THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლადო ასათიანი

ყაყაჩო

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა,
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზფხული მახარა...
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!