THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ერთი ბიჭის გადარჩენილი ქვეყანა

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

ზაფხულის ერთ მზიან დღეს მამა ჭიშკარში შემოვიდა და ნიკუშას ბურთი გაუგორა.
- ვაი, ეს როგორი ბურთია?! ცისფერი, გამჭვირვალე და აჭრელებული, - ცაში ააგდო ნიკუშამ ბურთი. და… სასწაული მოხდა, თითქოს ჭრელი პეპლები წამოფრინდნენ, ხომ არ მეჩვენება? – თვალები მოიფშვნიტა ბიჭმა. მიწაზე გაგორებულ ბურთს ჩაუცუცქდა, დააცქერდა და მოაგონდა, რომ სწორედ ასეტი ბურთივით რარაც, მისი დის – ირინეს საწერმაგიდაზეა წმოსკუპებული. ოღონდ ის ფეხზე დგას და მგონი, გლობუსს ეზახიან. ნიკუშამ დედას დაუზახა. ჩაცუცქულ ბიჭს დედა შეეხმიანა:
- იცი, ეს რა არის? დედმიწაა. მთელი ქვეყანა. ეს ცისფერი – წყალია, ოკეანეები და ზღვები. პატარა ფერად-ფერადი ლაქები კიმ ცალკე ქვეყნებია. აი, საფრანგეთი, აი, ინდოეთი აი, ეს კი ხედავ? ორ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა საქართველოა!
- თბილისი და წავკისიც არის?
- რასაკვირველია! აი, აქ, - თითი დაადო დედამ პატარა წერტილებს.
- ასე პატარა? – გაოცებულმა იკითხა ნიკუსამ
- შენც პატარა ხარ, მაგრამ გაიზრდები. – გაუცინა დედამ.
- სხვები რა დიდებია?! საქართველოც გაიზრდება? – თვალს არ აშორებდა ბურთს ბიჭი.
- შენთან ერთად გაიზრდება.
დედას მეზობელმა დაუძახა და ისიც შესაგებებლად წავიდა. სტუმარმა ეზოზე გადმოიარა და გაგორებულ ბურთს ფეხი დარტყა. ბურთი ზევით აიჭრა და სულ მალე ტრიალ-ტრიალით, ახლდმორწყულ ვარდების კვლებში ჩავარდა, ტლაპოში ჩაეფლო და სულ ამოისვარა. სხვადასხვა ფერის ქვეყნები და ლურჯი ოკეანეებიც აზელილი ტალახით დაიფარა.
იდგა ნიკუშა, ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრების ყვითელი ფორმა და ტეტრი ბოტასები ეცვა და ფიქრობდა; რა ვქნა? ყველაფერი ტალახში ამომესვრება,მაგრამ დრო რომ არ იცდის?...ტალახში იხრჩობა მტელი დედამიწა!
ბევრი არარც უფიქრია, პირდაპირ გადააბიჟა ტალახადქცეულ ვარდის კვალში და ბურთს წასწვდა, მაგრამ ბურთი ხელიდან დაუსხლტა, კიდევ უფრო აიკრა ტალახი და დამძიმდა. ბოლოს ბიჭმა ტავგამეტებით ჩაიჩოქა, გადაიხარა და ორივე ხელით გულში ცაიკრა ბურთი. რის ვაი-ვაგლახით გამოვიდა კვალიდან.
იდგა თავ-ფეხიანად დასვრილი ბიჭი ტალახით დამძიმებული ბურთით ხელში და ფიქრობდა, რა გაეკეტებინა ისეთი, რომმისი საყვარელი წავკისი და ჭბილისი, და საერთოდ, მთელი ქვეყანა ამ ჭუჭყისაგან გადაერჩინა!
უეცრად წყლის ჩხრიალი მოესმა.
წყალი ხშირად არ მოდის ონკანში, ახლა კი თითქოს მის საშველად წამოვიდა.
ბიჭი ადგილს მოსწყდა და ონკანს მივარდა. ბურთი ბუყბუყით წამოსული წყლისჭავლის ქვეშ მიწაზე დადო, ტან ხელები აუსვ-დაუსვა. წყალმა ჯერ პაჭაწა ჭები ჩასვრიტა ტალახით დაფარულ ზედაპირზე, მერე კი ერთიანად გადარეცხა. ბურთი მსუბუქად დატრიალდა წყლის ქვეშ. და ისევ გამოჩნდა ფერად-ფერადი ქვეყნები, ცისფერი ოკეანე,,, და ისევ ძვირფსი თვალივით აკიაფდა ორ ზღვას შორის საქართველო.
- აქ – თბილისია, აქ – წავკისი! სულ ტალახში იყოამოსვრილი,მთელი ქვეყანა ტალახში იღრჩობოდა.!
ბიჭმა ცისკენ აისროლა გაკრიალებული ბურთი და ჩუმად ჩაილაპარაკა: გადავარჩინე!