THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნაკადული, რომელსაც მფრინავობა უნდოდა

ნანა კაციაშვილი
ტყეში, რომელიც უზარმაზარი მთის მწვერვალზე შრიალებდა, მხიარულად მიედინე-ბოდა კამკამა ნაკადული.
არაფერი ანაღვლებდა ამ ქვეყნად, მიიმღეროდა და კისკისებდა, თავისი ბედით კმა-ყოფილი ჩანდა.
ისეთი ხალისით ჩამოირბენდა მთელ ტყეს - ნეტავი მაგასო - ფიქრობდნენ ტყის ბი-ნადარნი და ღიმილიან მზერას კვალში მიაყოლებდნენ-ხოლმე.
ბედნიერად ცხოვრობდა ტყე - მაინცადამაინც, არც მონადირეები აწუხებდნენ, არც მეწყერი თუ წყალდიდობა, არც მოჭრას უპირებდა ვინმე და, ჩვენდა სასიხარულოდ, ტუ-რისტებიც სამაგალითოდ იქცეოდნენ - ხმელი ტოტებით დანთებულ კოცონს აუცილებ-ლად აქრობდნენ, ნაკადულის წყალს მიმოასხამდნენ და ისე ტოვებდნენ იქაურობას...
მოკლედ, არაფერი არღვევდა იქაურ სიმშვიდეს...
ერთხელაც ციდან უცხო ხმები ჩამოისმა. ყველამ ზემოთ აღაპყრო თვალი - იქ უცნაური რამ ხდებოდა - პატარა თვითმფრინავიდან ადამიანები ხტებოდნენ და პირდა-პირ ტყისკენ მოექანებოდნენ, ალბათ, სწორედ აქ აპირებდნენ მწიფე მსხლებივით ჩამო-ცვენას.
- გაგიჟებულანო,- ერთმანეთს გადახედეს გაოცებულმა მხეცებმა, ხეებმა შრიალი შეწყვიტეს და სულგანაბულნი დაელოდნენ, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი. ნაკადულმა მხრები აიჩეჩა და ისევ განაგრძო გზა, მაგრამ უფრო დინჯად და ცაში ცქერა-ცქერით.
ადამიანები, რომლებიც ის-ის იყო, ტყეში უნდა ჩაცვენილიყვნენ, სულაც არ ნაღვ-ლობდნენ ამაზე, პირიქით, მხიარული გადაძახილებით ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. მერე რაღაც ღილაკებს თითები დააჭირეს და მათ თავზე, ტყის ბინადართაგან მოულოდნელად, დიდი ქამა სოკოს მსგავსი აფრები გაიშალა.
მძიმედ დაცემის ნაცვლად, სულ ბურბუშელებივით დაეშვნენ მიწაზე.
თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა...ტყემ თავისუფლად ამოისუნათქა და ჩვეული ცხოვრება განაგრძო...
მაგრამ, ამ დღიდან მოსვენება დაკარგა ნაკადულმა. გულით მოუნდა, პარაშუტისტი, ან, სულაც, მფრინავი გამხდარიყო.
ნაკადულმა თავიდან არავის გაუმხილა გულისნადები...მერე და მერე კი, მოთმინების ფიალა აევსო და ხმამაღლა, ყველას გასაკვირად დაიძახა: ან მათნაირად ცაში ვიფრენ, ან მოვკვდებიო...
ტყე დაფიქრდა, ნაკადულმა თუ თქვა, აასრულებსო. მაგრამ, რადგან ვერანაირად გახდება მფრინავი, აუცილებლად დაშრებაო, რაც მის სიკვდილს ნიშნავდა.
დიახ, ყველა შეეგუა, რომ ნაკადული უნდა დამშრალიყო. გულისკანკალით ელოდა ამ დღეს. ოდესღაც ლამაზი და ცოცხალი ტყე, დარდით, დღითიღღე ჭკნებოდა და მგლო-ვიარეს ემსგავსებოდა.
პატარა ნაკადული ნელ-ნელა დაპატარავდა, დამოკლდა... თვითონ სულაც არ უნდო-და სიკვდილი, მაგრამ დარდი გასაქანს არ აძლევდა...
ის-ის იყო, უნდა გამქრალიყო.
და ერთ დილას, ტყის თავზე დიდი არწივი გამოჩნდა. რაღაცით გახარებული, ხმამა-ღლა ყიოდა და ფრთებს ატყლაშუნებდა, დაჭაობებულმა ნაკადულმაც კი ასწია თავი და ზემოთ აიხედა...
- ჩქარა, ჩქარა,- ყვიროდა არწივი,- არხი უნდა გავიყვანოთ...მე ვიცი, როგორ უნდა გადარჩეს ნაკადული...



* * *
ტყის ბინადარნი დილამდე მუშაობდნენ: ზოგი ბრჭყალებით თხრიდა, ზოგი ჩლიქე-ბით, ხეები გაფოთლილი ტოტებით ჰგვიდნენ იქაურობას; ნაკადულისთვის, ჩვეული გზის ნაცვლად, ახალი მიმართულებით გაჰყავდათ არხი.
ნაკადული მორჩილად მიჰყვებოდა მეგობრებს და უკანასკნელ იმედს, იქნებ, რაიმე მეშველოსო, არ ჰკარგავდა...
გამთენიისას, როდესაც ხევს მიუახლოვდნენ, - მგონი, გადავრჩითო,- ჩაილაპარაკეს დაღლილებმა.
ნაკადულმა ახლაღა გაიგო ყრუ ხმაური და არწივს ჰკითხა,- იქ რა ხდებაო?
- მალე შენი ოცნება ახდება და მფრინავი ნაკადული გახდებიო.- გაეცინა არწივს.
- ეგ როგორ? - თითქმის დამშრალი ნაკადული მოულოდნელმა სიხარულმა გამოა-ცოცხლა.
- როგორ და, მალე ნახავ...სულ ცოტაღა დარჩა გასათხრელი...



* * *
მალე მუშაობაც დაასრულეს.
პატარა ნაკადული დიდ მდინარეს შეუერთდა... მდინარე პირდაპირ ხევში ეშვებოდა, გზადაგზა კი, აქეთ-იქით ისროდა მხიარულ შხეფებს და მცენარეებს ნამავდა...
აღარაფერი სჯობდა ჩანჩქერადქცეული ნაკადულის ცქერას.
მეგობრები ჩანჩქერის ქვეშ დამდგარიყვნენ და სიამოვნებით იგრილებდნენ მზისგან გახურებულ სხეულებს. მოუსვენარი ნაკადული კი, სანამ მათზე გადმოეფრქვეოდა, ათას-ნაირ ბრუნს აკეთებდა ჰაერში...
- რა ლამაზი ოცნება ჰქონიაო, - ფიქრობდა ბებერი ტყე და ბედნიერად აშრიალებ-და ჭკვიან ფოთლებს.