THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლევან ბაბუხადია

ლომი
მე პატარა ლომი ვარ,
ესე იგი - ბოკვერი.
ისეთი ჯიშისა ვარ,
ვერვინ მნახავს მოკვერილს.


მალე როცა გავიზრდები,
დავსკუპდები განა მეფედ,
გადავდენი მტერ-ბაცაცებს
და მშვიდობას გავამეფებ.


გვირილა
მინდვრად მზისებრ ამოვბრწყინდი,
ყვავილობა მიდგას ლაღი,
ბეთანიის გვირილა ვარ
არა ხელოვნური ბაღის.
გავმრავლდი და გავძლიერდი,
მტერმა ვეღარ გადამთელოს,
მინდა ყველგან ვიხარო და
გავახარო საქართველო.


ანდრია
ჩვენი პატარა ანდრია
სულ ანგელოზის დარია,
ისე დღითი დღე იზრდება,
დევგმირად გადაიქცევა,
მტერს ფართიფურთით გადარეკს,
მასზე შექმნიან არაკებს.


პეპელა და ფუტკარი
ერთხელ სამყურას ყვავილზე
პეპელა შეხვდა ფუტკარს,
მინდვრის ყვავილთა ნექტარი
ორივეს ძლიერ უყვარს...


პეპელამ უთხრა: მობრძანდი,
შენ თაფლს უმზადებ ბავშვებს,
ფუტკარმა უთხრა: ყოველმხრივ
რა კარგი ყავხარ გამჩენს!


ხატია
- მამა, მამა, მამიკო!
რატომ მქვია ხატია?
- იმიტომ, რომ დედიკოს
სალოცავი ხატი ხარ!


- შენ თუ მეტყვი, დედიკო!
რატომ მქვია ხატია?
- იმიტომ, რომ მამიკოს
გულში ფრესკად ხატიხარ!


- ვერც შენ გამოიცანი,
მამაც კარგი ბატია,
კარგი ხატვა რომ ვიცი,
მიტომ მქვია ხატია.


აი ია
გაზაფხულდა, აი ია!
მერცხალს ბუდე აუგია.
დროა, გული გვქონდეს ღია,
არ წამოგვცდეს აუგია.


თხა
ჭკვიანი და მამაცი ვარ,
სხვა თხებს როდი ვგავარ —
თქვენთან საძმოდ მოსული
”დედაენის” თხა ვარ.