THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ანა კალანდაძე

ყაყაჩოსა სიწითლითა
ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია.
რას ჩურჩულებს ლელიანი,
გული შეუჯერებია.
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია,
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია?
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს,
ეს ხომ ლურჯი ცხენებია?
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ.
ამ მშვენიერ მიდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
“ყაყაჩოსა სიწითლითა?!
ყანა დაუმშვენებია”.