წვეთები რომ ცვივა ციდან,
ესეიგი, მოდის?
***
სოფლის შარაგზას აუყვნენ
ლილე, მათე და სანათა,
სოკოს საკრეფად წავიდნენ,
თან რა წაიღეს?
***
ერთი ციდაა თვითონაც,
სახელიც მოკლე ჰქვია,
თავს ლურჯი კაბით იწონებს,
რა ყვავილია?
***
არ შეუშინდა სიცივეს
და არც ამოსვლა ეძნელა,
ყოჩივარდებთან მეგობრობს,
რა ყვავილია?
***
თავს იწონებს ტკბილი ხმით და
გულზე თეთრი ბუმბულით,
მგალობელი ფრინველია,
თქვით, რა ჰქვია?
***
ლერწმისაგან გამოვთალე,
ხმა აქვს ტკბილი, საამური,
ჩავბერე და ავამღერე,
რა იქნება?
***
თუ გინდა,რომ გაიგონო,
ხელი ხელს შემოჰკარ მაშინ,
ხელისგულთა ცემა-ტყეპას,
თქვით რა ჰქვია, აბა?
***
უნდა სტყორცნო კალათს ბურთი,
თამაშს ჰქვია?
***
იცის, დიდთავა შეარქვეს,
ამით არ იტეხს გულს,
ღამით ფხიზლობს და დღე ძინავს
რა ფრინველია?
***
ტანწერწეტას, წვრილფეხას,
კოხტა ქურქი შვენის,
ირმის ნათესავია,
თავად ჰქვია?
***
კოხტას და წითელდეზიანს,
ყივილში არ ჰყავს ბადალი,
განთიადს ხვდება სიმღერით,
რა ფრინველია?
***
ცრუპენტელას და ლამაზქურქიანს,
ჭორები ჯერ არ შემოლევია,
ტყულზე მეტად ქათამი უყვარს,
რა ცხოველია, მიხვდით?