THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მიხეილ ქვლივიძე

ზამთრის მოლოდინში
აცივდება...
დაიწყება
ხიდა ფოთლის ცვენა
და მიწყდება ჩიტუნების
მხიარული სტვენა.
ხეს ფოთლები ჩამოსცვივა,
მოთავდება რთველი,
ნისლის ქურქში გაეხვევა
ჩვენი მთა და ველი.
ბუხრის პირას თავის ჩიბუხს
გააბოლებს პაპა
და პატარა შვილიშვილებს
მოუყვება ზღაპარს.