THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კონკურსი ”ბავშვების რჩეული”

"საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი" აცხადებს საბავშვო წიგნის კონკურსს


"ბავშვების რჩეული-2009"




კონკურსის მიზანია მოზარდებში წიგნის კითხვის ჩვევის ხელშეწყობა, საბიბლიოთეკო სისტემის გააქტიურება და ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაცია.


კონკურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სკოლების მოსწავლეები (მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასები).


კონკურსის პირობები:


კონკურსში მონაწილე წიგნების სია (2009 წელს გამოცემული ქართველი თანამედროვე, ცოცხალი საბავშვო მწერლების მხატვრული ნაწარმოებები, პროზა, პოეზია) მიეწოდებათ სკოლების პედადგოგებს. მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს, ისარგებლონ მათი სასკოლო, რაიონული ან საქალაქო ბიბლიოთეკის მომსახურეობით, გამოიწერონ საკონკურსო წიგნები და წაიკითხონ ისინი.

მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს, ხოლო შემოდგომაზე ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელშიც წიგნებს (5 წიგნს) ანიჭებენ ნომერს იმის მიხედვით, რომელმა მათგანმა დაიმსახურა მათი მოწონება. ბავშვი პირველ ნომერს ანიჭებს იმ წიგნს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა., შემდეგს ანიჭებს ნომერ 2-ს, და ა. შ ხუთამდე. შევსებული ანკეტები ეგზავნება ფონდს და ხმის დამთვლელი კომისია (5 კაცის შემადგენლობით, რომელთა შორის არ არის არც ერთი მწერალი) აჯამებს შედეგებს. ხმის მიცემის შედეგები შეიძლება მოსწავლეებმა, პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით, გადმოგზავნონ ელექტროფოსტითაც.

* თუ, პედაგოგი ჩათვლის, რომ საკონკურსო სიაში შეტანილი წიგნებიდან, რომელიმნე შეუფერებელია დაბალი ასაკის ბავშვებისათვის, შეუძლია სიტყვიერი რეკომენდაცია გაუწიოს მოსწავლეებს ამა თუ იმ ნაწარმოების ასაკობრივ თავისებურებაზე.


გამარჯვებულ წიგნს, ყველაზე მეტი ხმით, მიენიჭება

"2009 წლის ბავშვთა რჩეული წიგნის"

წოდება და დაჯილდოვდება ქართული საბავშვო წიგნის დღეს, 27 ოქტომბერს. სიმბოლურ ჯილდოს მწერალს თავად ბავშვები გადასცემენ.

იმედი გვაქვს, თქვენი სკოლა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კონკურსში.

კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და შეირჩევა ქართველი თანამედროვე, ცოცხალი ავტორების ერთი წლის მანძილზე გამოცემული საბავშვო წიგნები.




წიგნების სია კონკურსისათვის “ბავშვების რჩეული”



1) ლექსების და მოთხრობების კრებული “მოდით, მოდით ბავშვებო” მანანა და ქეთევან აბრამიშვილები (“დიოგენე”)

















2) თამრი ფხაკაძე “ხაჭაპური” (“პალიტრა-L”)







3) ირაკლი ლომოური  “რითმოცანები” (“პალიტრა-L”)










4) ვასილ გულეური  ''ხუთი ამბავი ლექსად” (“სეზანი”)










5) ნატო დავითაშვილი   “სანამ ფროსანი ლომები დაბრუნდებიან” (“გია ქარჩხაძის გამომცემლობა”)









6) ირმა მალაციძე _ “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” (“პეგასი”)






7) მარიამ წიკლაური _ “ნატვრისთვალო მზისაო” (“პეგასი”)






8) მარიამ წიკლაური _ “ნანინები” (“პეგასი”)









                              

9) ზაზა აბზიანიძე _ “ბუსუნსულები” (“პეგასი”)











10) შოთა ხოდაშნელი _ “მეფე ვახტანგ გორგასალი” (“საქართველოს მაცნე”)




11) მარი ბერძენიშვილი _ “მარი ლუკის ზღაპრები” (“საქართველოს მაცნე”)






12) გუგული ტოგონიძე _ “თეონა” (“ეროვნული მწერლობა”)





13) აზა ბასლანიძე _ “ჯადოსნური კიბე” (“ეროვნული მწერლობა”)







14) გუგული ტოგონიძე _ “ლაშა მიდის სკოლაში” (“შემეცნება”)













15) მანანა წერეთელი _ “ლექსო, ცისა და ეს სამყარო” (“შემეცნება”)








16) ცირა ყურაშვილი _ “ქრისტესია”


სანდრო ასათიანის წიგნები:





























1)  ამურის სამი ისარი


2) ძველებური ნივთების მუზეუმი

3) ძველებური ტელესკოპი

4) დაბზარული გული

4) ძველი ფოტოაპარატი

5) უცნაური წიგნი

6) მფრინავი გოჭი

7) სანდრო და მიკრობი

8) სანდრო და ჩაის ჭიქა




• სია შედგენილია გამომცემელთა მონაცემებზე დაყრდნობით





e-mail: libo.fund@gmail.com

http://www.libofund.blogspot.com/


გამომცემლობების მისამართები:

დიოგენე


თბილისი , კეკელიძის ქ. 6 , ტელ: 95 63 94, ფაქსი: 96 79 71



პალიტრა ელ

თბილისი , იოსებიძის ქ. 49 , ტელ: 38 38 71, ფაქსი: 38 08 63



პეგასი

თბილისი , ზაქარიაძის ქ. 14 , ტელ: 39 07 27, ფაქსი: 42 10 00



საქართველოს მაცნე

თბილისი , ზაქარიაძის ქ. 14 , ტელ: 39 07 27, (99) 53 08 90, ფაქსი: 42 10 00



ეროვნული მწერლობა

თბილისი , მხატვრის ქ. 4 , ტელ: 32 73 62, 31 70 47



”შემეცნება”

თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზ. 41 , ტელ: (90) 21 05 54




”გია ქარჩხაძის გამომცემლობა”
კოსტავას 46/50. ტელ: 514527



”სეზანი”

თბილისი , წერეთლის გამზ. 140 , ტელ: 35 70 02, ფაქსი: 35 70 04